ინფო საქართველო არის არატრადიცული მედია პლატფორმა, რომლის მიზანია გააშუქოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და ხშირ შემთხვევბში თავად იყოს ახალი ინიციატივების ან აქტივობების დამწყები ამ საკითხების მოსაგვარებლად. 

ფოტო: ჩვენს მიერ ორგანიზებული აქციიდან მშვიდობა ომზე მეტია! თბილისი, 04.03.2018

 

ინფო საქართველო შექმნის დღიდან მუშაობდა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის. ჩვენ გვჯერა რომ პოლიტიკოსები უნდა ასრულებდნენ ჩვენი, სამოქალაქო საზოგადოებისა და გადასახადების გადამხდელების სურვილებს და არა პირიქით. ინფო საქართველო არის არატრადიციული მედია პლატფორმა, რომელიც საშუალებას გვაძლევს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია სამოქალაქო პრობლემებზე, რომელიც მიგვაჩნია რომ ჩვენი, ანუ საზოგადოების, შესაცვლელია. 

ჩვენ გვინდა შევმქნათ სხვადასხვა სახის სერიები, სიუჟეტები, გადაცემები, სადაც ჩვენვე დავსახავთ გამოსავლის გზებს, ვისაუბრებთ პრობლემის მოგვარების გზებზე, რომლის მიზანიც არის საზოგადოების ჩართულობა აღნიშნულ საკითხებზე სასაუბროდ. 

ჩვენ გადავწყვიტეთ ინფო საქართველო იყოს განსხვავებული მედია პლატფორმა, შესაბამისად არატრადიციული მედია, რომელიც იქნება პირველი ქართული ქრაუდფანდინგ პლატფორმა და დაფინანსდება ქართულ ქრაუდფანდინგ პლატფორმაზე fundraiser.ge

დაგვაფინანსეთ donate on: https://fundraiser.ge/campings/view/88/info-saqartvelo-aratraditsiuli-media

 ფოტო: რუსთაველის ქუჩაზე პარლამენტთან 2015 წლის აპრილი, ჩვენს მიერ ორგანიზებული აქციიდან