14 წლის ნინი - ცოცხლად დამწვარი

“ჩემს სოფელში გოგოდ დაბადება წყევლაა. მხოლოდ გათხოვებაა თავისუფლება. სამუდამოდ ტოვებ მამის სახლს და თუნდაც მეუღლე გცემდეს, იქ აღარასდროს ბრუნდები”

13-02-2021 1 წუთი წასაკითხად

14 წლის ნინი - ცოცხლად დამწვარი

ნინი - 14 წლის გოგო, ქობულეთის სოფელი ქაქუთიდან. 

არსებობს ასეთი წიგნი: ''Souad Burned Alive'' - ''სუადი ცოცხლად დამწვარი’’. რომელიც სუადის სოფლის გოგოების მდგომარეობაზე გვიყვება. სუადი პატარა გოგოა რომელიც პალესტინაში, მდინარე იორდანიის დასავლეთ ნაპირზე მდებარე სოფელში დაიბადა. წიგნი თვითონ სუადის მიერ არის დაწერილი. “ცოცხლად დამწვარი” პირველად 2003 წელს გამოიცა, საფრანგეთში. წიგნი სუადმა საერთაშორისო ფედერაციის “ადამიანთა მიწის” (terre des hommes) თხოვნით დაწერა, რომელიც 10 სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისგან შედგება.

“ჩემს სოფელში გოგოდ დაბადება წყევლაა. მხოლოდ გათხოვებაა თავისუფლება. სამუდამოდ ტოვებ მამის სახლს და თუნდაც მეუღლე გცემდეს, იქ აღარასდროს ბრუნდები”

ამ წიგნის წაკითხვისას სუადის სიბრალულზე, უსამართლობაზე ან პროტესტზე მეტად, ბედნიერების განცდა გეუფლება რომ ამ ყველაფრის ნაწილი არ ხარ. ის შენგან შორს ხდება, პალესტინაში მიყრუებულ სოფელში და გიხარია რომ იმათნაირი არ ხარ. ხედავ სხვა სამყაროს , რომელიც შენი სამყაროსგან განსხვავდება და სადაც არ გინდა რომ იცხოვრო. თუმცა ნინის ისტორიამ დაგვანახა რომ ჩვენც ამ სამყაროში ვცხოვრობთ. 

“… გოგოს მზერა კაცისას თუ შეხვდა, მთელი სოფელი “შარმუტას”, ანუ მეძავს, დაუძახებს.”

იმ სოფელში გაიზარდა, სადაც ქალები ახალდაბადებულ გოგოებს ცხვრის ტყავში ახვევენ და გუდავენ. სუადმა ეს მისი თვალებით დაინახა და მას ეგონა, რომ რადგან მშობლებმა გააჩინეს და სიცოცხლე აჩუქეს, მათვე შეუძლიათ ის წაართვან. მან დაინახა, როგორ მოკლა მისმა უმცროსმა ძმამ, ასადმა , მისი უფროსი და ჰანანი.  თუმცა მას სოფელში ცხოვრებისას პოლიციელი თვალით არ უნახავს, რადგან სოფელი კაცების კანონს ემორჩილეობოდა. იქ დაიბადა, სადაც “ღირსების დანაშაული” მამაკაცებს დანაშაულად არ მიაჩნდათ.

“აქ მამაკაცებისთვის არჩევანი რომ შეეთავაზებინათ, ქალიშვილის დაბადება თუ ძროხა, ისინი ძროხებს აირჩევდნენ.”

ნინისგან განსხვავებით, სუადს მისი მეზობელი შეუყვარდა, რომელიც არწმუნებდა რომ ცოლად მოიყვანდა, მან ეს დაიჯერა და მისგან დაორსულდა, ხოლო როცა ამ ბიჭმა გაიგო ორსულობის შესახებ მიატოვა და სხვა სოფელში წავიდა. ხოლო ნინიზე კი იძალადეს.

აქ იწყება სუადის  ყველაზე მძიმე ისტორია, მანამდე კი მის აუტანელ ყოფაზე წერს, წიგნი თარგმნილია ქართულ ენაზეც. 

ოჯახისთვის მისი ორსულობა სირცხვილი და ღირსების დანაშაული იყო, ამიტომ მათ გადაწყვიტეს მისი მოკვლა. ზუსტად ისეთივე დანაშაული როგორიც ნინის ბაბუასთვის.

ეს საქმე დაევალა სუადის სიძეს. ოჯახი სტუმრად წავიდა და სუადი სახლში მარტო დატოვეს, რა დროსაც მივიდა სიძე, დაიჭირა ბენზინი გადაასხა და დაწვა. 

სოფლის საავადმყოფოში ძლივს გადაარჩინეს, თუმცა მთელი სოფელი მის სიკვდილს ითხოვდა/ელოდა, როგორც '' ღირსების დანაშაულის'' აუცილებელ სასჯელს. 3 დღე დამწვარი მხოლოდ ფორმალურად იყო საავადმყოფოში, ექიმებიც კი ხელს უწყობდნენ მის სიკვდილს და ''მოჩვენებითად'' მკურნალობდნენ. საბედნიეროდ სუადს ერთმა ფრნაგმა ქალმა მიუსწრო ნახევრად მკვდარს საავადმყოფოში, რომელმაც დაიხსნა, გადააფრინა შვეიცარიაში სამკურნალოდ და გადაარჩინა. სამწუხაროდ ნინი ვერავინ გადაარჩინა, 14 წლის გოგო ჯერ ზუსტად სუადივით ''ბენზინით დაწვეს'' და მორალურად გაანადგურეს, ხოლო შემდეგ თვითმკვლელობის გარდა სხვა გზა არ დაუტოვეს.

სუადი საავადმყოფოში ტკივილის გამო სიკვდილს ნატრობდა, ოჯახმა რომ გაიგო მისი გადარჩენის შესახებ, უკვე ჯერ დედამ სცადა მისი მოწამვლა, ხოლო შემდეგ მამამ. 

ბავშვისთვის ეს ყველაზე დიდი ტრაგედია იყო, იგი თავისი თვალით უყურებდა როგორ კლავდა საკუთარი დედა, შემდეგ მამა, მანამდე კი დის ქმარმა როგორ დაწვა.

სუადი ახლა საფრანგეთში ცხოვრობს, რადგან ის გადარჩა, კი არ გადარჩა გადაარჩინეს.

 

 

ნინიც ეგეთ ოჯახში გაიზარდა, ჯერ ზუსტი ისტორია არავინ იცის, მაგრამ რაც ყველამ ვიცით არის ბაბუას ნათქვამი:

- ბავშვმა თავი მოიკლა იმიტომ რომ დანაშაული გამოისყიდა. გააუპატიურება, მსხვერპლის დანაშაულია, ისე როგორც სუადის შემთხვევაში. ვიცით რომ მანამდე  ცემეს ნათესავებმა,  როგორ  შეგვარცხვინე და გაგაუპატიურესო (!!!)

პოლიცია იქაც ფეხებზე იკიდებს ასეთ საქმეებს და აქაც არ აინტერესებს. დეკემბრიდან საქმეა აღძრული. მაგრამ სუადისგან განსხვავებით ნინის საქმე სამართლებრივად უფრო მძიმეა, რადგან ნინიზე იძალადეს, ის ძალით გააუპატიურეს. ნინი დღიურს წერდა სადაც დაწერა - ‘‘ვერ შევძელი ჩემი სიმართლის დამტკიცება’’ , 14 წლის გოგო ამ სიტყვების დაწერის შემდეგ თავს იკლავს. ეს ნამდვილად არის იმაზე დიდი ტრაგედია ვიდრე ''სუადი - ცოცხლად დამწვარი'' თუმცა მაინც გადარჩენილი.

სრული გულგრილება პოლიციისგან, თითქოს ისინიც ისე ფიქრობდნენ როგორც ბაბუა ან ნათესავები, ყველა ადამიანი ვინც ამ ისტორიაში ფიგურირებს,სახელმწიფოს ყველა სტრუქტურა, ისინი ერთნაირად გულგრილები არიან ძალადობის მსხვერპლის, 14 წლის გოგოს მიმართ. 

ყველაზე მთავარი ის არის რომ, ჩვენთანაც ისე უყურებენ გოგოებს, როგორც პალესტინის რომელიღაც სოფელში. აქაც კი უამრავ ადგილას გოგოობა უსაფრთხო არ არის.

ბაბუას ამ ლოგიკაში ნათესავებიც ემთხვევიან. 14 წლის ძალადობის მსხვერპლი ბავშვის წინააღმდეგ. არამარტო ოჯახი მთელი სოფელიც, პოლიციაც კი, მისი გულგრილობით და უმოქმედობით. ''შერცხვენილი'' გოგოს წინააღმდეგ ფეხებზე დაკიდებით მუშაობს. სოციალური მუშაკი, პროკურატურა, მთელი სახელმწიფო სისტემა 14 წლის ნინის წინაშე დამარცხდა. 

ეს უკვე მენტალური დაავადებაა, რომელსაც სისტემურ და საზოგადოებრივ კრახამდე მივყავართ. ეს სახალხო დაავადება, კონკრეტული ჯგუფების დაავადებაა, ასეთი ხალხი და სახელმწიფო სისტემა საშიშია საზოგადოებისთვის, საშიშია ბავშვებისთვის.

ისინი მოძალადეს არ სჯიან, მხოლოდ თვითმკვლელობის შემდეგ მოხდა ძალადობაში ეჭვმიტანილის დაკავება, საქმის აღძვრიდან 2 თვის შემდეგ.

სისტემის და საზოგადოების ეს მდგომარეობა, თვითმკვლელობას პირდაპირ თუ ირიბად აიძულებს 14 წლის ყველასგან მიტოვებულ გოგოს.

ბევრი ალბათ არც კი ფიქრობს რომ მსგავსი რამ ჩვენთანაც ხდება, ზოგადად რომ ხდება მაგასაც არ ფიქრობს, მაგრამ ქალთა და გოგოების რეალური ისტორიები ტრაგედიებით არის სავსე. უამრავი ქალთა ორგანიზაცია მუშაობს ამ საკითხზე, რომელთა გასაჯაროებული ისტორიები გვანახებს ქართველი გოგოების მძიმე ცხოვრებას. უამრავი ძალადობის მსხვერპლი გოგო არსებობს, ისინი ხდებიან ძალადობის მსხვერპლი ასაკით დიდი მამაკაცებისგან. რომელზეც მთელი სოფელი ან საზოგადოება თვალს ხუჭავს და ზოგ შემთხვევაში აქეთ ადანაშაულებს.

სახეზე გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუების სრული კრახი. სახლემწიფოს, კერძოდ ამ სტრუქტურება, ვერ შეძლებს 14 წლის პატარა გოგოს სიცოცხლის დაცვა: სოციალური მუშაკთა სამსახური, სადაც სულ 8 ადამიანი მუშაობს, განათლების სამინისტრო, პოლიცია, პროკურატურა ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ჩავარდა ამ ისტორიაში. არც შემდგომი რეაქციები და შეფასებებია სახელმწიფოს სტრუქტურებიდან დასაიმედებელი.

სუადი დღეს საფრანგეთში ცხოვრობს და იბრძვის ძალადობის მსხვერპლი გოგოების დასაცავად.

''ნინის გამო'' - შეიქმნა ფეისბუქ ჯგუფი, რომელიც 100 დღიან საპროტესტო კამპანიას ითვალისწინებს. თუ გსურთ კამპანიაში ჩართვა გადადით ლინკზე ''ნინის გამო''

 

 

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ

ადგილობრივების ინფორმაციით ყვარელშიც მძარცველი ბადრი ესებუაა

საქართველოს ბანკი უკვე მეორედ მიზანში ამოიღო ბადრი ესებუამ

09-09-2021 1 წუთი წასაკითხად