ნამახვანს კი, ანაკლიას არა - ხელისუფლება პროტესტის გაშავებას იწყებს

ხელისუფლებისთვის პროტესტის გაშავება წლებია უკვე პროფესიულ საქმიანობად იქცა, ისინი ამ საქმეში უკვე პროფესიონალები არიან

15-04-2021 1 წუთი წასაკითხად

ნამახვანს კი, ანაკლიას არა - ხელისუფლება პროტესტის გაშავებას იწყებს

საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ყველა პროტესტს, ხელისუფლება საშინელ შავ პიარს უპირისპირებს, რითიც ცდილობს ეს პროტესტი ჩაახშოს, ხშირ შემთხვევაში ეს ძალიან კარგად გამოსდის, რადგან ხელისუფლებისთვის მარტივია პროტესტს სხვადასხვა იარლიკი მიაწებოს. 

სტატიის ბოლოს მოგიყვებით იმ შესაძლო სცენარებზე რასაც ხელისუფლება დაუპირისპირებს ნამოხვანის პროტესტს და ეცდება მის გაშავებას. 

დავიწყოთ როგორ ხდება პროტესტის გაშავება, სულ სამი ან ოთხი მეთოდია და ამ მეთოდებს უპირისპირებს ხელისუფლება ყველა პროტესტს. 

მაგალითად: ეგენი ნაცები არიან, ეგენი ბარიგები და ნარკომანები არიან, ეგენი რუსეთის აგენტები არიან. ეს სამი მეთოდი არის რითაც ხელისუფლება ცდილობს სხვადასხვა აქციები გააშავოს. ასევე პროვოკაციების მოწყობა, გადაცმული აგენტების მეშვეობით, ვითომ აქციის მონაწილეების სახელით. 

მაგალითად, ჩვენ გვახსოვს საერთო სახალხო პროტესტი ზაზა სარალიძის ხორავას საქმეზე, სადაც 2-3 დღე უამრავი ადამიანი მოდიოდა აქციაზე, საბოლოოდ ხელისუფლებამ მხოლოდ მაშინ შეძლო აქციის გაშავება როცა ის ''ნაცებს'' შეტენა, ამის შემდეგ აქციები თითქმის განახევრდა და საბოლოოდ ეს მუხტიც მოკვდა. 

ჩვენ გვახსოვს ბასიანის და ღამის კლუბების დარბევები, სადაც ხელისუფლებამ ვეღარ დააბრალა ნაცობა, რადგან ყველას თვალწინ ნაციონალების ლიდერები აქციიდან გააგდეს, ხელისუფლებას ბევრი არ უფიქრია და უკვე აქციას ნარკომანობა და ბარიგობა დააბრალა. მიუსია ქართული მარში და მსგავსი ტიპები და მოხდა დაპირისპირება. მსგავსს უნდა ველოდოთ ნამოხვანშიც. ჩვენ ვხედავდით პოსტ ტვ-ს და ტვ იმედის სიუჟეტებს, ტროლების და ბოტების სრულ მობილიზებას, თუმცა მიუხედავად ამისა პირველად ისტორიაში, შსს მინისტრმა აქციაზე ბოდიში მოიხადა. 

 

 

ჩვენ გვახსოვს 20 ივნისი, სხვადასხვა აქციები, ყველას ხელისუფლება უპირპისრებს ნაცნობ მოდელებს, ან ნაცობას აბრალებს ან ბარიგობას, საკუთარი ტროლ ბოტებისა და მედიების მხარდაჭერით ცდილობს საერთო სახალხო პროტესტის გაშავებას. ახლა ვხედავთ 170 დღიან უწყვეტ პროტესტს ნამოხვანჰესის წინააღმდეგ, მიუხედავად ნიჰილიზმით სავსე ქვეყანაში, ამ უწყვეტმა პროტესტმა, მათი მშვიდობიანი მოთხოვნებით და გაუტეხლობით, მოიპოვა საერთო სახალხო მხარდაჭერა, რასაც ხელისუფლება ჯერჯერობით ვერაფერს უპირისპირებს. 

 

 

თუმცა, უკვე შეიმჩნევა ხელისუფლების მცდელობები აქციის გაშავებაში. მაგალითად ჩვენ ვნახეთ ტვ იმედის სიუჟეტები, სადაც საუბრობენ რომ აქციას მხარს უჭერენ კანონიერი ქურდები, აქციაზე იღებენ ალკოჰოლს, ჩვენ ვნახეთ რომ ქუთაისშ დაიჭირეს ვიღაც ნარკოტიკებზე და სამთავრობო მედიებმა გააშუქეს რომ, დაიჭირეს ნამოხვანის აქტივისტი. 

მიუხედავად ამისა, პროტესტს უფრო და უფრო მეტი ადამიანი უჭერს მხარს, მიუხედავად იმისა მხარს უჭერს თუ არა ჰესის აშენებას, ეს ხალხი მხარს უჭერს და სოლიდარობას უცხადებს იმ 5 ადამიანს, ვინც 170 დღეა უწყვეტად აპროტესტებს. სოლიდარობას უცხადებენ რიონის ხეობის მცველებს, რადგან ხელისუფლება ცდილობს მათ დაჩაგვრას, ცდილობს ზევიდან ყურებას, კედლების აღმართვას, კარვების დაშლას, შეხვედრებიდან გარბიან და ა.შ.

რას დაუპირისპირებს ხელისუფლება ამ პროტესტს, რთული გამოსაცნობი არ არის:

  1. რუსული თამაში - ჩვენ ვართ ენერგოდამოკიდებულები და გვინდა ვიყოთ ენერგოდამოუკიდებლები, ამიტომ ჰესი აუცილებლად გვჭირდება და ვინც ამას ეწინააღმდეგება რუსულ თამაშს თამაშობს. უკვე წავიდა მსგავსი მესიჯები, ჩვენ ვხედავთ როგორ ლაპარაკობენ რომ აი უკრაინაში ომის საშიშროების ფონზე, როგორ შეიძლება ქვეყნის პიკეტირება და ა.შ. მაგრამ აქაც ხელისუფლებას ავიწყდება ერთი და მთავარი - თუ ეს ჰესი არ არის კორუფციული გარიგებით დაწყებული და არ არის ქართული ინტერესების წინააღმდეგ, მაშინ სად იყო ხელისუფლება როცა ანაკლიის პორტი ჩაშალა?

ანაკლიის პორტი ხომ ასჯერ უფრო მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის? იგივე სურვილი რომ ქონოდა ანაკლიასთან მიმართებაში, აქამდე ხომ 9 პორტს ავაშენებდით? ხოდა ასეა ეს საკითხი, ვერ მიაწებებენ რუსულ თამაშს, რადგან რუსული თამაში იყო ანაკლიის ჩაშლა. 

ხელისუფლება განწირულია ამ პროტესტში და მოუწევს ხალხის აზრის გათვალისწინება, მოუწევს რიონის ხეობის მცველებისთვის პასუხების გაცემა და მოუწევს დაინახოს რომ ამ ხალხს მარტო არავინ დატოვებს. 

 

ველით აქციის გაშავებას ტვ იმედისგან, პოსტ ტვ-სგან, ბოტებისგან ტროლებისგან სამი მიმართულებით:

  1. რუსული თამაში
  2. ბარიგები ნარკომანები ლოთები
  3. ნაცები, ევრო ნაცები, გეები
  4. პროვოკაციების მოწყობა. აქციის ორგანიზატორები 170 დღე არიან მშვდიბიანები და ამას ამბობენ. უკვე დაფიქსირდა ერთი გადაცმული აგენტის პროვოკაცია, ვითომ აქციის მონაწილეს სახელით. ასევე უნდა ველოდოთ ქართულ მარშებს და სხვა აგრესიულად განწყობილ ჯგუფებს, რომლებიც ითამაშებენ ხელისუფლების თამაშს და ეცდებიან მაქსიმალურად გაამწვავონ სიტუაცია

თუმცა უკვე ყველაფერი ნათელია, რადგან რიონის ხეობის მცველები იცავენ საკუთარ მიწას და ითხოვენ კითხვებზე პასუხს!

 

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ

ადგილობრივების ინფორმაციით ყვარელშიც მძარცველი ბადრი ესებუაა

საქართველოს ბანკი უკვე მეორედ მიზანში ამოიღო ბადრი ესებუამ

09-09-2021 1 წუთი წასაკითხად