საქპატენტის თავჯდომარე მოხსნეს

საქპატენტის თავჯდომარე მინდია დავითაძე პრემიერ მინისტრის სპეციალური გადაწყვეტილებით მოხსნეს დაკავებული თანამდებობიდან

10-06-2021 1 წუთი წასაკითხად

საქპატენტის თავჯდომარე მოხსნეს

სანდო წყაროზე დაყრდნობით, ინფო საქართველომ მოიპოვა ცნობა რომ საქპატენტის თავჯდომარე მინდია დავითაძე როგორც იქნა მოხსნეს. 

ალბათ ყველას გაგიჩნდებათ კითხვა, რატომ ''როგორც იქნა'' ? იმიტომ რომ მინდია დავითაძე უკვე რამდენიმე თვეა უკანონოდ იყენებდა საკუთარ უფლებამოსილებას საკუთარი თანამშრომლის წინააღმდეგ. 

 

ომბუდსმენმა საქპატენტის თანამშრომლის შრომის უფლების უკანონო შეზღუდვა დაადგინა

ასევე შრომის ინსპექციამ დაადგინა ირაკლი კასრაძის უფლებების დარღვევა მინდია დავითაძის მხრიდან. 

რა მოხდა?

საქპატენტის ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი კასრაძე მისივე სამსახურის ხელმძღვანელს უკანონო დავალებების მიცემაში ადანაშაულებს. მან უკვე მიმართა პროკურატურას და სახალხო დამცველს.

საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა საქპატენტის ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი კასრაძის შრომის უფლებების უკანონო შეზღუდვა. კასრაძე ამბობდა, რომ ხელმძღვანელი მისგან მთავარი არხის რეგისტრაციის გაჭიანურებას ითხოვდა.

"პირველი გამარჯვება ჩემს საქმეზე. სახალხო დამცველმა გამოიტანა გადაწყვეტილება, რითიც დადგინდა ჩემი შრომის უფლების უკანონო შეზღუდვა. საქპატენტის თავმჯდომარის უკანონო ქმედებებზე, წინ კიდევ გამოძიება და ორი სასამართლოა", — წერს კასრაძე.

 


 

 

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ

სად არის ახლგაზრდობა? ახალგაზრდობა ანძრევს

ალბათ ყველა ვხედავთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში, ახლგაზრდობა ფაქტიურად არც კი ფიგურირებს და გამქრალია, სად არიან ახალგაზრდები, რომლებიც მუდამ უნდა იყვნენ აქტიურები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე?

16-11-2021 1 წუთი წასაკითხად