ღარიბებიი - ზედმეტი პრობლემა

"ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი, რომელიც ნახევრად ცარიელია.

15-12-2020 1 წუთი წასაკითხად

ღარიბებიი - ზედმეტი პრობლემა

Cover ფოტო - Indigo.com.ge - სიუჟეტი: აფრიკა თბილისში

 

ღარიბებმა უკვე ძაან ტვინი გაბურღეს, ამ სახელმწიფოს ტვირთად აწევს, რას ვაკეთებთ? უფრო ვაღარიბებთ, ბოლო სახლებსაც ვუნგრევთ., სახლებს ვუნგრევთ სახლებს, რომელიც წლებია აგურ-აგურ ააშენეს. თან როდის, საახალწლოდ, მაშინ როცა არჩევნებმა ჩაიარა და ისინი უკვე აღარავის აინტერესებს და მაშინ როცა უკვე მათი ხმაც აღარ ფასობს და ზედმეტი ტვირთია სახელმწიფოსი. 

 

ღარიბების დედა მოვტყან - ალბათ ეს არის ის რასაც დღეს კახი კალაძე ფიქრობდა, როცა ამბობდა რომ , ვისაც სახლი არ აქვს ღიაა თავშესაფარი რომელიც ნახევრად ცარიელიაო. 

თბილისში, აფრიკის დასახლებაში, მერიის მუნიციპალური სამსახური და პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა, დილიდან უკანონოდ აშენებულ სახლებს ანგრევს, რომელშიც უამრავი ოჯახი ცხოვრობს. ეს მიწები სახელმწიფოსია ან გაყიდულია, ფაქტია რომ იქ მცხოვრებების არ არის, მაგრამ მათ სხვა გზა არ აქვთ, ისინი მივიდნენ და ცარიელ ადგილას წლების წინ დასახლდნენ. იქ დაახლოებით ორასი ოჯახი ცხოვრობს, დილიდან პირდაპირ ეთერში ვუყურებთ ბულდოზერები როგორ ანგრევენ ზამთარში ამ ოჯახების სახლს, ვნახეთ პოლიციის ძალით დაკავებული მოსახლეობა. დაანგრიეს 20 სახლი, კიდევ უამრავი სახლია დასანგრევი. 

 

ფოტო: პუბლიკა

 

რა ქნას ამ ხალხმა? - ყოველ არჩევნებზე მათ პირდებიან რომ სახლებს დაუკანონებენ, ისე როგორც სოზარ სუბარი პირდებოდა ამ ხალხს არჩევნების წინ

 

ოკ, ვთანხმდებით რომ ეს მიწები მათი არ არის, მაგრამ ისინი წლებია მანდ ცხოვრობენ, მაგალითად არჩევნების წინ, აფრიკის მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი, ამ ადგილას მივიდა წინასაარჩევნოდ და ამ ხალხს უთხრა რომ დამიდექით გვერდში და დაგეხმარებით დაკანონებაშიო.)) ოკ, სოზარ სუბარი დღეს არც კი გამოჩენილა, ისინი ჩვეულებრივად გადააგდეს. 

მაგრამ, რატომ საახალწლოდ, რატომ ასე ცხოველურად, მაშინ როცა 21-ე საუკუნეა, ხალხი მარსზე მიფრინავს და ჩვენ ეგეც კი ვერ გავაკეთეთ, რომ ღარიბები დავაკმაყოფილოთ ცივილურად. მაგალითად, ყოველდღე გვესმის რომ მერიამ 2 ლარად ნაყიდი ტროტუარი ვიღაც ბიზნესმენს მილიონიან ქონებაში გაუცვალა, ასევე სხვა ადგლმონაცვლეობებზე, რატომ არ შეიძლება ამ ადამიანებთან ცივილურად ლაპარაკი? ამ პრობლემის ცივილურად გადაწყვეტა? როდემდე უნდა ვიცხოვროთ ცხოველებივით და გადავწყვიტოთ პრობლემები ცხოველებივით? მაგრამ ეს პრობლემა ეხება ღარიბებს, ამიტომ ღარიბების დედამოვტყან!

 

“მერია ამ გადაწყვეტილებით კიდევ უფრო ზრდის უსახლკაროთა რიცხვს” – OSGF აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟზე

 

 

“ღია საზოგადოების ფონდი” თბილისში, აფრიკის დასახლებაში მუნიციპალური ინსპექციის მიერ საცხოვრებელი სახლების დემონტაჟს ეხმაურება და აღნიშნულ ქმედებას ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად მიიჩნევს. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება დღეს, 15 დეკემბერს, აფრიკის დასახლებაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად გაავრცელა.

“მიგვაჩნია რომ, იმ პირობებში, როცა საქართველოს არ გააჩნია უსახლკარობის ადეკვატური სახელმწიფო პოლიტიკა და ამ პრობლემის საპასუხო ეფექტური სერვისები, თვითდახმარების მიზნით, უსახლკაროთა მიერ აგებული სტაციონარული შენობების დემონტაჟი, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. მაშინ, როდესაც მთელს ქვეყანაში, პანდემიის ფონზე შეჩერებულია საცხოვრისიდან გამოსახლების აღსრულების პროცესი, თბილისის მერიის ეს გადაწყვეტილება დემონტაჟს განიხილავს მხოლოდ სამშენებლო სამართალდარღვევად ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულების უგულებელყოფით და უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს გამოსახლებულ პირებს”, – წერია განცხადებაში.

 

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ

კომენდანტის საათი ბრუნდება ნოემბრიდან

კორონავირუსის მომატებულმა შემთხვევებმა საკოორდინაციო საბჭოში დამატებით შეზღუდვების შემოღებაზე დაიწყეს მსჯელობა. ერთერთ ვარიანტად განიხილება კომენდანტის საათი

12-10-2021 1 წუთი წასაკითხად