რატომ არ აიცრა ანტუნიი? პრემიერის კორონა და ჩავარდნილი ვაქცინაცია

ვაქცინაცია ჩავარდნა, სამწუხაროა მაგრამ ეს უნდა ვაღიაროთ და ამ მოცემულობიდან დავგეგმოთ შემდეგი ნაბიჯები

06-04-2021 1 წუთი წასაკითხად

რატომ არ აიცრა ანტუნიი? პრემიერის კორონა და ჩავარდნილი ვაქცინაცია

ჩვენ ვნახეთ რომ ყველა ქვეყანაში, ერთერთი პირველები, ქვეყნის ლიდერები იცრებიან, რითიც ისინი საკუთარ მოსახლეობას მაგალითს აძელევენ, ასევე ანახებენ რომ ვაქცინა უსაფრთხოა და რაც ყველაზე მთავარია, ერთადერთი იარაღია პანდემიის დასრულებისთვის. 

საქართველოში ვაქცინაცია უკვე 1 თვეა მიმდინარეობს, 1 თვის განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ და დაახლოებით 8000 ადამიანი ავცერით. ეს არის ზღვაში წვეთი, გინდა აცრილა ეს ხალხი გინდა არა, მათი აცრა ვირუსის გავრცელების ფართო სურათში არაფრის მომცემია, გარდა მათი პიროვნული დაცულობისა. სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ რომ ვაქცინაცია დღეს ქვეყანაში ჩავარდა. რატომ ჩავარდა?

ხელისუფლება ცხადია ამასაც სხვებს დააბრალებს, ცხადია ეპიდემიოლოგებიც ხალხს დააბრალებს რომ მოვეშვით და დავიკიდეთ რეკომენდაციები, ოკ, შეიძლება იყოს ამაში სიმართლის მარცვალი, მაგრამ სად არის თვითონ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა?

ჩვენ ვნახეთ რომ ძლივს ვიშოვეთ ფაიზერის 30 000 ვაქცინა, ასევე ასტრაზენეკას ვაქცინა, რომლითაც მაინდამაინც ჩვენთან მოკვდა 27 წლის ექთანი მეორე თუ მესამე დღეს ვაქცინაციის დაწყებიდან, ქვეყანაში სადაც მიდის გიჟივით ანტივაქს კამპანია, არცერთი საჯარო მოხელე არ აცრილა გარდა პრეზიდენტისა, რომელმაც ამდენი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ გადადგა სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და საჯაროდ აიცრა. 

მაგრამ არ აიცრა სხვები, ჯანდაცვის მინისტრიც დიდი ზეწოლის შემდეგ აიცრა, ჩვენ ვსვამთ კითხვას, რატომ ჩავარდა ვაქცინაცია და ვისი ბრალია?

ქვეყანაში გაქანებული ანტივაქს კამპანიის ფარგლებში, სახელმწიფო არაფერს (ვერ ვიტყვით რომ ვერაფერს) უპირისპირებს. სად არიან საჯარო მოხელეები? რატომ არ აიცრა პირველი პრემიერი? რატომ არ აიცრა ქვეყნის ლიდერები? დღეს ვნახეთ რომ პრემიერი ღარიბაშვილი კორონა ვირუსით დაინფიცირდა და რას ფიქრობს ის ხალხი ვინც ამ ყველაფერს ისედაც სკეპტიკურად უყურებს. 

დღეს ამირან გამყრელიძემ თქვა რომ დღეში 3000 ადამიანი უნდა ავცრათო, ერთი წლის განმავლობაში 2 მილიონი ადამიანის, ანუ მოსახლეობის სადღაც 53%-ის 2-ჯერ ასაცრელად, გვჭირდება დღეში არანაკლებ 11 ათასი აცრა.

დღეში 3 ათასის ტემპით ორჯერ ავცრით ნახევარ მილიონზე ოდნავ მეტ ადამიანს და როცა აცრას 547,500-ე ადამიანი გაიკეთებს, მის შემდეგ რიგში არა ვინმე ახალი, არამედ ის ტიპი იდგება, ვისაც პირველს გაუკეთეს, რადგან ვაქცინის მოქმედებას ვადა ექნება გასული.

ეს ნიშნავს რომ ჩვენ კიდე წლები ვერ დავასრულებთ პანდემიას, ვიცხოვრებთ შეზღუდვებში და ვიცხოვრებთ კომენდანტის საათით და იმის შიშით რომ ამირან გამყრელიძე გამოვა და გვეტყვის რომ მომავალი 3-4 კვირა უნდა გავიჭირვოთ. 

სად არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა? 

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ

კომენდანტის საათი ბრუნდება ნოემბრიდან

კორონავირუსის მომატებულმა შემთხვევებმა საკოორდინაციო საბჭოში დამატებით შეზღუდვების შემოღებაზე დაიწყეს მსჯელობა. ერთერთ ვარიანტად განიხილება კომენდანტის საათი

12-10-2021 1 წუთი წასაკითხად