ინტერვიუ საშვიანთან - საშვიანის თვალით დანახული საქართველო კომენდანტის საათში

უკვე 1 წელზე მეტია ქვეყანა პანდემიის რეჟიმში ცხოვრობს, კომენდანტის საათი კი ორჯერ იყო დაწესებული და ბოლო 6 თვეა მთელი ქვეყანა 9 საათის მერე ციხეში ვსხედვართ

02-04-2021 1 წუთი წასაკითხად

ინტერვიუ საშვიანთან - საშვიანის თვალით დანახული საქართველო კომენდანტის საათში

ჩვენ დავინტერესდით თუ როგორია საშვიანის თვალით დანახული საქართველო, მაშინ როცა მთელი ქვეყანა 21:00-დან 05:00-მდე ფაქტიურად ციხეში ზის. პირველ რიგში გვინდა აღვნიშნოთ და ალბათ ბევრი დაგვეთანხმება, რომ კომენდანტის საათი უკვე ძალიან ზედმეტია და საქართველოს მოსახლეობას დიდ პრობლემებს უქმნის. გარდა გაჩერებული ბიზნესებისა და უმუშევრად დარჩენილი ხალხისა, კომენდანტის საათი გადაადგილების თავისუფლებას ზღუდავს, რაც კონსტიტუციური უფლებაა და არავის აქვს უფლება შეგვიზღუდოს გადაადგილება, თუმცა ... :)

ალბათ უკვე ყველა ვიცით როგორია ციხეში ჯდომა 21:00-დან, მაგრამ ცოტამ თუ იცის როგორია საშვიანის ცხოვრება კომენდანტის საათის დროს, მაშინ როცა მთელი ქვეყანა სახლშია და ერთეულებს აქვს საშუალება გარეთ გასვლის

ვინ არიან ისინი? - პირველ რიგში გასათვალისწინებელია რომ სახელმწიფო ღამითაც მუშაობს, ამიტომ სახელმწიფო სამსახურების ზოგიერთ უწყებებს აქვთ გადაადგილების უფლება, მაგალითად პოლიციელებს, ექიმებს, სხვადასხვა უწყებებს სტანდარტულად, ისე როგორც ყველა ქვეყანაში, თუმცა თვალში საცემია რომ ჩვენთან ქართულ ჯიგრულ პონტში სხვებსაც აქვთ საშვები. არ უნდა გამოგვრჩეს კურიერები, რომლებსაც პანდემიის დასრულებისას აუცილებლად ეკუთვნით დიდი მადლობა, რადგან მათი შრომა ნამდვილად ფასდაუდებელია. 

ჟურნალისტები - სწორედ ჟურნალისტი შევარჩიეთ ჩვენი ინტერვიუსთვის, მათ საშვთან ერთად ძალიან რთული ცხოვრების დღის წესრიგი აქვთ და ხშირად უწევთ ქუჩაში ყოფნა, ამიტომ ჩვენ დავინტერესდით როგორია საშვით ცხოვრება, მაშინ როდესაც მთელი ქვეყანა 21:00-საათის შემდეგ ციხეშია გამოკეტილი: 

ჩვენი რესპოდენტი ერთერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტი და ვიდეო ოპერატორია, რომელსაც ჩვენ რამდენიმე კითხვას დავუსვამთ:

- როგორია გქონდეს გადაადგილების უფლება , მაშინ როდესაც სხვები სახლში არიან გამოკეტილები?

- ადრე თითქოს მიხაროდა რომ მე შემეძლო გარეთ გასვლა, თუმცა დღეს უკვე მეც მომბეზრდა, ვერ ვხვდები ამ რეჟიმში როდემდე უნდა ვიყოთ და უფრო მეტად ვერ ვხვდები ამას ხალხი ამდენ ხანს როგორ ითმენს.

- რა ხდება ქალაქში მაშინ, როცა ყველა სახლშია? 

- ქალაქში ძირითადად სიწყნარეა, ხანდახან ფეხით დავსეირნობ ხოლმე, ხშირად ვხედავ ფანჯრებიდან გადმომდგარ ხალხს, როგორ მიყურებენ, დაახლოებით ციხეში რომ ახლობელს მიაკითხავ და ფანჯრიდან ხელს გიქნევს ეგეთი გრძნობა მეუფლება. ვერ ვხვდები ამ დროს რა უფრო კარგია მე რომ გარეთ ვარ თუ ისინი ციხეში? 

კომენდანტის საათის დროს აივანზე გადმომდგარი მოქალაქეები ფოტო მარიამ დოლიძე

 

- როგორია ცარიელი ქალაქი? 

- ცარიელი ქალაქს მხოლოდ 2 უპირატესობა აქვს, ძალიან სუფთა ჰაერია, რის გამოც ხშირად ვცდილობ ფეხით სეირნობას მაშინ როცა ამ დღეს არ ვმუშაობ ან ადრე ვრჩები სამსახურს, მეორე უპირატესობა სიმშვიდეა, თუმცა ამ პანდემიაში ესეც მოსაწყენია უკვე. არაფერი ჯობია მოძრაობას და თუნდაც ქაოსს, ვიდრე ასე სახლებში გამოკეტილ მთელ ქვეყანას. 

-რას ფიქრობ როგორ ითმენს ხალხი ამდენს?

-ამ კითხვას ჩემ თავს ყოველდღე ვუსვამ, როგორ ვიქნებოდი მე რომ არ ვყოფილიყავი ვიდეო ოპერატორი და მაგალითად ვყოფილიყავი ბანკის მარკეტერი? ან ის ადამიანი ვისაც საშვი არ ეკუთვნის? ალბათ გავრეკავდი, რევოლუციას მოვაწყობდი, ყველაზე მეტად ამ ხალხის მიკვირს, როგორ ჩერდებიან სახლში ამდენ ხანს? სახლსაც ვერ დავარქმევ, მე ამას ციხეს ვეძახი, რადგან ქუჩაში სეირნობისას ფანჯრებიდან გადმომდგარი ადამიანები, სხვა არაფერია ვიდრე ციხეში მყოფი პატიმრები, თან მაშინ როცა დანაშაული არ ჩაგიდენია

-პანდემია და ვირუსის გავრცელებას ხელს უშლის კომედანტიო, დღესაც გვითხრეს ევროპაშიც ეგრეაო

-კი, ევროპაშიც ეგრეა, მაგრამ ევროპაში ხომ ამ ხალხს ვისაც მუშაობის უფლებას უზღუდავენ 200 ლარს აძელევენ? ვირუსის გავრცელებას რაც შეეხება, ჩვენ მოვამზადეთ სპეციალური სიუჟეტი, სადაც კარგად ჩანს როდის ვრცელდება ვირუსი და ეს არა 21:00-ის მერეა, არამედ 9 საათამდე, მაშინ როდესაც მეტრო, ავტობუსი და სამარშუტო ტაქსები გადატენილია რომ ხალხმა 9მდე სახლში მიასწროს, სწორედ აქ ვრცელდება ვირუსი ყველაზე მეტად და ეს არ მესმის, რადგან ხომ არ იქნებოდა ასეთი ჭყლეტვა საზ. ტრანსპორტში მაშინ, თუ არ ექნებოდა ამ ხალხს 21:00-მდე სახლში მისვლა მისასწრები

-ხვალ, 3 აპრილს აქციაა, რას ფიქრობ გამოვა ხალხი?

-ხალხი არვიცი გამოვა თუ არა, მე რაც ვიცი ის არის რომ, მე რომ საშვი არ მქონოდა აქამდე ალბათ პარლამენტის წინ თავს ჩამოვიხრჩობდი, აღარ არსებობს არანაირი გამართლება კომენდანტის საათის, მაშინ როცა მთელმა მსოფლიომ ისწავლა ვირუსთან თანაცხოვრება, ჩვენც ხომ გიჟები არ ვართ ძალით დავიმართოთ ვირუსი, არ დავიცვათ წესები. თუმცა ვთვლი რომ უსაშვო ადამიანები ცოტა შეეგუენ, თითქოს აეწყვნენ ამ გრაფიკზე და ვითომც არაფერი. 

-რას ფიქრობენ შენი მეგობრები? 

-ჩემი მეგობრებიც უკვე ეკლებზე სხედან, ფაქტიურად ყველას დეპრესია და მოწყენილობა აქვს, გარდა სამუშაოების დაკარგვისა, მათთვის თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა ყველაზე დიდი დარტყმაა, მაგრამ არც ისინი იღებენ ხმას, რომ ვეკითხები ხმას რატომ არ იღებენ პასუხი არ აქვთ, მე რომელსაც საშვი მაქვს, მე მომბეზრდა უკვე ასე ყოფნა, არცერთი აქცია არ ჩამიგდია კომენდანტის მოხსნაზე, სხვათაშორის იქ საშვიანი უფრო მეტი იყო ვიდრე უსაშვო

-და მაინც რას ფიქრობ, რამდენ ხანს მოგვიწევს ასე ყოფნა?

- ვფიქრობ რომ ყველა სამართლებრივი, ეკონომიკური თუ კონსტიტუციური არგუმენტი უკვე კომენდანტის მოხსნისკენ არის, ასევე პანდემიური არგუმენტებიც, უამრავმა უკვე გადაიტანა, აცრებიც დაიწყო, რაც მთავარია ვისწავლეთ ვირუსთან თანაცხოვრება, მე ვეღარ ვხედავ ვერანაირ მიზეზსს კომენდანტის საათის დატოვებისა, ვფიქრობ საჭიროა ამ ყველაფრის ახსნა საზოგადოებისთვის და რაც მთავარია შემდეგ ხელისუფლებისთვის.

ჩვენ უნდა ავწონოთ არგუმენტები და შევადაროთ, ერთ მხარეს დგას ვირუსის გავრცელება, მეორე მხარეს კი ადამიანი და სახელმწიფო. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, სადაც უკვე ბევრმა გადაიტანა ვირუსი, უფრო ბევრმა ისწავლა ვირუსთან ერთად ცხოვრება, კიდევ უფრო მეტმა გაიგო თუ რა საშიშია ვირუსი, რადგან ჩვენ დავკარგეთ უამრავი ახლობელი და ჩვენთვის საყვარელი ადამიანი, რაც იმას ნიშნავს რომ ჩვენ საკუთარ თავებს და რეკომენდაციებს ვიცავთ, ასევე ამ მხარეს დგას ეკონომიკა, როცა ჩვენ ვუზღუდავთ ხალხს მუშაობის უფლებას და გადაადგილების უფლებას, ეს ადამიანები მეტს ვეღარ უძლებენ, ამიტო ვფიქრობ რომ ყველა მაჩვენებელი დღეს კომენდანტის საათის მინიმუმ გადაწევაზე მაინც უნდა იყოს საუბარი. 

-რატომ მიდიხარ ხვალ აქციაზე? 

-პირველ რიგში იმიტომ რომ ვთვლი რომ უკვე კომენდანტის საათი არასწორია, მეორე იმიტომ რომ მეც მომბზერდა ასე ყოფნა, მესამე იმიტომ რომ მინდა მაგალითი მივცე იმ ადამიანებს ვინც სახლში ზის და თითქოს პატიმარივით მისჯილ წლებს ეგუება, მე არ წავიდოდი ამ აქციაზე რომ მეფიქრა 1 არგუმენტი მაინც იყოს კომენდანტის სასარგებლოდ, რადგან ყველამ ვნახეთ ჩვენი ექიმების თავდადება, თუმცა ვთვლი რომ ამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და ახლა ყველა არგუმენტი იქითკენ არის რომ ეს სასჯელი უნდა დასრულდეს და დასრულდეს რაც შეიძლება მალე!

 

ხვალ 3 აპრილს, 18:00-ზე პარლამენტის წინ მასშტაბური აქცია გაიმართება, სახელწოდებით დაასრულე კომენდნატი 

 

მარში დაიწყება 3 აპრილს, 17:00 საათზე, შემდეგ ლოკაციებზე:
• ვასო გოძიაშვილის (წითელი) ბაღი - “სირცხვილია”
• ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი - “სოცაფეთქება”, “დროა”
• ვაკის პარკი - “გირჩი”

• მსვლელობები ერთმანეთს შეუერთდება ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე და საერთო მსვლელობით მივალთ პარლამენტის წინ, 18:00 საათზე.
• 21:00 საათზე პარლამენტის წინ, კიდევ ერთხელ, დემონსტრაციულად დავარღვევთ კომენდანტის საათს.
• საპროტესტო აქცია ცოცხალი მუსიკით დაიწყება, მთელი ღამის განმავლობაში აქციის მონაწილეებისთვის ქართული ბენდები და ელექტრონული მუსიკის არტისტები დაუკრავენ:

• Killages
• Loudspeakers
• რეზო და ბავშვები
• St. Nudes
• წერილი
• რობი კუხიანიძე
• შოთა ადამაშვილი
• რეზო კიკნაძის ბენდი

• Skyra
• Boya
• Trotsky
• Frankie Beatnik
• Vasil
• Tobako Tween
• Nio

• ღამის განმავლობაში, აქცია უზუნველყოფილი იქნება ყველა საჭიროებით: საკვები, სასმელი, გათბობა, ბიოტუალეტები და ა.შ.

 

 

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ

ადგილობრივების ინფორმაციით ყვარელშიც მძარცველი ბადრი ესებუაა

საქართველოს ბანკი უკვე მეორედ მიზანში ამოიღო ბადრი ესებუამ

09-09-2021 1 წუთი წასაკითხად