ღარიბი საქართველო

რა შანსი აქვთ ღარიბებს? რამდენად სამართლიანია სიღარიბის ზღვარის დადგენა ქონებით? ჩვენ განახებთ რას ნიშნავს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანები და ასეთი საქართველოში თითქმის ნახევარი მილიონია.

13-10-2020 1 წუთი წასაკითხად

ღარიბი საქართველო

“დაუძლეველია სიღარიბე, ამაში ვეთანხმებით ყველა ოპონენტს” -ბიძინა ივანიშვილი 2020 1 ოქტომბერი

ეს სიტყვები ქართული ოცნების ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა სულ რამდენიმე დღის წინ თქვა, მაშინ როცა თავისი მმართველობის 8 წელს აჯამებდა. 

სიუჟეტის კეთებისას, ჩვენ შევხვდით უამრავ ოჯახს, რომელიც იმყოფება სოციალური შემწეობის იმედზე, რაც ოჯახის თითო წევრზე თვეში 30-60 ლარია. 

 

 

და მაინც, როგორია სიღარიბე 3.7 მილიონიან საქართველოში, რომელიც ამდენი ხანია ვერ ან არ დავძლიეთ?

- საქართველო ორჯერ უფრო ღარიბია, ვიდრე ევროკავშირის ყველაზე ღარიბი ქვეყანა- ბულგარეთი.

- 3,7 მილიონიან ქვეყანაში, თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი სოციალურად დაუცველის დახმარებას იღებს. კიდევ 300 ათასი კი, მოვალეთა რეესტრშია რეგისტრირებული. 850 ათასი პენსიონერის შემოსავალი 70 დოლარია რაც დღეში დაახლოებით 2 დოლარს უდრის.

- ყოველი მესამე ბავშვი ქვეყანაში სიღარიბეში იზრდება. საქართველოში 3-დან 17 წლამდე ასაკის 50 400 ბავშვს არ აქვს სახლში ინტერნეტი და კომპიუტერი. 

COVID19 პანდემიამ საქართველოში შემოსავლის გარეშე 150 000 ადამიანი დატოვა. 

 

- UNICEF-ის მონაცემებით 16 წლამდე პირების 6.8%, დაახლოებით 53.4 ათასი ბავშვი, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. მათი დღიური მოხმარება 1.25 დოლარზე ნაკლებია (რაც თვეში 82.8 ლარს შეესაბამება). შეიძლება, ითქვას, რომ ბავშვები, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ, პრაქტიკულად შიმშილობენ. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოში მცხოვრები ბავშვების 27.6%, 216.8 ათასი ბავშვი, ზოგად სიღარიბეში ცხოვრობს. 

სიუჟეტის მზადებისას, ბევრი ვიფიქრეთ თუ რა პრობლემა შეიძლება დაგვეფიქსირებინა მთავარ აქცენტად, წავაწყდით ძალიან ბევრ უსამართლობას. 

რაც არ უნდა რთული მოსასმენი იყოს, ჩვენ გადავწყვიტეთ აქცენტი გაგვეკეთებინა ბავშვებზე, რადგან მათ ჯერ კიდევ აქვთ შანსი ამოვიდნენ სიღარიბიდან. 

 

ჩვენ ვესტუმრეთ მესამე კლასელ ლიკა რუსიაშვილის ოჯახს. რთულია გამოყო კონკრეტული საჭიროებები, რაც ამ ოჯახს აკლია, თუმცა ვეცდებით გასაგებად მოგიყვეთ:

ლიკა რუსიაშვილი არის მესამე კლასელი, ყავს ორი ძმა, მშობლები და ბებია. მათი შემოსავალი მხოლოდ სოციალური შემწეობა და ბებიის პენსიაა. ცხოვრობენ ვარკეთილში, დაურეგისტრირებელ სახლში, რომელიც მდებარეობს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე. 

მათი პრობლემებიც აქედან იწყება. ლიკას ოჯახის მსგავსად, გარშემო ყველა მეზობელიც ანალოგიურ სიტუაციაშია, მათ არ აქვთ შანსი დაურეგისტრირებელ მიწაზე, შეიყვანონ გაზი და გათბობა უწევთ დენის მეშვეობით. 

Do you love your family? - რამდენ მესამე კლასელს შეუძლია საქართველოში ამ კითხვის გაგება და პასუხის გაცემა? სამწუხაროდ ლიკას ეს არ შეუძლია, ასევე არ შეუძლია გემრიელი საჭმელის ჭამა, კითხვაზე თუ რა სურს ყველაზე მეტად, მან გვიპასუხა რომ სურს ყველა კარგად იყოს. ჩვენ შევეცადეთ მისი პირადი სურვილი გაგვეგო, რაზეც გვიპასუხა რომ სურს მისმა პატარა ძმამ კარგად გაიაროს, რომელსაც სიარულის პრობლემები აქვს. ჩვენ ვთხოვეთ ისეთი სურვილი ეთქვა რაც კონრკეტულად მას ჭირდებოდა, პასუხი იყო საჭმელი. საჭმელია  ის, რაც მესამე კლასელ ლიკა რუსიაშვილს ყველაზე მეტად უნდა. 

 

 

რამდენად სამართლიანია სიღარიბის ზღვარის შეფასება ქონებით? რასაც დღეს სოციალური აგენტი სახლში მოსვლისას ქონების შეფასებით ახდენს?

სოციალურ შემწეობის შეფასება ხდება ოჯახის ქონებით და არა შემოსავლებით 

ჩვენ დავინტერესდით თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას აქვს ყველაზე სწორი ხედვა ამ პრობლემაზე. გავესაუბრეთ გიგლა მიქაუტაძეს - გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატს პარტიიდან ''ლელო - საქართველოსთვის''

გიგლა მიქაუტაძე თვლის რომ საქართველოში სიღარიბის დაძლევის ყველაზე სწრაფი საშუალება არა მხოლოდ სოციალური შემწეობის გაზრდა და სამართლიანი გადანაწილებაა, არამედ ღარიბი ხალხისთვის შემოსავლის გაჩენაა. მნიშვნელოვანია ღარიბ მოსახლეობას გავუჩინოთ შემოსავალი, რადგან ის თვლის რომ სიღარიბე მხოლოდ ამ პირობით დაიძლევა.

ასევე ის მიიჩნევს რომ ძალიან მნიშვნელოვანია ღარიბ მოსახლეობას მივცეთ განათლებაზე წვდომა, რადგან ბავშვებმა მაინც შეძლონ სიღარიბის დაძლევა მათი განათლებით. ბავშვებში განათლების წვდომით ისინი შეძლებენ გაიჩინონ შემოსავალი.

ნახეთ სიუჟეტის სრული ვერსია 

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ

სად არის ახლგაზრდობა? ახალგაზრდობა ანძრევს

ალბათ ყველა ვხედავთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში, ახლგაზრდობა ფაქტიურად არც კი ფიგურირებს და გამქრალია, სად არიან ახალგაზრდები, რომლებიც მუდამ უნდა იყვნენ აქტიურები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე?

16-11-2021 1 წუთი წასაკითხად