13 აგვისტოს პატრიარქი საჯაროდ აიცრება

13 აგვისტოს პატრიარქი ფაიზერის ვაქცინით აიცრება

06-07-2021 1 წუთი წასაკითხად

13 აგვისტოს პატრიარქი საჯაროდ აიცრება

update: მამა ანდრია ჯაღმაიძემ უარყო ჩვენი ინფორმაცია ფეისბუქ პოსტით, რომელიც მალე წაშალა. 

აქვე გვინდა განვმარტოთ: დღეში 50 ადამიანის სიკვდილი ჩვენისთანა ქვეყნისთვის არის კატასტროფა, გარდაცვლილი ადამიანების 99.7% არის აუცრელი. 

ქვეყანაში მსგავსი სიტუაციიდან გამომდინარე, ვთვლით რომ ყველა ავტორიტეტული ორგანიზაციისა თუ პიროვნების, პირდაპირი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა ჩაერთონ ვაქცინაციის კამპანიაში, მოუწოდონ ხალხს აიცრან და გადაარჩინონ სიცოცხლეები. 

ჩვენ კი გვინდოდა რომ დაეჯერებინათ ჩვენთვის და ხო დავაი ავიცრებით ხალხს მაგალითს მივცემთო

მაგრამ არაო და ჰა)

 

 

ალბათ ყველა ვხვდებით რა ძალა აქვს ე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმიდესს და უნეტარესს ილია მეორეს. 

ყველა ვხვდებით რომ დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც ქვეყანაში კოვიდ პანდემია მძვინვარებს და იმის ფონზე, როცა მსოფლიოში ყველაფერი იხსნება, ხოლო საქართველო კიდევ ერთი ლოქდაუნის წინაშე დგას, საჭიროა ყველა ავტორიტეტის გამოყენება. 

როგორც ჩვენი წყარო საპატრიარქოდან გვიყვება, მისმა უწმინდესობამ მიიღო გადაწყვეტილება საჯაროდ აიცრას და ხალხს მოუწოდოს ვაქცინაციისკენ და მისცეს მაგალითი, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი და ჩვენი ახლობლების სიცოცხლე. 

წყაროს ინფორმაციის, პატრიარქი ძალიან დადარდიანებულია დღეში 40 ადამიანის სიკვდილით, თვლის რომ ის უნდა იყოს მაგალითი, რადგან საქართველო შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი?

 

პატრიარქის ამ გადაწყვეტილებას, ყველაზე მეტად გახარებულები შეხვდნენ ის ექიმები ვინც 24/7-ზე ჩვენი სიცოცხლეების გადასარჩენად უკვე წელიწადნახევარია მუშაობენ, მათ ფიზიკურად აღარ დარჩათ ძალა და რესურსი ამ რეჟიმში მუშაობის.

 

 

 

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ

ადგილობრივების ინფორმაციით ყვარელშიც მძარცველი ბადრი ესებუაა

საქართველოს ბანკი უკვე მეორედ მიზანში ამოიღო ბადრი ესებუამ

09-09-2021 1 წუთი წასაკითხად