თბილისი ტყეების გარეშე

დედაქალაქსა და მის შემოგარენში ფიჭვების ყველა ტყე გახმა

03-09-2020 1 წუთი წასაკითხად

თბილისი ტყეების გარეშე

ალბათ შეგიმჩნევიათ თბილისის ქუჩებში გამხმარი ფიჭვის ხეები - რომლებიც ერთი მეორეს მიყოლებით ხმება. თბილისში ქუჩებში და სკვერებში გამხმარია ფიჭვის ყველა ხე. თბილისის ქუჩებსა და სკვერებში გამხმარი ფიჭვები, მცირე ნაწილია იმ ეკოლოგიურ კატასტროფის, რის წინაშეც დედაქალაქი უკვე რამდენიმე წელია დადგა. ყველამ ვიცით, რომ ქალაქში დიდი პრობლემა დგას, მაგრამ „დიდი“ ზოგადი შეფასებაა და როდესაც ამას ვამბობთ,ალბათ ვერ წარმოგვიდგენია, რამხელა კატასტროფასთან გვაქვს საქმე. 

სიუჟეტის მზადებაც სწორედ ამიტომ დავიწყეთ, რომ გვინდოდა „დიდ პრობლემაზე“ გვესაუბრა. ყველა ნაბიჯი, რომლითაც თემას ვუღრმავდებოდით უფრო და უფრო მტკივნეული გახდა ჩვენთვის, როგორც არა მხოლოდ ჟურნალისტებისთვის, არამედ რიგითი მოქალაქეებისთვის. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, აღმოჩნდა, რომ  თბილისის ქუჩებსა და შემოგარენში გამხმარია არა ხეების „დიდი ნაწილი“, არამედ თითქმის ყველა ძირითადი სატყეო სივრცე. რაც დღეს დედაქალაქის ფილტვებს უნდა წარმოადგენდეს. 

მოკლე სიუჟეტში განახებთ, თუ რა მდგომარეობაშია ჩვენი ქალაქის მწვანე სივრცეები, რომლებიც სახელმწიფოს მინიმუმ გულგრილობის, ხოლო ჩვენი - ალბათ უყურადღებობის შედეგად მთლიანად დავკარგეთ. სამწუხაროა, რომ ჩვენს ქალაქს არ აქვს ბაზა, რომელშიც აღწერილი იქნება გამხმარი, თუ მწვანე ხეები და მათი მდგომარეობა. ამის გამო ფიზიკურად ვერ ვახერხებთ, მოგაწოდოთ ზუსტი რიცხვები და ხეების ხმობის სტატისტიკა წლების მიხედვით. სიუჟეტში მხოლოდ იმის ჩვენება შეგვიძლია, რეალურად რამხელაა ის „დიდი ეკოლოგიური პრობლემა“, რომელიც ჩვენს თუ ჩვენი შვილების ფიზიკურ, თუ მენტალურ ჯანმრთელობას განაგებს. 

სრულად გამხმარი და მოსაჭრელია ტყის მასივები დედაქალაქსა და მის შემოგარენში. თუ გავითვალისწინებთ, რომ მოსაჭრელი ფართობი, თბილისის გამწვანების უდიდეს ნაწილს შეადგენს, მათი მოჭრის შედეგად მივიღებთ უდაბნოს მაგვარ ტერიტორიას. შესაბამისად, სანამ ხელახლა გამწვანდება დაზიანებული ტერიტორია, რასაც ათწლეულები სჭირდება, თბილისი გადაიქცევა ქალაქად, რომელმაც დაკარგა ყველა მნიშვნელოვანი სატყეო სივრცე.

სიუჟეტს ვიწყებთ მთაწმინდისა და კრწანისის ფერდებით. ფართობი დაახლოებით 5 მილიონი  კვადრატული მეტრია. სატელიტური ფოტოებით მარტივი შესამჩნევია, რომ მთაწმინდისა და კრწანისის ფერდები სრულად გამხმარი და მოსაჭრელია. ეს თბილისის ყველაზე დიდი გამხმარი ტერიტორიაა, რომელიც ასევე ასრულებს მეწყერის შემკავებლის ფუნქციას. ეკოლოგიურ მდგომარეობას გამხმარი ფერდების სახით ემატება მეწყერის საშიშროებაც.

შემდეგ განახებთ კუს ტბისა და ვაკის პარკის ტერიტორიას. ფართობი 260 000 კვადრატული  მეტრი. კუსტბის ამ ფერდობზეც ნათლად ჩანს გამხმარი ფიჭვები. სამწუხაროდ, მათაც აღარაფერი ეშველება და გამოსავალი მხოლოდ მათი სასწრაფოდ მოჭრაა.

თბილისის ტერიტორიაზე, შემდეგი, ყველაზე დიდ ფართობზე განლაგებული ტყე ხუდადოვის ტყეა. ფართობი 460 000 კვადრატული მეტრი. აქაც ვხვდებით იმავე სიტუაციას. ტყე თითქმის სრულად დაღუპულია, ხეები - კი მოსაჭრელი.

დაავადებული და მოსაჭრელია კიდევ ერთი ძირითადი სატყეო სივრცე თბილისში - ფიჭვების ტყე ლისის ტბაზე - ტერიტორია 460 000 კვადრატული მეტრი. და ეს ყველაფერი არ არის, იგივე სიტუაციაა დიღომში, თბილისის ზღვაზე და ყველგან სადაც გაშენებულია ფიჭვების ტყე.

მაინც რა სჭირს ფიჭვებს?

დაავადებას, რომელიც ჩვენთვის გამანადგურებელი აღმოჩნდა, ლაფაჭამიას, მეორენაირად „დიდ და პატარა მებაღეს“ უწოდებენ. პარაზიტი იჭრება ხის ქერქში და ნელ-ნელა იწყებს მის განადგურებას. 

GLOBAL ENVIRONMENTAL FACILITYდა UNDP-ის მიერ გაცემული დანიშნულების მიხედვით, ლაფაჭამიას გაჩენისთანავე აუცილებელია დაავადებული ხეების გამოხშირვა; ძირკვების და ღეროების გაქექვა. დაავადებასთან საბრძოლველად მნიშვნელოვანია პარკების და გარშემო არსებული ტერიტორიის პარაზიტსაწინააღმდეგო პრეპარატებითთ დამუშავება.

ჩვენ ამ პრობლემაზე თბილისის მერიას ვკითხეთ:

თბილისის მერიაში მიიჩნევენ, რომ ეს არის სერიოზული პრობლემა, თუმცა არა კატასტროფა. მაგრამ სიუჟეტში მოყვანილი მასალა სრულად სხვა რამეს ამტკიცებს.

მერიასთან ინტერვიუში აღმოჩნდა, რომ არ არსებობს ერთიანი პოლიტიკა, არ ხდება ჯანმრთელი ხეების აღრიცხვა, არ ხდება ერთიანი ეტაპობრივი გეგმის მომზადება, თუ როგორ უნდა გადავარჩინოთ საქართველოს დედაქალაქი.

თბილისის მერიის შემდეგ, ჩვენ დავინტერესდით თუ რომელი პარტია მუშაობს ამ საკითხზე. ჩვენდა გასაკვირად, აღმოვაჩინეთ რომ არჩევნების წინ თითქმის არავინ საუბრობს თბილისში განადგურებულ სატყეო სივცრეებზე, მხოლოდ ლელო საქართველოსთვის არის ის პარტია, სადაც თბილისის ეკოლოგიურ კატასტროფაზე და აღნიშნულ პრობლემაზე აქვთ ნამუშევარი.

ლელოდან ინტერვიუ ჩავწერეთ საბა ბუაძესთან, რომელიც ამ არჩევნებზე მთაწმინდა - კრწანისის დეპუტატობის კანდიდატია.

საბა ბუაძის თქმით - გამხმარი ტყეები თბილისისთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, ის მიიჩნევს, რომ პრობლემის მასშტაბი გაცდა თბილისის მერიის კომპეტენციას, რადგან მერიას საკმარისზე მეტი დრო ქონდა ამ შედეგის თავიდან ასაცილებლად. მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი ცენტრალური ხელისუფლების სასწრაფოდ ჩართვა და საერთაშორისო და ადგილობრივ გარემოს დამცველ ორგანიზაციებთან პრობლემის გადაჭრაზე ერთად მუშაობაა. საჭიროა სასწრაფოდ შემუშავდეს ერთიანი დოკუმენტი, რომელიც თბილისის ტყეებს განიხილავს ერთობლივად. მისი აზრით,  სასწრაფოდ არის აღმოსაჩენი ის უბნები, რომელთა გადარჩენაც ჯერ კიდევ შეგვიძლია და დასაგეგმია ეტაპობრივი ჩანაცვლების სამუშაოები, რასაც წლები დაჭირდება.

რა არის გამოსავალი? რა შეგვიძლია ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოებას?

იმოქმედე თბილისისთვის #savetbilisi

ჩვენ განახებთ crowdfunding კამპანიას #savetbilisi სადაც ვაგროვებთ ფულს  თბილისის გადასარჩენად. გთავაზობთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რაც გვგონია რომ სასწრაფოდ გასაკეთებელია.თუ ეთანხმებით ჩვენს გეგმას, გადადით ბმულზე და დაგვაფინანსეთ.

იმოქმედეთ თბილისისთვის #savetbilisi

Donate on fundraiser.ge/savetbilisi

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ

თბილისი ტყეების გარეშე

დედაქალაქსა და მის შემოგარენში ფიჭვების ყველა ტყე გახმა

03-09-2020 1 წუთი წასაკითხად