ვინ არიან და საიდან მოდიან დევნილები?

ვინ არიან ისინი, რა ვიცით მათზე?

20-10-2020 1 წუთი წასაკითხად

ვინ არიან და საიდან მოდიან დევნილები?

 

დღეს ყველანი გავხდით საშინელი ფაქტის თვითმხილველი, როცა დევნილთა სანატორიუმში მცხოვრებმა ადამიანმა პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა და გადმოხტა კორპუსიდან. 

იცით რაზე პროტესტის ნიშნად?  ის ფაქტობრივად შეეწირა იმ სოციალურ პოლიტიკას, რომელიც არ არის ადამიანზე გათვლილი და მიმართული. ეს ადამიანი აცხადებდა, რომ თუ ყურადღებას არ მიაქცევდნენ, სწორედ ასეთ ფორმას მიმართავდა და თავს მოიკლავდა, იქნებ ამის შემდეგ მაინც მოგვაქციონ ყურადღებაო.

ჩვენ დიდი ხანია ვაპროტესტებთ, რომ ვცხოვრობთ გაუსაძლის პირობებში. აქ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი პირობებია, რასაც არაერთი ექსპერტიზის დასკვნა მოწმობს. მოვითხოვეთ, რომ დაუყონებლივ მომხდარიყო ჩვენი გასახლების პროცესი, გვთავაზობენ ალტერნატიულ გზებს, რომელიც ჩვენთვის არ არის მისაღები. ამიტომ ვრჩებით ქუჩაში, ვერ შევდივართ სახლებში და ვიმყოფებით კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც შედარებით უსაფრთხოა“, - აღნიშნა თამარ საუთიევამ.

დევნილები, სიტყვა ალბათ ყველას გაგვიგია, მაგრამ ცოტას თუ გაუაზრებია რას ნიშნავს ეს სტატუსი. 

 

წარმოიდგინეთ ცხოვრობთ თქვენ სახლში თბილისში, დაიწყოს ომი და მთელი თბილისი გაგვყარონ ჩვენი სახლებიდან, მოგვიკლან ახლობლები, ოჯახის წევრები, ფეხით გავიაროთ ყინვაში რიკოთის უღელტეხილი, გზაში რამდენიმე ადამიანი გაიყინოს და ჩავიდეთ ბათუმში, იქ კი დახმარების და გვერდში დგომის ნაცვლად, დაგვცინონ, აბუჩად აგვიგდონ, დაგვამცირონ, ადამიანებად არ ჩაგვთვალონ. წარმოიდგინეთ ასეთი 250 000 ადამიანი რომელიც აფხაზეთიდან დევნილად იქცა ხოლო 30 000 კი სამაჩაბლოდან. 

 

საქართველოში იმდენი დევნილი გვყავს რომ სამინისტროც კი გვაქვს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

აფხაზეთის ომში დევნილად იქცა 250 000 ადამიანი. ხოლო სამაჩაბლოდან 25-30 000 ადამიანი. 

საიდან მოდიან დევნილები? დევნილები ძირითადად აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან მოდიან. ფოტოზე არის გაგრა,  ეს მათი სახლია, აქედან გამოყრილი ადამიანები დღეს დევნილებად ცხოვრობენ საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიებზე და ყოველდღიურად იჩაგრებიან და ვამცირებთ. 

 

Beach in Summer, Abkhazia, Georgia. Town Gagra

 

ვინ არიან დევნილები? ჩვენთან დევნილები 1993 წელს აფხაზეთის ომში გაჩნდნენ. აფხაზეთის ომი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა, სადაც საქართველომ დაკარგა აფხაზეთი და იქ მცხოვრები 250 000 გადარჩენილი ქართველი იძულებული გახდა გამოქცეულიყო. ვინც არ წამოვიდა უმეტესობა ადგილზე ძალადობით მოკლეს. 

British photographer John Jones photographed the difficult road the refugees took through the mountains from Abkhazia To Svaneti.

 

რა გზით მოუწიათ გამოქცევა? 

 მათ ვინც შეძლეს სამეგრელოდან გაასწრეს, ხოლო ზოგი, გარდაუვალ სიკვდილს სვანეთის ურთულესი უღელტეხილის მთებით გაექცა . მთებში, დაახლოებით, 100-120 ათასი ადამიანი მიდიოდა, აქედან ასამდე გზაში გარდაიცვალა.

 

Mike Goldwater photo: Refugees walk with their pack horse past the body of a women as they flee over the Chuberi Pass into Georgia
 

 

სოხუმიდან და გულრიფშიდან მანქანებით დაძრული დევნილები მაჭარის ხიდამდე მივიდნენ. ამის შემდეგ გზა ორად იყოფოდა: პირდაპირ -სამეგრელოსკენ და მარცხნივ - სვანეთისკენ. ხალხმა მარცხნივ წასვლა ამჯობინა.გაიარეს მერხეული, წებელდა, ლათა, აჟარა და საკენს მიადგნენ. აქ მანქანები დატოვეს და მთებს ფეხით შეუდგნენ. ბევრმა საკუთარი მანქანა ხრამშიც გადაჩეხა.

სვანეთის უღელტეხილს უკავშირდება კიდევ ერთი ტრაგედია. მთებში მიმავალი დევნილების მისახმარებლად სამოქალაქო ვერტმფრენები დაფრინავდნენ, რომელთაც მთებიდან დევნილები გამოყავდა. ერთი მათგანი გადატვირთულობის გამო კლდეს შეასკდა, დაიღუპა 50-მდე ადამიანი. 

საკენ-ჭუბერის უღელტეხილი არის ალპური ზონა, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა. საბოლოოდ, დევნილები ჭუბერში ჩავიდნენ, იქიდან კი ტრანსპორტით - ზუგდიდში. ჭუბერიდან სხვა გზას დაადგა ჯარი, რომელიც სოხუმიდან ხალხთან ერთად მოდიოდა, მათ მესტიისკენ აუხვიეს, ლენტეხში გადავიდნენ, იქიდან კი ქუთაისში ჩავიდნენ.

წარმოიდგინეთ ცხოვრობთ გაგრაში ან სოხუმში, ულამაზეს აფხაზეთში, თქვენ სახლში უცბად ომი იწყება, შემოდიან შენ ტერიტორიაზე, გიწვავენ სახლს, გიკლავენ ოჯახის წევრებს, გაგდებენ შენი ტერიტორიიდან და ფეხით მიდიხარ იქ სადაც ომი არ არის, მაგრამ სადაც არავინ გყავს და არაფერი გაქვს, გგონია რომ დაგეხმარებიან, თუმცა მისვლის დღიდან მთელი ათწლეულები დაგცინიან, მათხოვრულ დახმარებას გაძლევენ და ერთიანად ხარ დასახლებული სხვა შენნაირ ადამიანებთან ერთად როგორც ზოოპარკში. 

 

Hotel ''Gruzyia'' ''Sakartvelo''- Abkhazia, Georgia. town Gagra

 

ეს სასტმრო საქართველოა, გაგრაში. წარმოიდგინეთ აქ რომ ცხოვრობთ და დევნილი ხდებით, ოჯახს გიკლავენ, ნათესავებს, მეგობრებს. უყურებ როგორ იწვის შენი საყვარელი სახლი, შემდეგ გამოიქცევი აფხაზეთიდან სვანეთში უღელტეხილით, სიცივეში, ხედავ როგორ იყინებიან და კვდებიან ადამიანები, ხედავთ აფეთქებულ ვერტმფრენს შენნაირად დევნილებით სავსეს და შეიძლება შენ მჯდარიყავი, ჩადიხარ სვანეთში, იქიდან თბილისში, არ იცი სად მიდიხარ, ვისთან მიდიხარ. 

გადარჩენილი 250 000-ზე მეტი ადამიანი აფხაზეთიდან დევნილი გახდა. 

თითქოს აქ წყდება ისტორია, ყველამ ვიცით რომ ამდენი დევნილი გამოექცა სიკვდილს აფხაზეთიდან, მაგრამ მეტი აღარ ვიცით. არ ვიცით სად წავიდნენ, როგორ დავხვდით, როგორ მივიღეთ, როგორ მოვუარეთ და მოვუარეთ საერთოდ თუ არა? 

250 000 ადამიანის საცხოვრებელით დაკმაყოფილება, იმ დროინდელი ეკონომიკისა და ქვეყნისთვის სრულად წარმოუდგენელი იყო, დევნილები ზოგი ნათესავებთან ან მეგობრებთან წავიდნენ, სახლემწიფომ სხვადასხვა ადგილებში სცადა მიტოვებული შენობებში ჩასახლება. 

 

Gagra Beach, Abkhazia Georgia

 

ზედა ფოტოზე გაგრაა , დევნილები აქ ცხოვრობდნენ, შემდეგ ამ ყველაფრის გამოვლა მოუწიათ, ახლა კი აქ ცხოვრობენ, უცხო ქალაქში (ქვედა ფოტოზე, და ასეთი უამრავი დასახლებაა) 

 

 ფოტო: საერთაშორისო გამჭირვალობა, დევნილთა დასახლება სამეგრელოში

 

ეს ყველაფერი არ არის, არ ქონდათ საჭმელი, სახლში საჭირო ნივთები, საწოლი, სადაც მშვიდად დაიძინებდნენ, არ იცოდნენ ბავშვებს როგორ გამოკვებავდნენ, ყველაფერი იწყებოდა ნულიდან, რამდენიმე დღეში, ისე რომ აზრზეც ვერ მოვიდნენ რა ხდება. მათ არ იცოდნენ რა უნდა ეჭამათ, საიდან ეჭამათ, როგორ გადარჩენილიყვნენ. 

 

რისთვის ვიბრძვით ქართველები? ყველამ ვიცით რომ დავკარგეთ აფხაზეთი და აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ დასაბრუნებლად, ეს თითქოს ყველა ქართველის ტვინში ეროვნული კოდივით გვიდევს, მაგრამ ჩვენ გვავიწყდება რომ პირველები ეს ადამიანები უნდა დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში და მათი ღირსეული ცხოვრებისთვისაც ვიბრძვით. 

 

როგორ შეხვდა მათ დანარჩენი საქართველო? 

ბევრჯერ გაგვიგია დევნილების მიმართ დამამცირებელი ლაპარაკი, მათ მიერ გამართული აქციები, ჩვენ ვხედავთ როგორ ვარიდებთ თავს მათთან შემხებლობას, არ ვეკარებით დევნილთა ჩასახლებებს, თითქოს იზოლაციაში მოვაქციეთ და საკუთარი ტერიტორია შემოვუხაზეთ, სადაც ჩვენ არ შევდივართ. 

წარმოიდგინეთ, იგივე რომ გადაგხვდეს, თბილისიდან ბათუმში გავიქცეთ და იქ ასე მოგვექცნენ. იქამდე სანამ დევნილების საყოფაცხოვრებო პრობლემებზე ვისაუბრებთ, საჭიროა ვისაუბროთ მათდამი დამოკიდებულებაზე. ყველაზე მეტად  მათ თანადგომა , მორალური თანადგომა ჭირდებათ, გულშემატკივრობა. მაგრამ აქაც გაყოფილები ვართ და აფხაზეთზე ფიქრისისა უფრო მიწის დაბრუნებაზე ვფიქრობთ ვიდრე ამ ხალხის ღირსეული ცხოვრების დაბრუნებაზე. 

ძლიერი საზოგადოება შედგება თუ მთელ ერს კონკრეტულ საკითხებზე აქვს სწორი განცდა და შეფასება. როცა ეს გრძნობა საზოგადოების ყველა ჯგუფს ერთნაირად აქვს. ყველა განსხვავებულ ჯგუფს ერთნაირად უყვარს საკუთარი ქვეყანა და ზრუნავს მასზე და ზრუნავს ერთმანეთზე. ჩვენ ყველას ისე ვექცევით როგორც ვგრძნობთ, მაგრამ ჩვენ არასწორად ვგრძნობთ დევნილებს, არასწორად ვგრძნობთ მათ ემოციებს, არასწორად ვგრძნობთ მათ ამჟამინდელ ცხოვრებას, არასწორად ვგრძნობთ იმას თუ რა გამოიარეს და ყველას მხოლოდ არჩევნების წინ გვახსენდება. დევნილთა დასახლებები ჩვეულებრივი გეტოებია, სადაც ცხოვრება განსხვავებულია. 

დევნილთა დასახლებებიდან საზოგადოების დისტანცირება და მათი იზოლაცია იგრძნობა წეროვანის დევნილთა დასახლებშიც, უკვე სამაჩაბლოს 2008 წლის ომის დევნილებთან მიმართებაში. ისინი სწრაფად აშენებულ დევნილთა ქალაქში შუა ტრასაზე ცხოვრობენ. ეს ცალკე ქალაქია, იმ ხალხის ვინც საკუთარი სახლებიდან გამოყარეს. 

 

Tserovani regugee camp. Photo CNN

 

საქართველოს დევნილთა პრობლემა ძალიან მძიმე ეკონომიკურ ტვირთად აწევს, იხარჯება უამრავი ფული სხვადასხვა სახის დახმარებებისთვის, მაგრამ მათი ცხოვრება არ იცვლება. რამდენად ვასწავლით მათ შემოსავლის შოვნას და ვაძლევთ სრულფასოვან განათლებას? რაც მთავარია, რამდენად ვუდგავართ გვერდში მორალურად და ადამიანურად, მეგობრებივით და ძმებივით ვიზიარებთ მათ გრძნობებს?

უნდა გვახსოვდეს რომ მათი სახლი ეს იყო და წაართვეს, აქედან გამოაგდეს. 

 

Town Gagra , Abkhazia Georgia. 

 

 

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ

ვინ არიან გალელი ქართველები, რატომ უწევთ გადმოპარვა და რატომ არ ვექცევით ადამიანებივით?

დღეს 4 ადამიანი დაიხრჩო მდინარე ენგურში, იმის გამო რომ ზუგდიდში გადმოპარვას ცდილობდნენ.

07-04-2021 1 წუთი წასაკითხად