რატომ არ აპროტესტებთ კომენდანტის საათს?

უკვე 1 წელზე მეტია ქვეყანა კომენდანტის რეჟიმით ცხოვრობს და ყოველ დღე უფრო და უფრო იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა ვინც თვლის რომ კომენდანტის საათი სრულიად გაუმართლებელია!

26-03-2021 1 წუთი წასაკითხად

რატომ არ აპროტესტებთ კომენდანტის საათს?

1 წელზე მეტია საქართველოში კომენდატის საათის რეჟიმია დაწესებული. თავიდან მსგავსი მიდგომა გამართლებული იყო, სანამ გავიგებით რა სირთულის ვირუსი იყო, სანამ ვისწავლიდით მის მართვას და მასთან ერთად თანაცხოვრებას, თუმცა 1 წლის თავზე როდესაც მთელმა მსოფლიომ ისწავლა ვირუსთან ერთად ცხოვრება, ადამიანებიც მიხვდნენ რომ კომენდანტის საათი დიდად არაფერს ცვლის.

დავიწყოთ საქართველოს მაგალითით. საქართველო პატარა ქვეყანაა, შესაბამისად ვირუსის გავრცელების მართვაც პატარა ქვეყნისთვის ერთი შეხედვით მარტივი უნდა ყოფილიყო, პირველად ასეც იყო, თუმცა გვახსოვს რა ხდებოდა შემოდგომაზე, სადაც დღეში 5000+ ინფიცირება გვქონდა. 

მაგრამ დღეს კი სულ სხვა სიტუაციაა და ყველა გრძნობს რომ 9 საათზე სახლში გამოკეტვა, აღარ ემსახურება ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლას, მითუმეტეს მაშინ როცა ჩვენ ყოველდღე ვუყურებთ 6-დან 8 საათამდე რა ხდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, როცა ყველა ცდილობს 9-მდე სახლში მისვლა მიასწროს. 

ჩვენ ვხედავთ რა ხდება მეტროში, სამარშუტო ტაქსებში, ავტობუსებში და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ რომ 9 საათამდე ხალხმა მოასწროს სახლში მისვლა. ჩვენ ვსვამთ კითხვას, როდის უფრო ვრცელდება ვირუსი 18:00-21:00 - საათამდე როდესაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასეთი რამ ხდება თუ როცა კომენდანტის საათი ან არ იქნება და ეს ხალხი თავისუფლად შეძლებს ტრანსპორტის განტვირთვას?

ეს ფოტოები გადაღებულია კომენდანტის პერიოდში, შეხედეთ და თვითონ მიხვდით რამდენად გამართლებულია კომენდანტის საათი, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად?

თბილისის მეტრო კომენდანტის საათამდე

 

ეს ფოტო გადაღებულია თბილისის მეტროში, ზუსტად იგივე ხდება სხვა ტრანსპორტშიც და იქნებ ვინმემ თქვას რომ ამ დროს უფრო ნაკლებად ვრცელდება ვირუსი? ან იქნებ ვინმემ თქვას რომ, რომ არ იყოს კომენდანტის საათი საზოგადოებრივ ტრანსპორტში ეს ამბავი იქნებოდა? 

 

ავტობუსის გაჩერება თბილისში

 

თბილისში არაერთი აქცია ჩატარდა კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ, რადგან აქციებზე სულ რამდენიმე ასეული ადამიანი თუ იმყოფებოდა. ჩვენ ვსვამთ კითხვას რატომ არ აპროტესტებს ხალხი კომენდანტის საათს?

ესეც ხომ რაიმე პოლიტიკური მოთხოვნა არ არის? ჩვენ ხომ ვისწავლეთ ვირუსთან ერთად თანაცხოვრება? ხომ არ ვართ მაზოხისტები რომ ძალით ავიკიდოთ ვირუსი? მითუმეტეს უკვე ბევრმა ადამიანმა გადაიტანა ვირუსი, უკვე ვაქცინაციაც დაწყებულია და რაც მთავარია, ის ადამიანები ვინც მუშაობს ღამე და ამ ეკონომიკურ კრიზისში ოჯახებს არჩენს, მათაც კი აღარ აქვთ არანაირი ნერვი შერჩენილი. 

და თუ ეს ასეა, მაშინ რატომ არ გამოდის ხალხი? რატომ არ გამოდიხარ პირადად შენ, ვინც ამ სტატიას კითხულობს, მოგწონს 9 საათზე ციხეში ჯდომა? ხომ ყველა ვხვდებით უკვე რომ კომენდანტის საათი მხოლოდ პოლიტიკური იარაღია, რომელსაც ხელისუფლება მშვენივრად იყენებს და რასაც ჩვენი თავისუფლება ეწირება. 

ჩვენ ვსვამთ კითხვას, იმ ხალხთან ვინც თვლით რომ უკვე ძაან ზედმეტია 9 საათზე სახლში ჯდომა, სად ხართ? მოგწონთ, ეგრე გამოდის??? ხმის ამოუღებლობა ხომ ამას ნიშნავს? იქნებ, ის ხალხი არ მოგწონთ ვინც აქციებს მართავს? თქვენ გამართეთ და ჩვენ შემოგიერთდებით, მაგრამ თუ თქვენც არ მართავთ აქციას, იქნებ იმ ხალხს შეუერთდეთ ვინც ამდენი ხანი ცდილობს ეს ციხე გააპროტესტოს? მაგალითად:

3 აპრილს აქციაა: დაასრულე კომენდანტი რომელსაც ფეისბუქზე უკვე აქვს 10 000-მდე going , აქციას ატარებენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, აქციაზე არ იქნებიან პოლიტიკური პარტიები, აქციაზე იქნება კონცერტი და დაუკრავენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები: 

ამიტომ თუ შენც დაიღალე და აღარ შეგიძლია 9 საათზე ციხეში ჯდომა, მოდი აქციაზე, მოიყვანე შენი მეგობრები, გაავრცელე აქცია, მოიწვიე აქციაზე შენი მეგობრები და ვცადოთ იქნებ იმდენი ვიყოთ რომ ხელისუფლებამ ჩვენი ხმა გაიგოს?

საპროტესტო აქცია ცოცხალი მუსიკით დაიწყება, მთელი ღამის განმავლობაში აქციის მონაწილეებისთვის ქართული ბენდები და ელექტრონული მუსიკის არტისტები დაუკრავენ: 

• Killages
• Loudspeakers
• რეზო და ბავშვები
• St. Nudes
• წერილი
• რობი კუხიანიძე
• შოთა ადამაშვილი
• რეზო კიკნაძის ბენდი

• Skyra
• Boya
• Trotsky
• Frankie Beatnik
• Vasil
• Tobako Tween
• Nio

 

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ

ადგილობრივების ინფორმაციით ყვარელშიც მძარცველი ბადრი ესებუაა

საქართველოს ბანკი უკვე მეორედ მიზანში ამოიღო ბადრი ესებუამ

09-09-2021 1 წუთი წასაკითხად