რატომ დადიოდა სულხან საბა ორბელიანი ევროპაში? უვაქცინობა და საქართველო

საქართველოში ვაქცინის ზუსტი თარიღი დღემდე არ იციან. რა უნდა ვქნათ?

27-02-2021 1 წუთი წასაკითხად

რატომ დადიოდა სულხან საბა ორბელიანი ევროპაში? უვაქცინობა და საქართველო

სულხან საბა ორბელიანი, ნამდვილად ერთერთი უდიდესი ქართველია, ის გარდა მისი შემოქმედებისა, რომლზეც აქ არ ვილაპარაკებთ, წარმატებით ითავსებდა საქართველოს ელჩის როლს. აღკვეცილი ბერი, მეფის თხოვნით ევროპაში შველას ეძებდა. სულხან საბა ორბელიანი დადიოდა ევროპაში და ევროპის ქვეყნებს, საქართველოს დახმარებას თხოვდა. ის შეხვდა საფრანგეთის მეფეს, რომის პაპს და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს. 

სულხან საბა ორბელიანი იყო ერთერთი პირველი ევროპული ღირებულებებით, განვითარებისა და პროგრესის მომხრე საქართველოში. 

დღეს საქართველოც ისეთ დღეშია, როგორც მის დროს. ჩვენ სასწრაფოდ შველა გვჭირდება. ვაქცინა რომელიც პირველს უნდა მიგვეღო და შეიძლება ბოლომ მივიღოთ. იანვარში 11%-იანი ეკონომიკური ვარდნა ჩვენნაირი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ძალიან მძიმე დარტყმაა. იანვარის შემდეგ თებერვალიც გავიდა. ქვეყანა ისეთ მდგომარეობაშია რომ უკვე, ყველა მომდევნო უვაქცინო დღე, წინაზე უფრო ძვირი და დამანგრეველია. 

"მდიდარ ქვეყნებს ნაყიდი და დაბევებული აქვთ უკვე ორჯერ, სამჯერ და ზოგს ხუთჯერ მეტი დოზა, ვიდრე წელს სჭირდებათ საკუთარი მოსახლეობის ასაცრელად" : ამირან გამყრელიძე 27 თებერვალი 2021

დღეს თებერვლის ბოლო დღეა, ხელისუფლებამ მორიგი დაპირება ვერ შეასრულა და ვაქცინა არ არის, არათუ ვაქცინა გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გვითხრა რომ ზუსტი თარიღი ჯერაც არც კი იციან. ეს იმ ფონზე როდესაც მსოფლიოს 103 ქვეყანაში დაიწყო ვაქცინაცია. იმ ფონზე რომ უკვე ჯონსონ & ჯონსონ ვაქცინამაც მოიპოვა ავტორიზაცია. აფრიკის ქვეყანა ომანი, არსებობს ეგეთი ქვეყანა, ომანმაც კი დაიწყო ვაქცინააცია, რომ აღარაფერი ვთქვათ ევროპის ქვეყნებზე, ამერიკის და აზიის. 

რას უნდა აკეთებდეს თანამედროვე სულხან საბა ორბელიანი? - ჯერ დავადგინოთ ვინ უნდა იყოს თანამედროვე სულხან საბა ორბელიანი?  ალბათ სტატუსით და არა პირვონებით, არის პრეზიდენტი ან პრემიერი ან ქვეყნის ლიდერი ან ელჩი ან ქვეყნის წარმომადგენელი? 

სად იყო პრემიერი ბოლოს ვიზიტით ან როდის? ან პრეზიდენტი? ან რამდენჯერ იყვნენ ქვეყნიდან გასულები პანდემიის დროს? პრეზიდენტი ფეისბუქზე დებს ფოტოებს თუ როგორ ისვენებს ტბაზე მელოტა. (მელოტა გარეული იხვის ჯიშია)

ყველა უვაქცინო დღე, ქვეყნის ეკონომიკას უჯდება 16 მილიონი ლარი. დღევანდელ მდგომარეობაში კი უკვე ყველა მომდევნო უვაქცინო დღე უფრო და უფრო ძვირი დაჯდება. 

რას უნდა აკეთებდეს ქვეყნის კარგი ლიდერი, როცა ამდენ ჩვენ მეგობარ ქვეყანას ამდენი დოზა აქვს ნაყიდი? 

- უნდა ჩადიოდეს ყველა იმ ქვეყანაში ვინც შეისყიდა ვაქცინა, პირადად უნდა თხოვდეს მის კოლეგებს თუნდაც 20 000 -50 000 დოზა გვაჩუქონ, მოგვყიდონ, გვაყიდინონ, ეხლა მოგვცენ და ჩვენ რომ მივიღებთ დავუბრუნებთ. შემოიაროს მთელი ევროპა, ყველა ქვეყნის ლიდერს პირდად შეხვდეს, თუ საჭიროა ისე დაელოდოს მისაღებში, როგორც სულხა საბა ორბელიანი საფრანგეთის მეფის მისაღებში იცდიდა. ამას უნდა აკეთებდეს დღეს საქართველოს ლიდერი, რომელიც არ გვყავს, სამწუხაროდ, არც სულხან საბა ორბელიანი გვყავს. 

სულხან საბა ორბელიანი, იყო ქართველი ბერი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ელჩი, პოეტი, მეცნიერების და პროგრესის მოყვარული, მან შექმნა სიტყვის კონა, სიბრძნე სიცრუისა, ის იყო ერთერთი პირველი ვინც საქართველოს ხსნას ევროპაში ეძებდა. 

 

 

სულხან-საბა ორბელიანი - 360

''ლექსიკონის შექმნა, ისეთივე გენიალური კულტურული ფაქტია თუ ადამიანის აზროვნების სრულიად სხვა, ახალი საფეხური, როგორც უძველესი კედლის მხატვრობა, ანბანის შექმნა, გუტენბერგის გამოგონება, კომპიუტერი, ინტერნეტი...''

Helloblog.ge- სტატია სულხან - საბა ორბელიანი - 360 ნოემბერი 04, 2018

სულხან-საბა ორბელიანი თავის წიგნში ''მოგზაურობა ევროპაში'' აღწერს: ევროპაში მისი მოგზაურობის დეტალებს, რომის პაპთან შეხვედრას, სტუმრობას კუნძულ მალტაზე და სხვა.

შეიძინეთ წიგნი ''მოგზაურობა ევროპაში'' SABA reader-ზე სულხან საბა ორბელიანის მოგზაურობა ევროპაში

ევროპაში სულხან-საბა ორბელიანის დიპლომატიური მისიის შედეგები (ნაწყვეტი):

საფრანგეთის “მეფე-მზემ” ლუი XIV-მ სულხან-საბა ორჯერ მიიღო. მეორე მიღების დროს სულხან-საბა ორბელიანი აღჭურვილი იყო რომის პაპისა და პარიზში პაპის _ ნუნციუსის, სარეკომენდაციო წერილებით. ამ დროს ვერსალში უკვე ჰქონდათ: მემორანდუმი საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ, წარდგენილი სულხან–საბას მიერ; ვრცელი მემორანდუმი საქართველო–საფრანგეთს შორის შესაძლებელი ეკონომიკური, პოლიტიკური, სავაჭრო და სამხედრო ურთიერთობის შესახებ, შედგენილი მარსელში სულხან–საბას, დავით მეგრელის, ჟან რიშარის, პიერ დ’არნუს და სხვათა მონაწილეობით და გაგზავნილი მარსელიდან ვერსალში იმავე პიერ დ’არნუს მიერ; საქართველოს რუკა და საქართველოს მეფეების გენეალოგია, წარდგენილი მარსელში სულხან–საბასა და გაგზავნილი ვერსალში პიერ დ’არნუს მიერ. ყოველივე ეს მიუთითებს სულხან–საბა ორბელიანის დიპლომატიური მისიის საფუძვლიანად მომზადებაზე.


 

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ

რატომ გვკიდია ეკლესია?

საქართველოს ეკლესიის გარშემო არ წყდება აზრთა და ფაქტებთა სხვადასხვაობა, მიუხედავად იმისა რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა 80% + მართლმადიდებელია, ეკლესია მაინც გვკიდია. გავარკვიოთ, რატომ?

18-09-2021 1 წუთი წასაკითხად