ღარიბი საქართველო

როგორია ღარიბი საქართველო? ფოტოები გადაღებულია თბილისის ქუჩებში. რამდენად სამართლიანია სიღარიბის ზღვარის დადგენა ქონებით? ჩვენ განახებთ რას ნიშნავს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანები და ასეთი საქართველოში თითქმის ნახევარი მილიონია.

04-11-2021 1 წუთი წასაკითხად

ღარიბი საქართველო

“დაუძლეველია სიღარიბე, ამაში ვეთანხმებით ყველა ოპონენტს” -ბიძინა ივანიშვილი 2020 1 ოქტომბერი

ეს სიტყვები ქართული ოცნების ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, მაშინ როცა მისი მმართველობის 8 წელს აჯამებდა. 

თბილისი, მელიქიშვილის გამზირი 2021 იანვარი

 

თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი 2020 ნოემბერი

 

როგორია სიღარიბე 3.7 მილიონიან საქართველოში, რომელიც ამდენი ხანია ვერ ან არ დავძლიეთ?

- საქართველო ორჯერ უფრო ღარიბია, ვიდრე ევროკავშირის ყველაზე ღარიბი ქვეყანა- ბულგარეთი.

- 3,7 მილიონიან ქვეყანაში, თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი სოციალურად დაუცველის დახმარებას იღებს. კიდევ 300 ათასი კი, მოვალეთა რეესტრშია რეგისტრირებული. 850 ათასი პენსიონერის შემოსავალი 70 დოლარია რაც დღეში დაახლოებით 2 დოლარს უდრის.

- ყოველი მესამე ბავშვი ქვეყანაში სიღარიბეში იზრდება. საქართველოში 3-დან 17 წლამდე ასაკის 50 400 ბავშვს არ აქვს სახლში ინტერნეტი და კომპიუტერი. 

ამ ყველაფრის დამატებით, COVID19 პანდემიამ საქართველოში შემოსავლის გარეშე 150 000 ადამიანი დატოვა. 

 

თბილისი, მელიქიშვილის გამზირი 2020 სექტემბერი

 

თბილისი, მელიქიშვილის გამზირი 2020

 

 

- UNICEF-ის მონაცემებით 16 წლამდე პირების 6.8%, დაახლოებით 53.4 ათასი ბავშვი, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. მათი დღიური მოხმარება 1.25 დოლარზე ნაკლებია (რაც თვეში 82.8 ლარს შეესაბამება). შეიძლება, ითქვას, რომ ბავშვები, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ, პრაქტიკულად შიმშილობენ. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოში მცხოვრები ბავშვების 27.6%, 216.8 ათასი ბავშვი, ზოგად სიღარიბეში ცხოვრობს. 

თბილისი 2020 მელიქიშვილი/ჭავჭავაძის გამზირი, 2020

 

თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი 2021 იანვარი

ნახეთ ვიდეო სიუჟეტი სიღარიბეზე.

ჩვენ ვესტუმრეთ მესამე კლასელ ლიკა რუსიაშვილის ოჯახს. რთულია გამოყო კონკრეტული საჭიროებები, რაც ამ ოჯახს აკლია, თუმცა ვეცდებით გასაგებად მოგიყვეთ:

ლიკა რუსიაშვილი არის მესამე კლასელი, ყავს ორი ძმა, მშობლები და ბებია. მათი შემოსავალი მხოლოდ სოციალური შემწეობა და ბებიის პენსიაა. ცხოვრობენ ვარკეთილში, დაურეგისტრირებელ სახლში, რომელიც მდებარეობს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე. 

მათი პრობლემებიც აქედან იწყება. ლიკას ოჯახის მსგავსად, გარშემო ყველა მეზობელიც ანალოგიურ სიტუაციაშია, მათ არ აქვთ შანსი დაურეგისტრირებელ მიწაზე, შეიყვანონ გაზი და გათბობა უწევთ დენის მეშვეობით. 

Do you love your family? - რამდენ მესამე კლასელს შეუძლია საქართველოში ამ კითხვის გაგება და პასუხის გაცემა? სამწუხაროდ ლიკას ეს არ შეუძლია, ასევე არ შეუძლია გემრიელი საჭმელის ჭამა, კითხვაზე თუ რა სურს ყველაზე მეტად, მან გვიპასუხა რომ სურს ყველა კარგად იყოს. ჩვენ შევეცადეთ მისი პირადი სურვილი გაგვეგო, რაზეც გვიპასუხა რომ სურს მისმა პატარა ძმამ კარგად გაიაროს, რომელსაც სიარულის პრობლემები აქვს. ჩვენ ვთხოვეთ ისეთი სურვილი ეთქვა რაც კონრკეტულად მას ჭირდებოდა, პასუხი იყო საჭმელი. საჭმელია  ის, რაც მესამე კლასელ ლიკა რუსიაშვილს ყველაზე მეტად უნდა. 

 

 

რამდენად სამართლიანია სიღარიბის ზღვარის შეფასება ქონებით? რასაც დღეს სოციალური აგენტი სახლში მოსვლისას ქონების შეფასებით ახდენს?

სოციალურ შემწეობის შეფასება ხდება ოჯახის ქონებით და არა შემოსავლებით 

ჩვენ დავინტერესდით თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას აქვს ყველაზე სწორი ხედვა ამ პრობლემაზე. გავესაუბრეთ გიგლა მიქაუტაძეს - გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატს პარტიიდან ''ლელო - საქართველოსთვის''

გიგლა მიქაუტაძე თვლის რომ საქართველოში სიღარიბის დაძლევის ყველაზე სწრაფი საშუალება არა მხოლოდ სოციალური შემწეობის გაზრდა და სამართლიანი გადანაწილებაა, არამედ ღარიბი ხალხისთვის შემოსავლის გაჩენაა. მნიშვნელოვანია ღარიბ მოსახლეობას გავუჩინოთ შემოსავალი, რადგან ის თვლის რომ სიღარიბე მხოლოდ ამ პირობით დაიძლევა.

ასევე ის მიიჩნევს რომ ძალიან მნიშვნელოვანია ღარიბ მოსახლეობას მივცეთ განათლებაზე წვდომა, რადგან ბავშვებმა მაინც შეძლონ სიღარიბის დაძლევა მათი განათლებით. ბავშვებში განათლების წვდომით ისინი შეძლებენ გაიჩინონ შემოსავალი.

ნახეთ სიუჟეტის სრული ვერსია 

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ

ღარიბი საქართველო

როგორია ღარიბი საქართველო? ფოტოები გადაღებულია თბილისის ქუჩებში. რამდენად სამართლიანია სიღარიბის ზღვარის დადგენა ქონებით? ჩვენ განახებთ რას ნიშნავს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანები და ასეთი საქართველოში თითქმის ნახევარი მილიონია.

04-11-2021 1 წუთი წასაკითხად