ფრიდონ ნიჟარაძე 76 - კოსმოსიდან უშგულში ინსპირაცია დასრულდა

Disco ball პეპლები და მთები - უშგულელი მხატვარი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

13-11-2020 1 წუთი წასაკითხად

ფრიდონ ნიჟარაძე 76 - კოსმოსიდან უშგულში ინსპირაცია დასრულდა

ფრიდონ ნიჟარაძე ის ადამიანია ვინც არამარტო ერთი ქვეყნის, არამედ დედამიწის სამყაროს და მთის შვილია, ადამიანი რომელიც ინსპირაციას კოსმოსიდან უშგულში იღებს სამწუხაროდ დღეს გარდაიცვალა. 

დღევანდელ საქართველოში ცოტა თუ შეიგრძნობს თავისუფლებას ისე როგორც ფრიდონ ნიჟარაძე. საბჭოთა კავშირში დაბადებული უშგულელი მხატვარი, რომლის ყველა ფოტოში იგრძნობა მისი და მთების თავისუფლება. მთის შვილის გამორჩეულ ფერებში დანახული სამყარო მას მართლა კოსმოსურს ხდის. ადამიანი რომელიც თავისი ნახატებით, პროტესტს უცხადებდა საბჭოთა იმპერიას და სისტემებს, სისტემებს სამყაროში, სადაც სიკეთეს უპირისპირდება ბოროტება.

 

 

ხატვა სიარულის დაწყებისთანავე დაიწყო, ბავშობაში სვანეთის მთებში თოვლზე და ყინულზე ხატავდა, ნახშირით და ცარცით ქვებზე, ხატავდა ყველგან სადაც შეეძლო. საბჭოთა კავშირში დაბადებული ეს ადამიანი იმ იშვიათგანი ქართველია ვინც თავისუფლება ბოლომდე შეიგრძნო და სისტემებს საკუთარი ნახატებით და თავისუფალი სამყაროთი დაუპირისპირდა. ის ხატავდა, იმ სამყაროს რომელიც თვითონ შექმნა და სადაც ცხოვრობდა. 

 

Disco ball პეპლები და მთები

 

 

''სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. დამარქვეს ტრანსცენდენტალი, რადგან სიურეალიზმი არ არისო'' - ფრიდონ ნიჟარაძე

“1970-იან წლებში მე თბილისში ვსწავლობდი, მაგრამ იქ ჩემთვის არაფერი მოუციათ. რისი დახატვაც მინდოდა, იმის უფლებას არ მაძლევდნენ. მე საპროტესტო გამოსვლებშიც ვმონაწილეობდი, როცა ქართული ენის აკრძალვა გადაწყვიტეს. დამიჭირეს, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დამამწყვდიეს, რაღაც ნარკოტიკებს მიკეთებდნენ. ჯანმრთელობა სწორედ იმ დროიდან შემერყა”,

 

 

სვანეთში საბჭოთა კავშირის დროს, კომუნისტებმა დაანგრიეს სვანური კოშკები და ფერმებად გადააკეთეს. ფრიდონ ნიჟარაძეს ნახატი

 

''უკან დაბრუნებისას ფრიდონი უშგულის აღორძინებაზე მესაუბრება. მაჩვენებს ერთ-ერთ ნახატს და მეუბნება: “ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია. 1999 წელს დავხატე და თუ გაიყიდება, მთელ ფულს უშგულს მოვახმარ, იმ ადამიანებს, რომლებიც აქ ზამთარში რჩებიან” ''The Independent'' - ის სტატია უშგულზე და ინტერვიუ ფრიდონ ნიჟარაძესთან

“It comes from the cosmos,” he replies without a moment’s hesitation. - ფრიდონ ნიჟარაძე 

 

 

 

 

 

 

 

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ

რატომ გვკიდია ეკლესია?

საქართველოს ეკლესიის გარშემო არ წყდება აზრთა და ფაქტებთა სხვადასხვაობა, მიუხედავად იმისა რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა 80% + მართლმადიდებელია, ეკლესია მაინც გვკიდია. გავარკვიოთ, რატომ?

18-09-2021 1 წუთი წასაკითხად