რა მოხდება მიშა თუ ციხეში მოკვდება?

შიმშილობის გამო მისი ჯანმრთელობა დღითიდღე მძიმდება, რა მოხდება თუ ის მოკვდება?

04-11-2021 1 წუთი წასაკითხად

რა მოხდება მიშა თუ ციხეში მოკვდება?

ამ კითხვაზე შეგვეძლო მრავალფეროვანი სიტყვებითა და გრძელი სტატიით გაგვეცა პასუხი, თუმცა მარტივად ვიტყვით, ქვეყანაში მოხდება გამოუსწორებელი კატასტროფა. 

დიახ, ზუსტად ეს სიტყვა ასახავს იმ ყველაფერს რაც მიშას ციხეში სიკვდილი გამოიწვევს და ისმის დამატებით კითხვა ვისი ბრალი იქნება ეს და ვეცდებით ამ კითხვაზე უფრო ვრცლად ვუპასუხოთ.

პირველ რიგში თვითონ მიხეილ სააკაშვილის, რომელიც ნებაყოფლობით ჩამოვიდა და ზუსტად იცოდა რაც ელოდა და თუ შეცდა მოლოდინებში ხომ საერთოდ ტრაგედიაა და თუ იმედი ქონდა რომ მას ჩვეულებრივად მოეპყრობოდნენ. 

მეორე რიგში უკვე ხელისუფლების, რომელმიც არც კი აღიარებს რომ მიშა შიმშილობს, არღვევს აბსოლუტურად ყველა ნორმასა და უფლებას პატიმარი მესამე პრეზიდენტის მიმართ და მესამერიგში, იმ ხალხის ბრალი ვისაც მიშას პასუხისგება  (გვ)სურს. 

არავისთვის დასამალი არ არის, რომ მიშა სააკაშვილი გარდა ვარდების რევოლუციისა და ქვეყნის სასიცოცხლო update-ისა, სხვა რამესაც გვახსენებს, კაცი რომელმაც მოპარა ხალხს რევოლუცია და თავისუფლების მოყვარე და განვითარების მოსურნე ხალხი პოლიციურ რეჟიმში გადააცხოვრა. 

ეს ქნა მიშა სააკაშვილმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და სავსებით ლოგიკურია რომ ხალხს მისი გასამართლება სურს. 

''მხოლოდ სამართლიანად გასამართლებაა ის რასაც სამართალის სამართლიანად და ობიექტურად აღსრულება ქვია.'' სამართლიანი გასამართლება იყო 2003 წლის ვარდების რევოლუცია, როცა ხალხმა გადავწყვიტეთ რომ ჩვენ ასე აღარ გვინდა, ეს არ იყო მარტო მიშა სააკაშვილის რევოლუცია, რევოლუციას ახდენს ხალხი, ბევრი ხალხი ერთად, რომელიც ამბობს რომ არა, აღარ და საკმარისია. ხალხი რომელსაც სურს ცვლილებები. 

მიშა სააკაშვილი თუ გასასამართლებელია, ყველაზე მეტად იმისთვის არის გასასამართლებელი რომ შანსი რომელიც ქვეყანამ რევოლუციით მოიპოვა, თავისუფლებისა და განვითარების შანსი, გადააქცია პოლიციურ რეჟიმად. სხვა არაფერი ქვია იმას, რაც 2009-2011 წლებში საქართველოში ხდებოდა. 

მიშას ცუდზე ძალიან ბევრი შეგვიძლია ვილაპარაკოთ.

ესეც მიშას ბრალია. 

მაგრამ რასაც ახლა ხელისუფლება უკეთებს პატიმარ მესამე პრეზიდენტს, რით განასხვავებს მათ თვითონ მიშას რეჟიმისგან?

ჩვენ ვემსგავსებით მათ, ვისაც ვებრძვით.

კარგზეც ბევრი შეგვიძლია ვილაპარაკოთ და სულ რომ არაფერი, ის მაინც უნდა ვთქვათ რომ ქვეყნის მოსახლეობის 30%-ს ის ნამდვილად უყვარს და მიუხედავად ამ ყველაფრისა მისი მაინც სჯერათ. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ქვეყნის, ის აუცილებელი და მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო განახალება, რაც ვარდების რევოლუციას მოყვა და ამის ავანგარდში ნამდვილად იდგა მიხეილ სააკაშვილი. 

თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ ერთიანი ერი, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ეს ხალხი ჩვენი თანამოქალაქეები არიან, ზოგი შეიძლება მეგობარი, ოჯახის წევრი, ნათესავი და ა.შ. ფანატიკოსებიც ბევრი ყავს, მაგრამ ეგენიც ჩვენი თანამოქალაქეები არიან. 

ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ერთხელ უკვე მოვკალით საქართველოს პირველი პრეზიდენტი, თუმცა არ გავასამართლეთ მისი მკვლელები, არ გავასამართლეთ ჯაბა იოსელიანი რომელიც პანთეონშია დაკრძალული, არ გავასამართლეთ მხედრიონი, თავდაცვის მინისტრი თენგიზ კიტოვანი, რომელმაც ოფიციალურად დაიწყო თბილისის ომი და ზარბაზნები დაუშინა პარლამენტის შენობას და შიგნით მყოფ ზვიად გამსახურდიასა და მთავრობას. 

 

ხო კარგი ფოტოა? ილია და აკაკი სამოქალაქო ომისგან დანგრეული პირველი გიმნაზიის ფონზე? თბილისის ომი, 1992 წელი. რუსთაველის გამზირი. ამის შემოქმედები დღესაც არ გაგვისამართლებია

 

მესამე პრეზიდენტის გასამართლება ამის ფონზე არ ქმნის სამართლიანობის განცდას, ეს უფრო შურისძიებაა, რომელიც ხელისუფლებასთან ერთად ჩვენგან, ხალხისგანაც მოდის, თითქოს ბუნებრივია რომ გვინდა ამ ადამიანის დასჯა, მაგრამ ჩვენ კიდევ ვემსგავსებით მას ვისაც ვებრძვით.

გასამართლება არ არის სასამართლოს უფლების წართმევა, ტიპი ლამის თვენახევარია დაჭერილია და სასამართლოს არ ვუნიშნავთ, ამდენი დღეა შიმშილობს და უარს ეუბნებიან სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე და უკვე ისეა რომ დღედღეზე შეიძლება მართლა მოკვდეს. ყველაფერი ისე კეთდება რომ ის იქნას წამებული, წამებულები კი ჩვენ ძალიან გვიყვარს, არამარტო ჩვენ, მთელ მსოფლიოში უყვართ. 

ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია და ისევ ორად გაყოფილი საზოგადოება, რომელიც გარდა მიშასთვის ბრძოლისა, იმიტომაც არის გაბრაზებული რომ არჩევნები გაყალბდა და იმიტომ რომ არჩევნები თავზე დაგვახიეს. ორი აზრი არ არსებობს იმაზე რომ მინიმუმ სამ დიდ ქალაქში ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში ხელისუფლებამ წააგო. 

ასეთი არჩევნების ფონზე რაც ხელისუფლებამ ჩაატარა, ძლივს დაიწერეს მოგება, წარმოიდგინეთ ქართული ოცნება რომ იღებდეს სხვის მიერ ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობას, მათი რეალური რეიტინგი ვერ აცდებოდა 20-30%-ს. 

და მაინც, რა მოხდება მიშა თუ მოკვდება?

როგორც თავში აღვნიშნეთ ეგ სიტყვა მოხდება. მოხდება არამარტო სისხლიანი დაპირისპირება, არამედ მოხდება უფრო მეტი ვიდრე თბილისის სამოქალაქო ომი. 

და ვისაც ეს არ უნდა რომ დაუშვას, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა იცოცხლოს. 

ჩვენ ვიმყოფებით ბომბზე, რომლის გააქტიურება ბევრს აწყობს ამ ქვეყნისთვის. 

ამიტომ დავფიქრდეთ სანამ ასეთ განაჩენს გამოვუტანთ

  1. გვინდა ჩვენ მოვკლათ უსამართლოდ პრეზიდენტი და შევიდეთ გინესის რეკორდების წიგნში, როგორც პრეზიდენტების ყველაზე მეტჯერ მკვლელები და პირველყოფილი ერი?
  2. გვინდა ჩვენ ასე აღვასრულოთ სამართალი და მოვკლათ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი და გავხდეთ მათნაირი ვისაც ვებრძვით?
  3. გვინდა ქვეყანა აირიოს და წავიდეს უმართავი პროცესები?
  4. გვინდა კიდე დიდი ხნით ჩავეფლოთ უფულობაში, კრიზისში, ლარის გაუფასურებაში და ყველაფერში რაც ხდებოდა 90-იანებში + პანდემია?
  5. და ზოგადად გვინდა უარი ვთქვათ ჰუმანურობაზე და ადამიანობაზე?
  6. გვინდა დავშალოთ ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ?

დიახ, მინიმუმ სამართლიანობის აღდგენა ხდება 90-იანების გასამართლებიდან, შემდეგ უკვე ყველაზე ხსნილი იქნება და ეს ასეც უნდა გვექნა თავიდანვე. 

მიშა სააკაშვილი აუცილებლად უნდა გასამართლდეს, მაგრამ უნდა გასამართლდეს სამართლიანად და უნდა ქონდეს თავის დაცვისა და მართლების საშუალება, მას უნდა ქონდეს თავისუფალი სასამართლო და რაც მთავარია ის უნდა იყოს ცოცხალი. 

რა არის გამოსავალი? ერთადერთი გამოსავალი რაც ჩვენ საზოგადოებას შეგვიძლია ვიპოვნოთ, არის ის, რომ უარი ვთქვათ ამ სურვილზე რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს. ეს არის მკვლელობა, ხოლო ჩვენ არ გვინდა ვიყოთ მკვლელები. ჩვენ აუცილებლად უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას ყველაფერი გააკეთოს რომ ის იყოს ცოცხალი და უვნებელი.

ჩვენ არ უნდა გავხდეთ მკვლელები და ყველაფერი გავაკეთოთ რომ ის იყოს ცოცხალი და ქონდეს სამართლიანი სასამართლოს უფლება, სადაც ყველაზე დიდი დანაშაული ექნება ის, რომ ქვეყანა, რომელმაც დაუკვეთა რევოლუცია, თავისუფლება, დასავლური ცივილიზაცია, დემოკრატია, თავისუფალი სასამართლო, მედია და ზოგადად განვითარებისკენ სწრაფვა, გადააქცია პოლიციურ რეჟიმად, სადაც ადამიანს 0 უფლება ჰქონდა და სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტი ჩაგრავდა. 

 

არ უნდა დაგვავიწყდეს, რამდენ ქვეყანასა თუ ადამიანს შეიძლება აწყობდეს დღეს საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირება, ამიტომ ჩვენ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა უნდა ჩავაბაროთ.

გავუშვათ? არ გავუშვათ, მისი სასამართლოები უნდა იყოს საჯარო, სახალხო, თუნდაც მოწვეული ევროპელი მოსამართლეების, ნაფიცმსაჯულებისა თუ სხვა მაქსიმალური სამართლიანობისა და ობიექტურობის სტანდარტით. სამწუხაროდ ჩვენი სასამართლო სისტემა სრულად აცდენილია იმას რაც უნდა იყოს ობიექტური სასამართლო და არც მათით გასამართლება იქნება სამართლიანობის გამარჯვება.

ჩვენ აღარ უნდა დავუშვათ კიდევ საზოგადოების ორად არათუ გაყოფა, არამედ უკვე ომი, ომი რომელიც ამ ქვეყანას კიდევ ძალიან ბევრი წლით უკან დააბრუნებს. 

ომი, რომელიც ისედაც ერთმანეთს რომ ვერ იტანენ, უკვე საერთოდ შეზიზღდება ქვეყნის მოსახლეობის ერთ ნახევარს მეორე ნახევარი. 

ამას თუ დავუშვებთ ჩვენ ქვეყანა აღარ გვექნება დავიშლებით, დაგვიპყრობენ, ვისაც არ დაეზარება ყველა დაგვიპყრობს. 

ასე წავაგეთ აფხაზეთის ომიც, თან იქ ვიბრძოდით და თან ერთმანეთს ვკლავდით და ავტომატებით ვებრძოდით. 

 

პ.ს. 

სამწუხაროდ აქ არ ვახსენეთ ხელისუფლება, რომლებიც იმდენად იდიოტები არიან რომ მათგან ყველაფერია მოსალოდნელი. მხოლოდ იმას ვიტყვით რომ დღევანდელი საქართველოდან მიშას პოლიციური რეჟიმის საქართველომდე ძალიან ცოტაა დარჩენილი. 

ამიტომ ხელისუფლებაის ნაბიჯებს და ქმედებებს არ შევეხებით, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ხელისუფლება ვერ გაბედავს მიშას ციხეში მოკვლას თუ ჩვენ ვეტყვით რომ ჩვენ ეს არ გვინდა. 

და დიახ, ჩვენ ეს არ გვინდა. 

არ გვინდა ვიყოთ მკვლელები, არ გვინდა ვიყოთ სამოქალაქო დაპირისპირების ხელშემწყობი, არ გვინდა რომ ვიყოთ ყლეები. 

და ბოლოს, ნამდვილად ვიქნებით ეს სიტყვა თუ დავუშვებთ და მესამე პრეზიდენტს ციხეში მოვკლავთ. 

და ამის გამო კი აუცილებლად აგებენ პასუხს როგორც ამის შემკვეთები ისე შემსრულებლები და ისე სეირის მაყურებელიც ანუ ჩვენ, საზოგადოება.

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ

სად არის ახლგაზრდობა? ახალგაზრდობა ანძრევს

ალბათ ყველა ვხედავთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში, ახლგაზრდობა ფაქტიურად არც კი ფიგურირებს და გამქრალია, სად არიან ახალგაზრდები, რომლებიც მუდამ უნდა იყვნენ აქტიურები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე?

16-11-2021 1 წუთი წასაკითხად