რატომ გკიდივართ სტუნდეტები ყველას **ფეხებზე?

არჩევნებამდე სულ რამდენიმე საათია დარჩენილი, ჩვენ კიდევ ერთი უსტუდენტო საარჩევნო კამპანია ვნახეთ, თვეების განმავლობაში 1 პარტიას არ უხსენებია სტუდენტები და მათი პრობლემები. პრობლემები კი ძალიან ბევრია

30-09-2021 1 წუთი წასაკითხად

რატომ გკიდივართ სტუნდეტები ყველას **ფეხებზე?

გარიყული სტუდენტები - ახალი სერიების რუბრიკაა, რომელიც ინფო საქართველოსთან თანამშრომლობას და საიტზე ჩვენი პროდუქციის განთავსებას გულისხმობს. სადაც სტუდენტები ვისაუბრებთ ჩვენ ცხოვრებაზე და მდგომარეობაზე. სერიების სახით ჩვენ შემოგთავაზებთ სტატიებს, ვიდეო სიუჟეტებს, ინტერვიურებს ქართველ სტუდენტებთან. ჩვენ განახებთ როგორ ვცხოვრობთ ქართველი სტუდენტები და როგორია ქართული სტუდენტური ცხოვრება. ასევე პროექტი საშუალებას აძლევს სხვა სტუდენტებს, თვითონ გახდნენ პროექტის თანამშრომლები, სადაც ისინი საკუთარ გამოცდილებაზე მოგვიყვებიან, თუ ხარ სტუდენტი და დაინტერესებული ხარ სტუდენტური ცხოვრების შეცვლით და ჩვენთან თანამშრომლობით, მოგვწერეთ ფეისბუქზე facebook.com/infosakartvelo

პირველ რიგში ისმის კითხვა, რატომ კიდია ყველას სტუდენტები ფეხებზე? საარჩევნო პროგრამებშიც კი გაკვრით წერია ჩვენზე, ყველას თვალში კლეები ვართ, უსარგებლო ხალხი, პირიქით -  ტვირთი. 

რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ ჩვენ მართლა ეგეთები ვართ, ჩვენი ერთადერთი შანსი ამ ქვეყანაში რომ გადავრჩეთ, არის სწავლაზე უარის თქმა და სიცოცხლისთვის საჭირო ფულის შოვნა, რომელიც სწავლაზე არ გყოფნის.  

ვინც უნივერსიტეტში დადის უკვე დამატებით პრობლემებს აწყდება, მუშაობს კიდეც, მათ დრო აღარ აქვთ უნივერსიტეტზე ან მის პრობლემებზე სასაუბროდ, შესაბამისად არავინ არაფერზე არ საუბრობს. 

სტუდენტური ცხოვრება მკდვარია, იმიტომ რომ ჩვენ ვართ მკვდარი სტუდენტები, აჩრდილები სტუდენტების, რომლებიც საბოლოოდ ვერც უნივერსტეტში ცოდნას ვიღებთ და ვერც სტუდენტური ცხოვრებით ვტკბებით. ვწვალობთ.

 

 

შესაბამისად ყველა პარტიასაც ფეხებზე ვკიდივართ, ჩვენ ხმას ხომ მაინც იქ ვაძლევთ სადაც არ ვცხოვრობთ, ძალიან ცოტა სტუდენტია ვინც იქ ცხოვრობს სადაც ჩაწერილია და არ დაეზარება ხმის მისაცემად სხვაგან წასვლა.  

შესაბამისად რომ დაფიქრდე სწორი გათვლაა, რადგან ჩვენ არჩევნებზე არ დავდივართ, ამიტომაც კიდია ყველას ზედმეტად დაიხარჯონ ჩვენთვის და პროგრამები წერონ ან საკუთარი თავი შემოგვთავაზონ ასარჩევად. რადგან ჩვენ დროის და ფულის ხარჯვა ვართ, უსარგებლო ხალხო, არჩევნებზე მაინც არ დავდივართ. 

საბოლოოდ ყველა ეს პრობლემა ერთმანეთში გადაჯაჭვულია, პანდემიურმა ცხოვრებამ და პანდემიურმა სტუდენტობამ ხომ კიდევ უარესი ქნა. დღევანდელი სტუდენტური ცხოვრება უკვე ნამდვილად მკდვარია, აი უნივერსიტეტები კი ჯერჯერობით გადარჩენილები. 

მაგრამ აქაც 1 წელია უნივერსტეტები დაკეტილია. იმიტომ რომ თუ გავიხსნებით ეგეც გვკიდია, მემგონი გულის სიღმერში გვიხარია კიდეც რადგან მივეჩვიეთ უუნივერსტეტო ცხოვრებას და კომფორტს. სადმე გინახავთ 1 აქცია მაინც რომ ხალხო სწავლა გვინდა გვასწავლეთ, გახსენით უნივერსტეტები ან რამე მსგავსი? 

სტუდენტებს კი უამრავი პრობლემა აქვს, უამრავი მათაგანი ვერ ახერხებს სწავლის ფულის შოვნას, სხვა ქალაქში წასვლას საცხოვრებლად, სამსახურის შოვნას, დასაქმებას, შემოსავალს და ა.შ 

ჩვენ მოგიყვებით როგორია სტუდენტური ცხოვრება? ქართული სტუდენტური , ივენთები, სხვადასხვა ღონისძიებები აქტივობები და ა.შ რომელიც თითქმის აღარ არსებობს. 

გაგრძელება იქნება..

თუ ხარ სტუდენტი და გსურს გახდე ბლოგის ავტორი ან მოგვიყვე შენი გამოცდილება მოგვწერეთ ფეისბუქზე. 

 

იხილეთ ჩვენი სტატია ''გარიყული სტუდენტები''

 

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ

სად არის ახლგაზრდობა? ახალგაზრდობა ანძრევს

ალბათ ყველა ვხედავთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში, ახლგაზრდობა ფაქტიურად არც კი ფიგურირებს და გამქრალია, სად არიან ახალგაზრდები, რომლებიც მუდამ უნდა იყვნენ აქტიურები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე?

16-11-2021 1 წუთი წასაკითხად