რა შეგიძლიათ ქართულ crowdfunding პლატფორმაზე fundraiser.ge ?

Fundraiser ქართული crowdfunding პლატფორმაა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაიწყოს კამპანია ან ბიზნეს პროექტი და მისთვის ფული შეაგროვოს.

07-01-2021 1 წუთი წასაკითხად

რა შეგიძლიათ ქართულ crowdfunding პლატფორმაზე fundraiser.ge ?

Fundraiser-ი ქართული crowdfunding პლატფორმაა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაიწყოს სამოქალაქო კამპანია ან ბიზნეს პროექტი და მისთვის ფული შეაგროვოს. პლატფორმაზე შეგიძლიათ დააფინანსოთ სხვისი დაწყებული კამპანიებიც და თანხის სანაცვლოდ კონკრეტული სარგებელი მიიღოთ. 

რა არის Fundraiser.ge? ჩვენ ამის შესახებ fundraiser-ის გუნდს ვესაუბრეთ

ირო:  პირველ რიგში, Fundraiser.ge არის შანსი თითოეული ადამიანისთვის, რომ რეალურად განახორციელონ საკუთარი იდეები. ჩვენ გვჯერა, რომ Fundraiser-ზე უამრავი მნიშვნელოვანი კამპანია დაიწყება, რომელიც ბევრი ადამიანის ცხოვრებას შეცვლის.

ჩვენი მიზანია, რომ მხარი დავუჭიროთ იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ იდეები, მაგრამ არ აქვთ თანხა მათ განსახორციელებლად.

ამბავი ჩვენ შესახებაც სწორედ ამით დაიწყო რამდენიმე წლის წინ, გვქონდა უამრავი საინტერესო კამპანიის იდეა, თუმცა, განხორციელებისთვის საჭირო თანხები - არა. მივხვდით, რომ თავადვე უნდა შეგვექმნა ქართული Crowdfunding პლატფორმა, რომელიც თითოეულ იდეასა და მათ ავტორებს მისცემდა შანსს, იმ შანსს რაც ჩვენც ძალიან გვჭირდებოდა. 

 

რისთვის შეიძლება გამოვიყენო Fundraiser.ge?

ირო: fundraiser-ის გამოყენება ორი მიმართულებით შეგიძლია, ერთი მიმართულება არის კამპანიის ან ბიზნეს პროექტის დაწყება და მისთვის ფულის შეგროვება, ხოლო მეორე მიმართულებაა სხვისი კამპანიის დაფინანსება, ბიზნეს კამპანიის შემთხვევაში კი დაფინანსება ხშირ შემთხვევაში მომგებიანია, რადგან შენ წინასწარ ყიდულობ პროდუქციას ან მომსახურებას იმაზე იაფად, ვიდრე ის იქნება ბაზარზე გამოსვლის შემდეგ. 

უხეშად რომ ვთქვათ, მაგრამ რეალობაც ავსახოთ: “ფულის მარტივად გამჭირვალედ და უსაფრთხოდ შესაგროვებლად” (იცინის), მაგალითად: თუ შენ გაქვს რაიმე ბიზნესი და გჭირდება გაფართოებისთვის საჭირო ინვესტიცია, ან გსურს დაიწყო ახალი, შენ შეგიძლია Fundraiser-ზე განათავსო კამპანია და ამ გზით შენი იდეა წარუდგინო ყველას და მათ შესთავაზო ისეთი მოქნილი პაკეტები რომელსაც ვერ ნახავს სხვაგან. პაკეტების გაყიდვით კი შეაგროვო საჭირო ინვესტიცია. 

ცოტა გრძელი ასახსნელია, თუმცა ძალიან მარტივი სქემაა. 

ბიზნესის შემთხვევაში, თუ გჭირდება 10.000 ლარი, შეგიძლია შექმნა 100 ცალი 100 ლარიანი პაკეტი, ან სხვადასხვა ფასების მიხედვით და წინასწარ გაყიდო საკუთარი პროდუქტი. ამ ფორმით, შეძლებ შეაგროვო წარმოების დაწყებისთვის საჭირო თანხა და წინასწარ შეიძინო ლოიალური მომხმარებლები, რომლებიც ელოდებიან პროდუქტის გამოშვებას და გულშემატკივრობენ შენს ბიზნესს. 

 

 

Fundraiser-ი საშუალებას გაძლევს, თანხა შეაგროვოთ გამჭირვალედ, ჩანს თითოეული ტრანზაქცია, პროექტის დამფინანსებლებს საშუალება აქვთ, უყურონ პროექტის განვითარებას, რა რაოდენობის თანხაა შეგროვებული, რამდენი ადამიანი არის დამფინასნებელი, ვინ არის პროექტის ავტორი. ეს ყველაფერი, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს პროექტის განსახორციელებლად თანხის შეგროვებაში, რადგან, პირად ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა შეიცავს რისკს, ასევე დაფინანსების შემთხვევაში შენ არ გაქვს საშუალება ნახო რეალურად გროვდება თუ არა თანხა, ან ვინ რიცხავს და რამდენს და ა.შ.

ვინ ხართ Fundraiser.ge-ის შემქმნელები და რა ეტაპები გაიარეთ პლატფორმის საბოლოო ჩაშვებამდე?

ზუკა: Fundraiser.ge-ზე ფიქრი რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ მე, ირო ცაგარეიშვილმა და გიორგი კირკიტაძემ, როცა Crowdfunding პლატფორმის არსებობის საჭიროების წინაშე დავდექით, გვინდოდა ჩვენთანაც ყოფილიყო Indiegogo-ს, kickstarter-ის და Gofundme-ის ნაირი პლატფორმა, ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა fundraiser-ი, ჩვენ ამ სამი პლატფორმის პლიუსები გავაერთიანეთ და მოვარგეთ ქართულ რეალობას. 

თავიდან ბევრ პრობლემას გადავაწყდით, ხან დეველოპერს არ ესმოდა რა გვინდოდა, ხან მოლაპარაკებაზე ქრაუდფანდინგს რომ ვახსენებდით იბნეოდნენ (იცინის) მაგრამ მაინც შევძელით ბოლო ეტაპამდე გასვლა. ჯერ სატესტო რეჟიმით ჩავირთეთ, ამ პერიოდის განმავლობაში გავმართეთ ფუნქციონალები, ვაკვირდებოდით მომხმარებლების ქცევას საიტზე, რა უძნელდებოდათ, სად იჭედებოდნენ - ამის მიხედვით კი, შევცვალეთ დიზაინი, ბრენდინგი, შემდეგ მოვიგეთ ფონდი ღია საზოგადოების გრანტი და ახალი სრულად გამართული საიტი გავაკეთეთ.

სატესტო რეჟიმის პერიოდში და საიტის განახლებამდე, უკვე შეგროვდა 35 ათას ლარამდე თანხა და უკვე რეგისტრირებულია 1000-მდე დამფინანსებელი. ეს გვაჩვენებს, რომ შეცვლილ, გაუმჯობესებულ და სრულად გამართულ პლატფორმაზე ამაზე ბევრად მეტს შევძელბთ. 

ამ ეტაპზე ორი ჩვენგანი - მე და ირო ვაგრძელებთ პლატფორმაზე მუშაობას და უკვე რამდენიმე ადამიანიც გვყავს დასაქმებული. 

 

 

 

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ

რა შეგიძლიათ ქართულ crowdfunding პლატფორმაზე fundraiser.ge ?

Fundraiser ქართული crowdfunding პლატფორმაა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაიწყოს კამპანია ან ბიზნეს პროექტი და მისთვის ფული შეაგროვოს.

07-01-2021 1 წუთი წასაკითხად