რა უნდა ვიცოდეთ? - fundraiser კამპანია ''საზოგადოება ხელოვანებისთვის''

დაიწყო ფართომასშტაბიანი კამპანია ,,საზოგადოება ხელოვანებისთვის’’ , რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია არაერთი აქტივობა, რომლიდანაც მიღებული თანხები სრულად გადაირიცხება პანდემიის შედეგად დაზარალებული ხელოვანების დასახმარებლად.

27-12-2020 1 წუთი წასაკითხად

რა უნდა ვიცოდეთ? - fundraiser კამპანია ''საზოგადოება ხელოვანებისთვის''

Covid-19 პანდემიამ, კულტურისა და შემოქმედებით სფეროს უდიდესი დარტყმა მიაყენა, არტისტები ფაქტობრივად, ყველანაირი შემოსავლების გარეშე არიან დარჩენილები. დახურულია კლუბები, აკრძალულია კონცერტები, ივენთები, გამოფენები თუ სხვა კულტურული ღონისძიებები, რაც არტისტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

პანდემიის პერიოდში ჩვენ ვნახეთ რამდენიმე fundraising კამპანია, ქართულ fundraiser პლატფორმაზე Fundraiser.ge რომელიც ამ სფეროში მომუშავე ადამიანების დასახმარებლად იყო წამოწყებული. მაგალითად ''Save Tbilisi's Club Culture'', რომელიც დაიწყო ''The Cultural and Creative Industries Union of Georgia'' - მ, კამპანიის ფარგლებში შეგროვდა 21 000 ლარამდე, რაც გადანაწილდა თბილისის ღამის კლუბებზე, რომლებიც მარტიდან დახურულია და მათი მომავალი დღემდე ბუნდოვანია, სამწუხაროდ ეს თანხა კლუბებისთვის მიზერული დახმარებაა, რომელიც არაფერში არ ყოფნით.

 

დღეს 27 დეკემბერს, იწყება ახალი კამპანია საზოგადოება ხელოვანებისთვის, რომელსაც ძალიან შთამბეჭდავი line up აქვს, მასში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი ვარკსვლავები როგორიც არის ქეთი მელუა გორის ქალთა გუნდთან ერთად, ნიკოლოზ რაჭველი და სხვა ქართველი მნიშვნელოვანი შემსრულებლები. 

 

 

Line up

 

 

რა უნდა ვიცოდეთ კამპანიის შესახებ: სანამ ინტერვიუს შემოგთავაზებთ, გასწავლით გზებს თუ როგორ უნდა დაეხმაროთ ქართველ ხელოვანებს: 

fundraiser.ge - ქართული crowdfunding პლატფორმაა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია კამპანიის დაწყება, Fundraiser-ზე განთავსებულია სხვადასხვა სახის პროექტები, წარმატებული კამპანიების შედეგად fundraiser-ის მეშვეობით, თანხა შეგროვდა ბათუმში, ART UP - Street Gallery-ს გადასარჩენად, Killages-ს სადებიუტო ალბომის გამოსაცემად და ა.შ. 

კამპანია ''საზოგადოება ხელოვანებისთვის''- დახმარება Fundraiser-ის მეშვეობითაც შეგიძლიათ, ლინკზე გადასვლისას თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ და თანხა გადარიცხოთ როგორც Paypal-ის ანგარიშით, ისე საბანკო ბარათის მეშვეობით. 

Fundraiser-ზე თქვენ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ, თუ რამდენი თანხაა შეგროვებული, ვინ არიან დამფინანსებლები, დაფინანსების შემთხვევაში თქვენს მიერ გადარიცხული თანხა კამპანიის გვერდზე ეგრევე ისახება და თქვენ შესაძლებლობა გაქვთ ნახოთ რამდენი თანხა არის შეგროვებული.   

ინფო საქართველო  Fundraiser -ის დაკვეთვით, გაესაუბრა კამპანიის ერთერთ ორგანიზატორს თევდორე მაყაშვილს: 

 

- პანდემიამ შემოქმეთებითი და არტ სფერო ყველაზე მეტად დააზარლა, გვაინტერესებს რას შვებიან ქართველი არტისტები და რითი ირჩენენ თავს?

დიახ, შეიძლება ითქვას კულტურის სფერომ პანდემიის შედეგად ერთ-ერთ ყველაზე დიდი ზიანი მიიღო, ხელოვანების აბსოლუტური უმრავლესობა საარსებო მინიმუმის გარეშე დარჩა.

სამწუხაროდ უნდა აღნიშნოს რომ ძალიან ცოტამ მოახერხა ალტერნატიული შემოსავლის წყაროს მოძებნა. ძალიან ბევრი შემოქმედებითი პროცესის გაგრძელებასაც კი ვეღარ ახერხებს, მხატვარს საღებავის საყიდელი ფულიც კი აღარ აქვს და მუსიკოსს რეპეტიციაზე წასასვლელი, შეიძლება ითქვას საქართველოში კულტურა გაჩერდა და თუ მალე არ “ავამუშავეთ” ძალიან ცუდ შედეგებამდე მივალთ.

ვისთვის გროვდება თანხა და რა პრინციპით გადანაწილდება?

თანხა გროვდება პანდემიის შედეგად შემოსავლის გარეშე დარჩენილი ხელოვანებისთვის, მუსიკოსები, მსახიობები, მწერლები და ა.შ, მოძრაობაში ყველა მიმართულების წარმომადგენლები არიან გაერთიანებული, შესაბამისად მიმართულებების მიხედვით შეიქმნა სამუშაო ჯგუფები რომელმაც განსაზღვრა სფეროს შიგნთ თანხის გადანაწილების პრინციპი, მაგალითად მუსიკის მიმართულებით გვქონდა ღია ონლაინ შეხვედრა სადაც 300-მდე მუსიკოსი ჩაერთო, ერთხმად შევჯერდით რომ პირველ რიგში ვეხმარებით იმ მუსიკოსებს რომლებმაც ყოველდღიური შემოსავალი დაკარგეს, უკრავდნენ ბარებში, კლუბებში და ა.შ. მსგავსი შიდა კრიტერიუმები შემუშავდა ყველა მიმართულებით. პარალელურად მიმდინარეობს არტისტების რეგისტრაცია Geoartists.ge-ზე სადაც ყველა შემოსავალ დაკარგულ ხელოვანს შეუძლია განაცხადის გამოგზავნა.

- ეს არის ერთჯერადი კამპანია თუ გაგრძელდება?

მომავალში გვინდა მოძრაობას ფონდის სახე მიეცეს, ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ კულტურის სფერო მალე აღდგება და შესაბამისად აღარ მოგვიწევს ამ რეჟიმში მუშაობა თუმცა ვთანხმდებით რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი რამეა გასაუმჯობესებელი და მაქსიმალურად ვეცდებით ფონდმა კვლავ აქტიურად განაგრძოს მუშაობა, ყოველთვის დაიცვას ხელოვანების ინტერესები და ხელი შეუწყოს კულტურის სფეროს განვითარებას.

4. სფეროში მოღვაწე ადამიანები როგორ უნდა გადარჩნენ?

- ბევრი ხელოვანი გადაეწყო პანდემიურ რეჟიმზე, რას შვებიან ჩვენი არტისტები? მაგალითად სიმღერების გაყიდვა, ზოგადად ამ საკითხზე რას ფიქრობ, რატომ ვერ ყიდიან სიმღერებს ამ ქვეყანაში სიმღერებს და რა კეთდება ამის მოსაგვარებლად?

ეს ძალიან კომპლექსური პრობლემაა და პანდემიამ კიდევ უფრო კარგად წარმოაჩინა ყველაფერი, ბევრი ხელისშემშლელი მიზეზია, პირველი და ყველაზე მთავარი ალბათ მაინც ე.წ “პირატობაა” მსმენელი არაა მიჩვეული მუსიკაში ფულის გადახდას და უმეტესად ცდილობენ პროდუქტის არალეგალური გზით მოპოვებას, თუმცა ამ მხრივ აშკარა პროგრესი შეინიშნება და წლიდან წლამდე იზრდება ფასიანი სტრიმინგ პლატფორმების მომხმარებლების რაოდენობა. რა თქმა უნდა არ შეიძლება ყველაფრის გარემო პირობებზე გადაბრალება, მუსიკოსებმა თავადაც ძალიან უნდა იაქტიურონ ამ მიმართულებით, ხელი შეუწყონ პლატფორმების პოპულარიზაციას, დროულად ატვირთოთ ყველა ტრეკი სისტემაში და ა.შ სამწუხაროდ დღესრომ მაგალითად spotify-ზე შეხვიდეთ ქართველი მუსიკოსების ნახევარზე მეტს ვერ იპოვით, ამაზეც ძალიან აქტიურადაა მუშაობა საჭირო.

რაც შეეხება პრობლემის მოგვარების გზებს, უკვე აქტიურად დავიწეთ მუშაობა სხვადასხვა ლეიბლებთან და მუსიკოსებთან საზოგადოებაში ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის შექმნისთვის, სექტემბერში თბილისის მერიის მხარდაჭერით და Funday Entertainment-ის ორგანიზებით მოეწყო 3 დღიანი ტრენინგი მუსიკოსებისთვის ისეთ თემებზე როგორიცაა “არტისტ მენეჯმენტის საფუძვლები”, “მუსიკის ონლაინ დისტრიბუცია და მონეტიზაცია”, “მუსიკის ექსპორტი”, მონაწილეებმა მიიღეს ძალიან ღირებული ინფორმაცია, მაგალითად თუ როგორ უნდა დარეგისტრირდნენ ოფიციალურად და ისარგებლონ სახელმწიფოს მიერ ხელოვანებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათით რომელიც საშემოსავლოს გადასახადის 20%-დან 1%-ზე შემცირებას გულისხმობს, როგორ უნდა განათავსონ მუსიკა ონლაინ პლატფორმებზე და მიიღონ შემოსავალი, როგორ უნდა გაიტანონ მათი პროდუქტი უცხოურ ბაზარზე და ა.შ ტრენინგების სრული ჩანაწერი დევს Funday Entertainment-ის facebook გვერდზე და მსურველებს დღესაც შეუძლიათ ნახონ.

 

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ

რატომ გვკიდია ეკლესია?

საქართველოს ეკლესიის გარშემო არ წყდება აზრთა და ფაქტებთა სხვადასხვაობა, მიუხედავად იმისა რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა 80% + მართლმადიდებელია, ეკლესია მაინც გვკიდია. გავარკვიოთ, რატომ?

18-09-2021 1 წუთი წასაკითხად