ვინ არიან გალელი ქართველები, რატომ უწევთ გადმოპარვა და რატომ ვექცევით ცხოველებივით?

დღეს 4 ადამიანი დაიხრჩო მდინარე ენგურში, იმის გამო რომ ზუგდიდში გადმოპარვას ცდილობდნენ.

07-04-2021 1 წუთი წასაკითხად

ვინ არიან გალელი ქართველები, რატომ უწევთ გადმოპარვა და რატომ ვექცევით ცხოველებივით?

ალბათ ყველას გვესმის ხოლმე გალის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რომ ცდილობს გადმოსვლას, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, მაშინ როცა ენგურის ხიდი ჩაკეტა რუსულმა მხარემ 2020 წლის მარტში. 

ბევრმა ალბათ არ იცის, ვინ არის გალის მოსახლეობა და რატომ გადმოდიან ისინი სამეგრელოში და რა გზის გავლა უწევთ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსასვლელად და ზოგადად რა უნდათ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ვეცდებით მარტივად აგიხსნათ. 

 

გალი, ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე, ეთნიკური ქართველებით დასახლებული ყველაზე დიდი რაიონია. გალი არის ქალაქი სადაც შედის რამდენიმე სოფელი, ასევე ქართველებით დასახლებულები. ისინი იმყოფებიან გაუსაძლის პირობებში, აფხაზური და რუსული მხარისგან მუდამ განიცდიან შევიწროებას სხვადასხვა საკითხებში, როგორც ეთნიკური ნიშნით ისე ეკონომიკური თუ სხვა. 

გალის რაიონში ცხოვრება ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მძიმე და რთულია, ისინი ტვირთია როგორც აფხაზეთის არ აღიარებული მთავრობისთვის, ისე ჩვენი ხელისუფლებისთვის. 

წარმოიდგინეთ მათი ცხოვრება, გალში და მიმდებარე სოფლებში ისინი შევიწროებას განიცდიან რუსი ჯარისკაციებისგან, აფხაზი ხელისუფლებისგან და ეს ყველაფერი არ არის, მათ ხშირად უწევთ საქართველოში გადმოსვლა, რა არის ამის მიზეზი? ისინი გადმოდიან ხან სასწავლებლად, ხან სამუშაოდ, უფრო ხშირად კი პენსიის ასაღებად, სამკურნალოდ და პროდუქტების საყიდლად ან სხვა საჭირო ნივთების საყიდლად. 

შარშან მარტში, აფხაზეთის სეპარატისტულმა ხელისუფლამ პანდემიის გამო, მიიღო გადაწყვეტილება ენგურის ხიდის ჩაკეტვის, რითაც გალის მოსახლეობას უდიდესი დარტყმა მიაყენა. თუმცა ეს ოფიციალური ჩაკეტვა იყო, ხოლო იქიდან გადმოსვლა მაინც ხერხდებოდა. ეს აფხაზებმაც ძალიან კარგად იციან, ისინი ფულის სანაცვლოდ ადგილობრივ მოსახლეობას აძლევენ ნებას გადმოიპარონ, ან მესაზღვრეების მოსყიდვა ხდება, ან ნაცნობობით ან სხვადასხვა შეთანხმებების საფუძველზე, ან იპარებიან, მაგრამ მთავარი აქ არის ის რომ, ისინი მაინც გადმოდიან, თუმცა გართულებულად. 

ნახეთ ვიდეო, თუ როგორ იპარებიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ამ ვიდეოში კარგად ჩანს ის გაუსაძლისი პირობები, რაშიც ჩვენ ძმებს უწევთ ყოველდღიური ცხოვრება.

 

 

წარმოიდგინეთ, ადამიანებს რამდენი რამის გავლა უწევთ რომ ზუგდიდის ბაზარში იყიდონ პროდუქტები, აფთიაქში წამალი, პენსია აიღონ ან ნათესავები მოიუნახულონ. 

ამ ყველაფერს კი ჩვენ რითი ვპასუხობთ? ნებისმიერი გადმოპარულ ადამიანს საქართველოს ხელისუფლება უშვებს 5 დღიან კარანტინში, წარმოიდგინეთ ამ ყველაფრის გავლის შემდეგ როცა 1 საათის საქმე გაქვს ზუგდიდში, ჩვენები იჭერენ და უშვებენ 5 დღით კარანტინში რომ შეამოწმონ აქვთ თუ არა კოვიდი. 

წარმოიდგინეთ, ეს არის ხელისუფლების მხრიდან დამატებითი გართულება, მოგონილი სიგიჟე, რითიც ამ ადამიანებს არათუ არ ვაღიარებთ ქართველებად, არამედ არ ვაღიარებთ ადამიანებად, ისინი არიან ცხოველები, რომლებიც შეიძლება ვირუსი მატარებლები იყვნენ, ამიტომ მიუხედავად სიცოცხლის სასწორზე დადებისა, ჩვენ მათ მაინც ვიჭერთ და ისედაც ურთულეს ცხოვრებას უფრო ვურთულებთ, ფაქტიურად წაქცეულზე წიხლს ვურტყამთ და ბოლომდე ვანადგურებთ. 

ერთი წელია, გალის მოსახლეობა, არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვადასხვა პირები, ხელისუფლებას თხოვს მოხსნას 5 დღიანი კარანტინი ამ ადამიანებისთვის. შემოიღოს სწრაფი ტესტები, PCR ტესტები, ან რამე, რაც მათ ცხოვრებას შეუმსუბუქებს, თუმცა ხელისუფლებას ეს ამბავი სულ ფეხებზე კიდია. 

დღეს კი გაუგონარი ტრაგედიის მოწმეები გავხდით, 4 ადამიანი დაიხრჩო მდინარე ენგურში, როცა ისინი ცდილობდნენ ამ ყველაფრის ასაცილებლად გადმოპარვას. 

ეს არ არის პირველი შემთხვევაა, თუმცა იქნებ გახდეს უკანსაკნელი? ამისთვის ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი რომ ეს 5 დღიანი კარანტინი მოხსნას, ჩვენ მათ უნდა მოვეპყრათ ადამიანებივით და არა ცხოველებივით. 

და ბოლოს, ყველას გვახსოვს პოზნერის ვიზიტი საქართველოში როგორც დასრულდა, გვახსოვს რომ არა თუ კარანტინი, ეგრევე რესტორანში საქეიფოდ გაუშვეს, მაგრამ აქ პოზნერი მხოლოდ ერთი რამით გვინდა ვახსენოთ, მას ნათქვამი აქვს რომ აფხაზეთი არასდროს დაბრუნდება საქართველოში, რადგან ქართველები აფხაზებს ისე ექცეოდნენ როგორც მაიმუნებს! 

და ჩვენ როგორ ვექცევით ჩვენ მოსახლეობას?

 

 

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ

ვინ არიან გალელი ქართველები, რატომ უწევთ გადმოპარვა და რატომ ვექცევით ცხოველებივით?

დღეს 4 ადამიანი დაიხრჩო მდინარე ენგურში, იმის გამო რომ ზუგდიდში გადმოპარვას ცდილობდნენ.

07-04-2021 1 წუთი წასაკითხად