ილონ მასკის შვილი ურეკავს ჯო ბაიდენს - მამას რაკეტა დააყენეო

ვინ გამოიტანა ჩანაწერები? რატომ აბრალებს ოცნება ნაცებს

07-03-2021 1 წუთი წასაკითხად

ილონ მასკის შვილი ურეკავს ჯო ბაიდენს - მამას რაკეტა დააყენეო

ნოდარ მელაძის გადაცემაში, ყველამ მოვისმინეთ ის ჩანაწერები, რაზეც მთელი საქართველო უკვე 24 საათზე მეტია ლაპარაკობს, ჯერ მარტო ანონსს ქონდა ლამის მილიონი ნახვა.

ჩანაწერების ავთენტურობას გამოძიება ან კერძო ექსპერტიზა დაადგენს, თუმცა უკვე ცხადზე ცხადია რომ ამ ჩანაწერებს ძალიან ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. გადაცემა ჯერ არ იყო დამთავრებული, ოცნების ოფისში ჩატარდა სპეციალური ბრიფინგი, სადაც მამუკა მდინარაძემ ეს ჩანაწერები 10 წლის წინანდელია და ნაცებმა გამოაგდეს ეხლაო.

ამას მოყვა ოცნების პიარ მანქანის ამოქოქვა რომ ეს ჩანაწერები ნაცების გაკეთებულია.

მაგრამ რატომღაც, ოცნების წარმომადგენლები არ ფიქრობენ მთავარ საკითხზე, ნოდარ მელაძის წინა ორ გადაცემაში, ზედიზედ ორჯერ სტუმრად იყო, ქართული ოცნების სუსის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილი, რომელმაც მხოლოდ ინტერვიუებშიც იმაზე მეტს ლაპარაკობს ვიდრე უნდა ლაპარაკობდეს. 

ამ გადაცემის შემდეგ, ნოდარ მელაძე აძრობს პრემიერის, შეფის შვილის და სახელმწიფო დაცვის სასმახურის უფროსის ჩანაწერებს. ამ ყველაფრის შემდეგ ვინმეს ეჭვი უჩნდება რომ ეს ყველაფერი ნაცების დადგმული და ჩანაწერია? 

ჩანაწერის განხილვას არ დავიწყებთ, ყველამ თავისი აზრი გამოიტანა, მაგრამ ქართული ოცნების პოზიცია რომ ეს ნაცებმა გააკეთეს არის თავის მოტყუება და საკუთარი ამომრჩევლისთვის თვალის ახვევა, თითქოს ისევ ნაცების დადგმულია. 

წარმოიდგინეთ, ილონ მასკის შვილი ურეკავ ჯო ბაიდენს და ეუბნება მამაჩემის რაკეტები დააყენეო))) 

პ.ს. ნაცებს და ოცნებას შეუძლიათ მოძებნოთ ცალკე ტერიტორია, ერთად დასახლდნენ და იქ დააყარონ ერთმანეთს, ხოლო ამ ქვეყანას და ამ ქვეყნის მოსახლეობას თავი დაანებონ

პ.პ.ს. ველოდებით სახელმწიფოსგან გამოძიების დაწყებას

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ

ადგილობრივების ინფორმაციით ყვარელშიც მძარცველი ბადრი ესებუაა

საქართველოს ბანკი უკვე მეორედ მიზანში ამოიღო ბადრი ესებუამ

09-09-2021 1 წუთი წასაკითხად