მარტო აგვისტოში 1011 ადამიანი კოვიდით გარდაიცვალა - 0 აცრილი

აგვისტო ჩვენთვის ყველაზე რთული თვეა ოდიდგანვე, ომებიც სულ აგვისტოს ემთხვეოდა დიდგორის ომიც აგვისტოში იყო და 2008 წლის ომი რუსეთთან, აფხაზეთის ომიც აგვისტოში დაიწყო

21-08-2021 1 წუთი წასაკითხად

მარტო აგვისტოში 1011 ადამიანი კოვიდით გარდაიცვალა - 0 აცრილი

აგვისტო ჩვენთვის ყველაზე რთული თვეა ოდიდგანვე, ომებიც სულ აგვისტოს ემთხვეოდა დიდგორის ომიც აგვისტოში იყო და 2008 წლის ომი რუსეთთან, აფხაზეთის ომიც აგვისტოში დაიწყო

დიდგორში გამარჯვება კი ვიზეიმეთ, მაგრამ მანდაც ბევრი ქართველი დავკარგეთ, თუმცა ბოლო აგვისტოს ომში 408 ქართველი მოკვდა, ხოლო 2021 წლის აგვისტოში მარტო კოვიდისგან უკვე დავკარგეთ 1011 ქართველი და ჯერ მხოლოდ 23 აგვისტოა. 

 

ნუ დაგავიწყდებათ რომ ამ ომებში დაკარგულმა ადამიანებმა, ჩვენთვის გაწირეს სიცოცხლე, ამ ქვეყნისთვის, ხოლო ეს 7000 ქართველი კი უბრალოდ ვირუსმა მოკლა. 

 

გარდაცვლილი 1011 ადამიანიდან არცერთი იყო სრულად აცრილი, იქნებ გვეკითხა მათი ახლობლებისთვის ან თუნდაც მათ რომ ქონოდათ მეორე შანსი აიცრებოდნენ თუ არა? ცხადია აიცრებოდნენ რადგან სიცოცხლე ყველაზე ძვირფასი რამ არის, რაც კი ადამიანს გააჩნია. 

არასრულ ერთ თვეში ჩვენ დავკარგეთ 1011 ადამიანი, იცით რამდენია? კიდევ გაიმეროთ ტვინში ათას თერთმეტი ადამიანი, ათას თერთმეტი ქართველი ადამიანი მარტო ვირუსით დავკარგეთ. 

ალბათ ბავშვობიდან ყველას ერთი ფრაზა განსაკუთრებით გვახსოვს, ''საქართველო შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი?'' დიახ ვინ მოგვცა იმის ფუფუნება რომ თუნდაც ერთი ქართველი ნაადრევად მოკვდეს?

რატომ არ ვიცრებით? - ეს ადამიანები ხომ გადარჩებოდნენ რომ აცრილიყვნენ, აი წარმოიდგინეთ ჯამში დაიღუპა 7000 ქართველი, ჩვენი ახლობლები რომლებსაც დიდხანს უნდა ეცხოვრათ, ბევრჯერ უნდა გაეცინათ საკუთარი ახლობლებისთვის, მაგრამ ისინი ვერ გადავარჩინეთ. 

 

უკვე როცა ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომია, ადამიანები აღარ უნდა იღუპებოდნენ, ჩვენ ერთხელ მაინც ვიფიქროთ ამ 7000 გარდაცვლილზე, მათ რომ ახლიდან მისცე შანსი, ხომ გაიკეთებდნენ ვაქცინას? 

ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს ბევრი არგუმენტი აქვთ, თუმცა მათი არცერთი არგუმენტი არ არის რეალურად აღქმული სიტუაციის შესაფერისი. წარმოიდგინეთ ეს 7000 ადამიანი რომ აცრილი ყოფილიყო, არცერთი არ მოკვდებოდა, ან მაქსიმუმ 1-2 ისიც სხვა დაავადებების დახმარებით.

 

გარდა იმისა რომ აცრა გვიცავს სიკვდილისგან, აუცრელი ადამიანები ხდებიან ახალი შტამების გავრცელების და ვირსუსის მუტაციის ქარხნები, რადგან აცრილ ორგანიზმში შეღწეული ვირუსი მუტაციას ვერ განიცდის, ხოლო აუცრელ ორგანიზმში, ვირუსი უფრო ძლიერდება, შესაბამისად ყველა აუცრელი ადამიანი პოტენციურად ახალი შტამის გამავრცელებელიც არის. 

 

ჩვენ რეალურად უნდა შევაფასოთ მსოფლიოში შექმნილი ვითარება და დავიცვათ თავი, მხოლოდ ეს გვევალება დავიცვათ საკუთარი სიცოცხლე და ვეცადოთ არ გავხდეთ ვირუსის გამავრცელებლები. 

 

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ

ადგილობრივების ინფორმაციით ყვარელშიც მძარცველი ბადრი ესებუაა

საქართველოს ბანკი უკვე მეორედ მიზანში ამოიღო ბადრი ესებუამ

09-09-2021 1 წუთი წასაკითხად