დახურული საქართველო

ქირავდება, დაკეტილია და იყიდება - ეს ის წარწერებია რომელსაც თბილისის ცენტრში ყველაზე ხშირად შეხვდებით. დახურულია რესტორნები, ბარები, მაღაზიები, სააგენტოები, კლუბები

18-10-2020 1 წუთი წასაკითხად

დახურული საქართველო

ალბათ ყველას გახსოვთ ლესელიძე - შარდენის ტერიტორია, ტურისტებით და ხალხით სავსე. დღეს კი ის სრულად დაცარიელებულია

ქირავდება, დაკეტილია და იყიდება - ეს ის წარწერებია რომელსაც თბილისის ცენტრში ყველაზე ხშირად შეხვდებით. დახურულია რესტორნები, ბარები, მაღაზიები, სააგენტოები, კლუბები, კაფეები. 

ლესელიძე ყოველთვის იყო თბილისის ეკონომიკური აქტივობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი.  ტურისტულად ყველაზე მიმზიდველ ადგილას პანდემიამდე უამრავი ობიექტი იყო გახსნილი, ახლა კი უმეტესობა დაკეტილია, ფართებს კი ქირავდება აწერია. 

სიუჟეტის მზადებისას ჩვენ გავიარეთ ლესელიძეზე, რომელიც ასეთი ცარიელი არასდროს ყოფილა, გარდა დახურული ობიექტებისა ქუჩებიც ცარიელია, ხოლო იმ კაფეებში რომლებმაც გაუძლეს პანდემია თითო მაგიდა თუ იქნება დაკავებული. 

 

- დღეს პარასკევია, უჩვეულო პარასკევი რადგან თბილისში ათი საათიდან ყველა ტიპის გასართობი ან საკვები ობიექტი დაიხურება. სარესტორნო სფერომ ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო, მაგრამ შეზღუდვებით და ჯარიმებით მაინც შეძლო ამუშავება, თუმცა ვირუსის გავრცელების სწრაფი ტემპმის გამო ხელისუფლების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ეს ხალხი კვლავ შემოსავლის დაკარგვის წინაშე დააყენა. 

დახურულია ყველა ტიპის კლუბი, რომლებიც მარტში თავისი სურვილით, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამო დაიკეტა, მათი მომავალი კი ყველაზე ბუნდოვანია. 

თბილისის საკლუბო სცენამ დასახმარებლად fundraising კამპანია წამოიწყო დასახმარებლად შეგიძლიათ ეწვიოთ ლინკს. 

donate: fundraiser.ge/uws 

- ბასიანი, ხიდი, მტკვარზე, გალერი ეს თბილისის ყველაზე მნიშვნელოვანი საკლუბო სივრცეებია, რომლებიც  საქართველოში, საკლუბო კულტურის განვითარებისთვის უდიდესი როლს ასრულებდნენ. მათზე წერდნენ მსოფლიოს წამყვანი გამოცემები, თბილისში გამართული ივენთებზე საუბრობდნენ ცნობილი დჯ-ეები და არტისტები, რომლებიც აღფრთოვანებულები ტოვებდნენ საქართველოს. 

კლუბების დაკეტვა, სფეროში დასაქმებულებთან ერთად მძიმე დარტყმაა იმ ადამიანებისთვის ვისაც ამ ქვეყანაში ცეკვა უყვარს. ქვეყანაში სადაც ცეკვა უმნიშვნელოვანესია.

კლუბებთან ერთად დაკეტილია თეატრები, საგამოფენო სივრცეები, ყველა ტიპის დახურული კულუტური სივრცეები, აქ მომუშავე ადამიანები კი დარჩენილები არიან შემოსავლის გარეშე, მათი მომავალი ბუნდოვანია, მათთვის არ არსებობს სახელმწიფო პოლიტიკა თუ როგორ შეიძლება გადარჩნენ და გადაარჩინონ ის მნიშვნელოვანი სივრცეები, რომლებიც ქართულ კულტურასა და ხელოვნებას მსოფლიოს აცნობდა. 

 

სიუჟეტის მზადებისას დავინტერესდით, საარჩევნო პერიოდში რომელი პარტია ფიქრობს ამ საკითხზე, გავესაუბრეთ, ლელო საქართველოსთვის მთაწმინდა კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატს საბა ბუაძეს

საბა იმ ოლქში მონაწილეობს არჩევნებში, რომელიც ყველაზე მეტად დააზარალა პანდემიამ, მთაწმინდა კრწანისი სოლოლაკში, დახურულია ჰოსტელები, სასტუმროები, რესტორნები, კაფე ბარები, მაღაზიები. საბა ბუაძეს ვკითხეთ თუ რა იყო გამოსავალი. ის თვლის რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გაატაროს პოლიტიკა ბიზნესის ასამუშავებლად, საჭიროა შეიქმნას საგარანტიო ფონდი, რომელიც ბიზნესს მეორე სიცოცხლეს ჩაბერავს. 

საბას ვკითხეთ კონკრეტულად კლუბების შესახებ, ის თვლის რომ სახელმწიფომ აუცილებელად უნდა დაიწყოს დისკუსია და დიალოგი თუ როგორ წარმოუდგენია თბილსისი საკლუბო სივცრის შენარჩუნება, ისე როგორც ეს ქნეს ბერლინში და ლონდონში. 

ნახეთ სრული სიუჟეტი:  

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ

სად არის ახლგაზრდობა? ახალგაზრდობა ანძრევს

ალბათ ყველა ვხედავთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში, ახლგაზრდობა ფაქტიურად არც კი ფიგურირებს და გამქრალია, სად არიან ახალგაზრდები, რომლებიც მუდამ უნდა იყვნენ აქტიურები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე?

16-11-2021 1 წუთი წასაკითხად