გარიყული და დაკარგული სტუდენტები

სტუდენტების ნახევარზე მეტს სტატუსი შეჩერებული აქვს. 76 000 სტუდენტი სტატუსის გარეშე

13-01-2021 1 წუთი წასაკითხად

გარიყული და დაკარგული სტუდენტები

საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 150 000 სტუდენტია. დღეის მონაცემებით კი 76 172 სტუდენტს, სტატუსი აქვს შეჩერებული. ისინი თითქოს არც არსებობენ სხვა სოციალური ჯგუფებისთვის. ქართველი სტუდენტების უმრავლესობა თბილისშია თავმოყრილი, სადაც ქვეყანაში არსებული უნივერსიტეტების 62% მდებარეობს. 

სტუდენტები ყოველთვის დაბალი შემოსავლის ან შემოსავლის არ მქონე ჯგუფები არიან, ისინი ძირითადად ცხოვრობენ სახლიდან შორს, მუშაობენ PART TIME სამსახურებზე ან FREELANCER-ებად ან საერთოდ არ მუშაობენ. მათი შემოსავალით სწავლის საფასურის გადახდა და სტუდენტური ცხოვრება კი წარმოუდგენელია. 

პანდემიამ უამრავი სტუდენტი დატოვა შემოსავლის გარეშე, რადგან დაკეტილია რესტორნები, კაფე ბარები, ღამის კლუბები, სავაჭრო ცენტრები სადაც ძირითად დასაქმებულთა დიდ რიცხვს სტუდენტები შეადგენენ.

150 000 სტუდენტიდან, ნახევარზე მეტს სტუდენტის სტატუსი აქვს შეჩერებული. წარმოიდგინეთ მთელ სახელმწიფოში, სტუდენტების ნახევარზე მეტი, სტუდენტები არ არიან.  76 172  სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს.  აქედან 45 924 სწავლობს სახელმწიფო უნივერსიტეტში, 30 248 - კერძოში

''2018 წლის მონაცემებით: საქართველოში სტუდენტების 24%-ს ( 48 624 პირს) სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს'' განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

მათი ცნობით, სტატუსშეჩერებული სტუდენტების 33,5%-ს (16 294 სტუდენტი) სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო აქვს შეწყვეტილი. 

რას გვეუბნება ეს სტატისტიკა? - ეს სტატისტიკა  სახელმწიფოს განათლების პოლიტიკის, ეკონომიკური სიტუაციისა და პანდემიის პერიოდის შედეგია. მაგრამ არც მანამდე ყოფილა ცოტა სტატუს შეჩერებული სტუდენტების რიცხვი. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფოს განათლების სისტემისა და ეკონომიკური სიტუაციის გავლენას სტუდენტების ცხოვრებაზე. ამის მტკიცებულება კი წლიდან წლამდე სტატუსს შეჩერებული სტუდენტების რაოდენობის ზრდაა.

მაგრამ სად არიან? მათი ხმა არც კი ისმის, 10 000, ათი ათასმა სტუდენტმა 2 თვეში ძლივს მოაწერა ხელი პეტიციას, ისევ მათი ინტერესებისთვის, რომ აღუდგეთ სტუდენტის სტატუსი და მოხდეს პანდემიის პერიოდში სწავლის საფასურის განახევრება.

საგანგაშოა ჩვენი სტუდენტების პასიურობა. არსად არის სტუდენტური აქტივობები, არადა 21-ე საუკუნეში სხვადასხვა ტექნოლოგიების და აპლიკაციების გამოყენებით ორგანიზება ყველაზე მარტივია, მაგრამ ჩვენ სტუდენტებს საკუთარი თავის დასაცავადაც კი უჭირთ ორგანიზება. 

''It’s not enough to be compassionate. You must ACT!.''

 

Tbilisi. 04.18

 

როგორია სტუდენტური ცხოვრება საქართველოში? STUDENT LIFE საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით ძალიან პასიური და ნაკლებად მიმზიდველია. პანდემიაში კი სრულიად მკვდარია. სულ რამდენიმე უნივერსტეტს აქვს შედარებით საინტერესო სტუდენტური ცხოვრება, რაც სრულ სურათზე საერთოდ არ აისახება.  არ არსებობს არანაირი სტუდენტური დამოუკიდებელი გაერთიანებები, ნული როლი სამოქალაქო აქტივიზმში. 

ასევე არ იმართება არანაირი სპორტული თუ სახელოვნებო აქტივობები, არ არსებობს სტუდენტების თავშეყრის მასობრივი ადგილები, ისინი აქტიურები არ არიან.  

 არ აწყობენ ფართებს, არ აწყობენ სტუდენტურ ივენთებს, ან თუ აწყობენ წელიწადში ერთხელ და ისიც ფორმალური თვითმმართველობები დჯ რემბოს ფონზე, ან თუ აწყობენ სულ რამდენიმე უნივერსიტეტი. ხშირ შემთხვევაში გამოყოფილ ბიუჯეტს თვითმმართველობის ტიპები იჯიბებენ ან სულელურ ივენთებს აორგანიზებენ, საიდანაც ფულს იტოვებენ და არიან წყნარად თავისთვის. 
 

''კონტროლირებული თვითმმართველობები პირველი შემაფერხებელია სტუდენტური აქტივიზმის და ეს თსუ-ში რამდენიმე წელია კარგად ჩანს.''

 რაც ყველაზე მთავარია, ქართველი სტუდენტები არ ცხოვრობენ ცალკე.  ზოგი ოჯახთან ცხოვრობს, ზოგი ნათესავთან, ზოგი ოთახს ქირაობს და ძალიან ცოტაა, იმ სტუდენტთა რაოდენობა ვინც ერთად ან ROOMMATE-თან ცალკე ცხოვრობენ. DORM სულ ორ თუ სამ უნივერსიტეტს აქვს. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა ქართველ სტუდენტებში, არამარტო სტუდენტებში, ზოგადად ქართველ ახალგაზრდებში, რადგან მათ უმრავლესობას არ აქვთ ცალკე ადგილი გასართობად, სექსისთვის, სხვადასხვა შეკრებებისთვის თუნდაც სწავლისთვის - მაგრამ ცალკე (!) . 

''ქართველი სტუდენტები არ იწყებენ  FUNDRAISING-ს , მაშინ როცა უამრავი სტუდენტური აქტივობა და კამპანია ტარდება უცხოეთში სტუდენტების მიერ ფანდრაიზინგით, ქართულ ფანდრეიზერ პლატფორმაზე FUNDRAISER.GE , კი,  ჯერ არცერთი სტუდენტური კამპანია არ დაწყებულა. ქართველი სტუდენტები ნაკლებად იყენებენ სოციალურ ქსელებს სხვადასხვა ტექნოლოგიებს ორგანიზებისთვის, თითქმის საერთოდ არ იყენებენ FACEBOOK & INSTAGRAM -ის გარდა სხვა აპლიკაციებს, არ ეცნობიან ევროპული ან ამერიკული სტუდენტების მიერ ორგანიზებულ სტუდენტურ კამპანიებს და ღონისძიბებეს, რისი გაკეთება აქაც მარტივად შეიძლება.'' 

 

Fundraising ART CAMPAIGN, Berlin, Germany.

 

ქართველი სტუდენტების მდგომარეობა დღეს ყველაზე მძიმეა, გაჩერებულია უნივერსტეტები, 9 საათის შემდეგ გარეთ გასვლა არ შეუძლიათ, ვინც დასაქმებული იყო უმრავლესობის სამსახურებიც დახურულია, სხედან სახლში და ონლაინ ესწრებიან ლექციებს, რომლის პროდუქტიულობა ცალკე საკვლევია. ვერც ცეკვავენ, ვერც ერთობიან სტუდენტური ცხოვრება ფაქტიურად გაჩერებულია და რაც მთავარია შემოსავალი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ აქვთ. 

თითქმის 2 თვეზე მეტია სტუდენტების ერთმა ნაწილმა დაიწყო კამპანია პანდემიის პერიოდში სწავლის გადასახადის განახევრებისა და სტატუს შეჩერებული სტუდენტების აღდგენისთვის. კამპანიის ერთერთი ორგანიზატორია ელენე ელბაქიძე, ილიაუნის სტუდენტი რომელიც პირადად ხედავს საქართველოს სტუდენტური ცხოვრების სირთულეებს. 

 

ჩვენ ელენეს რამდენიმე კითხვა დავუსვით:

 

ელენე ელბაქიძე

 

1. რატომ დაიწყეთ ეს კამპანია და ვინ დაიწყეთ?

ელენე: სტატუსშეჩერებულ სტუდენტებზე კამპანია დავიწყეთ იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაც ჩვენს ქვეყანაში დადგა. ისედაც ბევრი სტატუსშეჩერებული სტუდენტი გვყავდა და საკმაოდ დიდ რიცხვს მიაღწია პანდემიის პერიოდში. ეს კამპანია დავიწყეთ არასამთავრობო ორგანიზაცია პროგრესის ცენტრის სახელით ანა დოლიძე “მოძრაობა ხალხისთვის”-თან ერთად. 

2. რამდენი სტუდენტია ვისაც სტატუსი აქვს შეჩერებული?

ელენე: სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბოლო მონაცემებით სტატუსი 76 172 სტუდენტს აქვს შეჩერებული. აქედან 45 924 სწავლობს სახელმწიფო უნივერსიტეტში, 30 248 - კერძოში.

3. რთულია თუ არა სტუდენტებზე გასვლა? ინფორმაციია გავრცელება ამ სოციალურ ჯგუფში?

ელენე: ჩემი აზრით და ამაში მემგონი ყველა დაგვეთანხმება, რომ ახალგაზრდები, სტუდენტები არიან ყველაზე დიდი ძალა ქვეყანაში. მსოფლიოში ამას ბევრი მაგალითი გვაჩვენებს. ჩვენს ქვეყანაში ამის მაგალითია 20 ივნისის საპროტესტო აქციების შედეგად, სადაც სტუდენტები მრავლად იყვნენ, პროპორციული არჩევნები. 

დღესდღეობით პანდემიამ შექმნა გამოწვევა, რომ არ გვაქვს საშუალები ფიზიკურად შეკრების, ბევრი არის რაიონში და არ იმყოფება დედაქალაქში. ამიტომ შევქმენით სტუდენტური კოალიცია, ონლაინ და ოფლაინ პლატფორმა, რომელსაც ძალიან ბევრი სტუდენტი შემოუერთდა.

4. რამდენი სტუდენტია დასაქმებული პროცენტულად? პანდემიამდე და პანდემიის დროსაც.

ელენე: სტუდენტების 1/3 საქართველოში არც სწავლობს და არც მუშაობს.

5. რას მოიცავს კამპანია? 

ელენე: რაც სტატუსშეჩერებულებზე კამპანია დავიწყეთ გავმართეთ არაერთი აქცია, პარლამენტთან, სხვადასხვა უნივერსიტეტებთან. ასევე გავაკეთეთ პეტიცია და შევაგროვეთ 10 000 ზე მეტი ხელმოწერა. მივმართეთ პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით, რომელის საშუალებითაც შეუძლია პარლამენტს იპოვოს გზა სწავლის გამახევრებასთან დაკავშირებით. გავაკეთეთ აქცია-პერფორმანსის ტიპის სპექტაკლი, რისი საშუალებითაც წარმოვაჩინეთ არსებული განათლების სისტემა.

4. რამდენად კმაყოფილები ხართ სტუდენტების კამპანიაში აქტივობით? 

ელენე: ძალიან ბევრი სტუდენტი დგას ჩვენს გვერდით, ბევრიც დახმარებას გვთოხვს ამ პირობებში რათა სახელმწიფოს გავაგონოთ მათი ხმა

5. რა გინდათ?

ელენე: აღუდგეთ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სტატუსი და გაუნახევრდეთ გადასახადი პანდემიის პერიოდში.

 

''ინფო საქართველო არის არატრადიცული მედია პლატფორმა, რომლის მიზანია გააშუქოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და ხშირ შემთხვევბში თავად იყოს ახალი ინიციატივების ან აქტივობების დამწყები ამ საკითხების მოსაგვარებლად.''

''ინფო საქართველო არის პირველი არატრადიციული მედია პლატფორმა, რომელიც ფინანსდება Fundraising-ით, თუ გსურს ჩვენი დახმარება გააკეთე დონაცია ქართულ fundraiser-ზე - DONATE NOW!''

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ

სად არის ახლგაზრდობა? ახალგაზრდობა ანძრევს

ალბათ ყველა ვხედავთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში, ახლგაზრდობა ფაქტიურად არც კი ფიგურირებს და გამქრალია, სად არიან ახალგაზრდები, რომლებიც მუდამ უნდა იყვნენ აქტიურები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე?

16-11-2021 1 წუთი წასაკითხად