რატომ არის აცრა kleoba? მარტივად ახსნილი

ამ სტატიაში მარტივად აგიხსნით თუ რატომ არის აცრა kleoba.

11-08-2021 1 წუთი წასაკითხად

რატომ არის აცრა kleoba? მარტივად ახსნილი

 რატომ არის აცრა  kleoba?

დავიწყოთ ეპიდ სიტუაციის აღწერით. საქართველოში ბოლო კვირეებია ყოველ დღე კვდება 40+ ადამიანი და ინფიცირდება 5000. მარტო აგვისტოში უკვე მოკვდა 400 ადამიანი, ჯამში კოვიდმა იმსხვერპლა 6230 ქართველი. (აქ უნდა იყოს ფოტო წარწერით საქართველო შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი) მაგრამ არ დავდებთ რადგან დიახაც უნდა დავკარგოთ ქართველები აბა ისედაც 3.7 მილიონი ქართველი ვართ და რა ჯანდაბად გვინდა ამდენი რომ ვიყოთ?

ახლა გადავიდეთ მთავარზე, რატომ არის აცრა kleoba და რა მზაკვრულ მსოფლიო შეთქმულებაში გვაყოფინებენ თავს. 

ავიღოთ ებრაელები, ისრაელი, ქვეყანა რომელსაც საკუთარი მოქალაქეები სძულს და მოქალაქეები, რომელიც საკუთარ ქვეყანას ვერ იტანენ. ამდენი წელი რომ ვერ განადგურდნენ და ისევ მოძლიერდნენ,  რა მოიგონეს გასაწყვეტად? რა და აცრა! ებრაელებმა უკვე ბავშვების აცრაც კი დაიწყეს, ამიტომ რაც ვერ ქნა ჰიტლერმა და ვერ უქნა მეზობელმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს თვითონ გაინადგურონ თავი და უკვე ბავშვებსაც კი ცრიან. 

 

ჩვენ რას ვშვებით? ისრაელივით ყველა მეზობელი ჩვენ განადგურებას ცდილობდა ისტორიის განმავლობაში და მაინც ვდგავართ, თუმცა სხვანაირად რომ ვერ გაგვანადგურეს მოიფიქრეს აცრები. მაგრამ ჩვენ ებრაელებზე ჭკვიანები ვართ და საკუთარ თავს ხო არ გავანადგურებთ? ამიტომ გადავწყვიტეთ არ ავიცრათ და რაღაც გაურკვეველ შხამს არ მოვაკვლევინოთ თავი ან მერე რომ ვერ გავმრავლდეთ? აცრა ხომ უშვილობას იწვევს, იმ საწყალმა ებრაელებმა არ იციან, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით? ამიტომაც უკვდებათ იმათ დღეში ორი ჩვენ კი 50 ადამიანი. 

ეხლა ვნახოთ, რამდენი აცრილია გარდაცვლილი? ოფიციალურად საქართველოში გარდაცვლილი 6230 ქართველიდან 2 იყო აცრილი, 6228 კი აუცრელი. თუმცა, იმ ორზეც ჯერ ზუსტად არ არის დადასტურებული რატომ ვერ იმუშავა აცრამ, მაგრამ აბა 6230 ქართველიდან 2 რომ აცრილი მოკვდება და დანარჩენი აუცრელი განა kleoba არ არის აცრა?  6230 ქართველიდან ყველა რომ აცრილი ყოფილიყო რამდენი გადარჩებოდა? 6200 უეჭველი, მაგრამ გვინდა ეხლა დამატებით 6200 ცოცხალი ქართველი? ან მათ ოჯახის წევრებს რომ შანსი ქონდეთ აეცრათ რა ჯანდაბად უნდოდათ ცოცხლები?

 

 

ეს ბათუმის კლინიკაა, სადაც უკვე დერეფნებში უწევთ აუცრელი პაციენტები, ასეთი ამბავია ყველგან საქართველოში

 

მოდი ვნახოთ რა ხდება მსოფლიოში, ავიღოთ საფრანგეთი, მასონების N1 საყვარელი ქვეყანა. სადაც აცრილია მოსახლეობის დიდი ნაწილი, მაგრამ მაინც 30 000 დღიური მაჩვენებელი აქვთ კორონასი თუმცა გარდაცვალება ჩვენზე ნაკლები, დღეში 30-40 ადამიანამდე. რატომ? იმიტომ რომ აცრილები არიან, ხვდებით აცრილები რომ არ იყვნენ რამდენი გარდაცვალება იქნებოდა? ჩვენთან 5000-ზე 50 ადამიანი, იმათთან 30 000-ზე 30 ადამიანი. აცრა kleobaა.

 

ოკ, მოდი გადავიდეთ ვინ იცრება იმ ადამიანებზე. ჩვენ ვხედავთ რომ ყველა ჭკვიანი ადამიანი იცრება, ყველა ჭკვიანი ბიზნესმენი, პრეზიდენტი, ათლეტი თუ ცნობილი ადამიანი აიცრა, ეს რას ნიშნავს? kleobaა აბა რა არის, საკუთარი თავი სძულთ და ერთი სული აქვთ როდის მოკვდებიან. მესი მაგალითად აიცრა სინოვაკით, ყლე არ არის? ამერიკის პრეზიდენტი სუფთა დებილი, იგივე ბრიტანეთის პრემიერმინისტრი სირი.

მაგრამ ყველაზე იდიოტი პოლ მაკარტნი? ტიპი The Beatles-ის ლეგენდარული შემქმნელია და ეგეც აიცრა, რატომ? დებილია და მაგიტომ, მერე რა რომ თითქმის 80 წლისაა და მაინც გიჟივით ხოდზეა, უნდა მალე სიკვდილი  აბა აქ რა დარჩენია? 

 

ეს ის ფოტოა მეფე ნარიმანი რომ ეგონა ხალხს და რეალურად პოლ მაკარტნია

 

ეხლა ვნახოთ ვინ არ იცრება? არ იცრება მაგალითად მეფე ნარიმანის მრევლი, რომლებიც დღე და ღამე დგანან მის სახლთან და ტიპი ღმერთი გონიათ, და რომ კითხო ვინც იცრება ისინი არიან დებილები, მაგალითად მესი დებილია ეგენი ჭკვიანები. პოლ მაკარტნი ყლეა ეგენი ჭკვიანები. არ იცრება ნათია კოლუსი რომელსაც კანადაში MDMA-მ ისე გაუხსნა დემონები გამომეცხადენო  ხალხს ატყუებს და ეს ემდიემეის ბრალი კი არ იყოო, ნაღდი დემონები იყვნენო და ხალხსაც ჯერა. LSD-ზე ალბათ დავით აღმაშენებელი გამოეცხადება 40 000 ყივჩაღთან ერთად.

 

არ იცრებიან სახალხოდ საპატრიარქოს წევრები, რომლებიც ჩუმად აიცრნენ და თუ არ გჯერთ მოთხოვეთ სისხლის ანალიზი და ნახავთ რამდენი ანტისხეულებიც აქვთ სათითაოდ ყველას ვისაც პატრიარქთან აქვს შეხება. 

 

მსოფლიოში კოვიდისგან მოკვდა უამრავი ადამიანი, აქედან 0.19 პროცენტი იყო აცრილი დანარჩენი აუცრელი. ხოდა სანამ მართლა იფიქრებთ რომ აცრა kleobaა, იფიქრეთ ამ ადამიანებზე, თქვენზე, თქვენ ოჯახის წევრებზე რადგან როდის ვის მოკლავს კოვიდი არავინ იცის, ხოლო აცრა რომ ცუდი იყოს თქვენი აზრით ისეთი ქვეყნები როგორიც არის ჩინეთი, ამერიკა, საფრანგეთი, იტალია, ინგლისი, ბელგია, ჰოლანდია და ა.შ. საკუთარ მოქალაქეებს გაწირავდნენ და აცრიდნენ? 

ცოტა შეთქმულებაზე რომ წავიდეთ, თუ კორონა ძალით მოგონილია ადამიანების გასაწყვეტად, ჭკვიანი ხალხი და ქვეყნები თუ იცრებიან, დებილი ხალხი და ქვეყნები რატომ არ იცრებიან? ანუ ამ ლოგიკას რომ გავყვეთ გაქრებიან ეს კარგი ქვეყნები და ამოწყდებიან აცრილი ქვეყნები და ჩვენ გადავრჩებით აუცრელები? 

 

ან აცრები ვიღაცის გასამდიდრებლად თუ არის და მაგიტომ არ ვიცრებით, ის ხალხი მაინც გამდიდრდება ჩვენ კიდე მოვკვდებით, რომელი ჯობია ვინმე გავამდიდროთ თუ გადავრჩეთ? თუ ის ვინმე მაინც გამდიდრდეს და ჩვენ მოვკვდეთ?

და ბოლოს, ჩვენ გვყავს ექიმები, რომლებიც წელიწად ნახევარია უკვე 24 საათი მუშაობენ ჩვენი სიცოცხლის გადასარჩენად, ერთ ექიმს მაინც იცნობთ რამდენს მუშაობს ან რა პირობებში მუშაობს, ჩვენი სიცოცხლის გადასარჩენად? ამ ხალხს მხოლოდ ერთი თხოვნა აქვთ რომ ავიცრათ, მაგრამ  აცრა ხომ ყლეობაა და რატომ ავიცრათ?

თან წარმოიდგინეთ, აცრა ხომ კლეობაა, აცრილები ვერ გამრავლდებიან, მოკვდებიან და ა.შ. და ვინ რჩებით ამ მსოფლიოში აუცრელი ხალხი და რას აკეთებთ? ყველა ეს ჩამოთვლილი ჭკვიანი ადამიანი რომ აღარ იქნება და მარტო თქვენ იქნებით, რომელი უფრო გაუმარტივებს მასონებს თქვენ დამონებას? მარტო დარჩენილებს ხომ უფრო მარტივად მოგერევიან ჭკვიანი ხალხის გარეშე?

 

ერთი წუთით მაინც დაფიქრდით და კითხეთ თქვენ გარშემო იმ ადამიანებს, ვისი ახლობლებიც კოვიდით მოკვდნენ, გაუკეთებდნენ თუ არა აცრას ახლიდან შანსი რომ ქონდეთ საყვარელი ადამიანების გადასარჩენად? ან იმ გარდაცვლილ ადამიანებს ზევით რომ შეხვდებით მაგათ კითხეთ ნანობდნენ თუ არა რომ აცრა არ გაიკეთეს?

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ

ადგილობრივების ინფორმაციით ყვარელშიც მძარცველი ბადრი ესებუაა

საქართველოს ბანკი უკვე მეორედ მიზანში ამოიღო ბადრი ესებუამ

09-09-2021 1 წუთი წასაკითხად