კვლევა: მოსახლეობის 70% არცერთ კვლევას არ ენდობა

რამდენიმე თვეში ერთხელ სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციები საკუთარი კვლევვის შედეგებს ასაჯაროებენ ხოლმე. ჩვენ დავინტერესდით რამდენად ენდობა საზოგადოება კვლევებს

05-04-2021 1 წუთი წასაკითხად

კვლევა: მოსახლეობის 70% არცერთ კვლევას არ ენდობა

მაგალითად დღეს, 5 აპრილს (2021), დაიდო IRI-ს კვლევები, სადაც სხვადასხვა პოლიტიკურ თუ სოციალური საკითხებზე მოსახლეობის შეხედულებები გაგვაცნეს. 

საქართველოში დიდი ხანია რამდენიმე ძირითადი კომპანია (IRI, NDI და ა.შ.) ატარებს კვლევებს, მათი შედეგები კი ხშირად ბევრისთვის დაუჯერებელია ხოლმე. 

მაგალითად: დღევანდელი გამოკითხვიდან ჩვენ ვგებულობთ რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი ენდობა ტვ იმედს და მთავარ არხს - როგორ შეიძლება ენდობოდე ან ერთს ან მეორე არხს, როცა ყველამ ვიცით რომ ორივე არხი ინფორმაციას მინიმუმ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე გვიფუთავს? ნდობა ხომ ნიშნავს იმ ინფორმაციის დაჯერებას, რასაც ეს ორი ტელევიზია გადმოსცემს, თუმცა აქ შეიძლება კითხვაშია შეცდომა, კითხვა უნდა იყოს რომელ ტვ-ს უყურებთ ყველაზე ხშირად. მაგრამ თუ მაინც ნდობაზე მიდგა საქმე, ამ სტატიის წამკითხველები ხომ მაინც არ ენდობით არცერთ არხს))) 

როგორ ტარდება კვლევები? კველვები ტარდება 1500 ადამიანში, ან ცოტა მეტში ხოლმე. რამდენად სანდოა, ეს ცალკე სოციოლოგიური კვლევების და მეთოდოლოგიის საკითხია, რასაც მთელი მსოფლიო იზიარებს, მაგრამ ჩვენ გვავიწყდება რომ ვცხოვრობთ საქართველოში, სადაც მსოფლიო წესები არ მოქმედებს და ყველაფერი უკუღმართი გვაქვს. ფაქტიურად სხვა ქვეყანაში თუ აზრის გასაგებად საჭიროა 1500 ადამიანი, ჩვენთან უნდა ავიღოთ 15000 ადამიანი, რადგან ჩვენისთანა მრავავალფეროვანი სოციალური ჯგუფებით სავსე, საკუთარი მრავალფეროვანი შეხედულებების მქონე ერი, ალბათ არ არსებობს, ამიტომ 1500 ადამიანის გამოკითხვით ძალიან რთულია რომ მიხვდე რა გვინდა ერს

ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, სადაც რესპოდენტებს ვკითხეთ ენდობიან თუ არა ჩატარებულ კვლევებს, გამოკითხული 10 რესპოდენტიდან 7-მა გვითხრა რომ არ ენდობა არცერთ კვლევას)) ამ 10 კაციანი კვლევით იმის თქმა გვინდა, რისიც სხვა ორგანიზაციებს 1500 ადამიანის კვლევით, და დარწმუნებულები ვართ 1500 ადამიანშიც იგივე შედეგი დაიდებოდა, თუ არა გჯერათ კითხეთ თქვენ ნაცნობ 10 ადამიანს

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ

ადგილობრივების ინფორმაციით ყვარელშიც მძარცველი ბადრი ესებუაა

საქართველოს ბანკი უკვე მეორედ მიზანში ამოიღო ბადრი ესებუამ

09-09-2021 1 წუთი წასაკითხად