რას ნიშნავს ამოქმედებულია ცხელი ხაზი? მესამე დღეა რუსები ხურვალეთში მავთულხლართებს ავლებენ.

რას ნიშნავს ამოქმედებულია ცხელი ხაზი?

06-09-2020 1 წუთი წასაკითხად

რას ნიშნავს ამოქმედებულია ცხელი ხაზი? მესამე დღეა რუსები ხურვალეთში მავთულხლართებს ავლებენ.

მორიგი მავთულხლართები და მცოცავი ოკუპაცია სოფელ ხურვალეთში.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სამუშაოები განაახლეს და 12 სექტემბერს დამონტაჟებულ ძელებზე მავთულხლართების გავლება დაიწყეს.

მესამე დღეა პირდაპირ ეთერში ვუყურებთ როგორ ავლებენ რუსი ღორები ახალ საოკუპაციო ხაზს.

საოკუპაციო ძალებმა ძველი გამყოფი ხაზი, სოფლის სიღრმეში გადმოწიეს, რამაც იმის საფრთხე შექმნა, რომ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცეს სასაფლაო, საძოვარი და კიდევ რამდენიმე სახლი.

სახელმწიფო როგორც ყოველთვის აკეთებს განცხადებას, რომ ეს არის უკანონო და ამოქმედებულია ცხელი ხაზი. 

რას ნიშნავს ამოქმედებულია ცხელი ხაზი? - ცხელი ხაზის ამოქმედება ნიშნავს რომ ჩვენ ამ ფაქტის შესახებ ვაცნობეთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და საქმის კურსში ჩავაყენეთ ჩვენი ევროპელი მეგობრები. ეს არის ჩვენი ერთადერთი პასუხი მცოცავ ოკუპაციაზე. 

დაახლოებით თითო მეილი გავგზავნეთ მსგავსი  შინაარსით - hey dear EU, Russia is installing a new occupation border in Khurvaleti. kind regards SUS 

იქნებ დროა შევცვალოთ სტრატეგია და ცხელ ხაზის ამოქმედებასთან ერთად, რაიმე სხვაც დავუპირისპიროთ რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ყოველდღიურ მიტაცებას?!

 

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ

ვინ არიან გალელი ქართველები, რატომ უწევთ გადმოპარვა და რატომ არ ვექცევით ადამიანებივით?

დღეს 4 ადამიანი დაიხრჩო მდინარე ენგურში, იმის გამო რომ ზუგდიდში გადმოპარვას ცდილობდნენ.

07-04-2021 1 წუთი წასაკითხად