ნამახვანში ჰესის მაგივრად ეკლესია აშენდება

„ნამახვანჰესი“ აღარ აშენდება - ENKA საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს

22-09-2021 1 წუთი წასაკითხად

ნამახვანში ჰესის მაგივრად ეკლესია აშენდება

ENKA საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს, - bpn.ge-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ინფორმაციას Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის - ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„შპს ENKA Renewables-მა, რომელიც ჩვენი კომპანიის 90%-იანი შვილობილი კომპანიაა, შეატყობინა საქართველოს, რომ შეწყვიტოს საქართველოს სახელმწიფოსთან გაფორმებული სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულება ნამახვანის კასკადის HEPP პროექტის შემუშავების, მშენებლობის, საკუთრებისა და ექსპლუატაციის შესახებ“, - ნათქვამა განცხადებაში.

 

კომპანია ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზად საკონტრაქტო პირობების დარღვევასა და დიდი ხნის ფორსმაჟორულ სიტუაციას ასახელებს.

„ჩვენ ვაცხადებთ, რომ გამჟღავნებული გადაწყეტილება სრულად შეესაბამება „მატერიალური მოვლენების კომუნიკეთი“ გათვალისწინებულ პრინციპებს და ჩვენ პირადად ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ ინფორმაციის გამჟღავნებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

უცნობია რა სამართლრებრივი რეაგირება ექნება კომპანია ენკას და ექნება თუ არა, ამ ეტაპზე ველოდებით ეკონომიკის სამინისტროს განცხადებას.

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ

სად არის ახლგაზრდობა? ახალგაზრდობა ანძრევს

ალბათ ყველა ვხედავთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში, ახლგაზრდობა ფაქტიურად არც კი ფიგურირებს და გამქრალია, სად არიან ახალგაზრდები, რომლებიც მუდამ უნდა იყვნენ აქტიურები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე?

16-11-2021 1 წუთი წასაკითხად