სად არის ახლგაზრდობა? ახალგაზრდობა ანძრევს

ალბათ ყველა ვხედავთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში, ახლგაზრდობა ფაქტიურად არც კი ფიგურირებს და გამქრალია, სად არიან ახალგაზრდები, რომლებიც მუდამ უნდა იყვნენ აქტიურები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე?

16-11-2021 1 წუთი წასაკითხად

სად არის ახლგაზრდობა? ახალგაზრდობა ანძრევს

ახალგაზრდობა ანძრევს, ალბათ ყველასთვის მარტივი პასუხია და ამით ვიშორებთ ამ სერიოზულ პრობლემის შესახებ კითხვას, თუმცა თუ უფრო ჩავუღრმავდებით ვნახავთ რომ ახალგაზრდები კი თან ანძრევენ, მაგრამ თან მათი მდგომარეობა იმდენად რთულია რომ საერთოდ არ რჩებათ დრო ქვეყანაზე საფიქრელად. 

წარმოიდგინეთ რამდენიმე რამე მოხდა ქვეყანაში სადაც მინიმუმ სტუდენტებს უნდა დაეფიქსირებინათ პროტესტი, საკუთარი პოზიცია, მაგრამ ამაოდ. 

არცერთი სტუდენტური გაერთიანებისგანაც კი არ ყოფილა რამეზე პროტესტი, ეგ კი არა ტიპები 2 წელი სახლში გამოკეტილები არიან სტუდენტური ცხოვრების გარეშე და მაგათზე არ აქვთ პრეტენზია რომ უნივერსტეტებში დასწრებით სწავლა აღდგეს და თქვენი აზრით ქვეყნის აქციებისთვის ცალიათ?

ჩვენ ბევრს ვწერთ ახალგაზრდებზე, სტუდენტებსა და მათ პრობლემებზე, ჩვენ ყველა მათგან ვითხოვთ, აი ძმაო სად არის ახალგაზრდობა, ხმას რატომ არ იღებენ და მართლა გვგონია რომ ანძრევენ. 

სამწუხაროდ დღეს ახალგაზრდობა სრულიად მოწყვეტილია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, აი წარმოიდგინეთ, ბოლო და ბოლოს წინა არჩევნები, რომ დავხოცეთ ერთმანეთი, არცერთ პარტიას, არცერთ პოლიტიკოსს გაკვრითაც კი არ უხსენებიათ ახალგაზრდობა, მათი საჭიროებები, პრობლემები, თითქოს არც კი არსებობენ. ახალგაზრდობის ერთი ნახევარი მართლაც ანძრევს, იმდენ სისულელეს აკეთებენ, ხოლო მეორე ნახევარი კი წვალობს, დიახ წავლობს რომ იარსებოს. 

წვალება ქვია ზუსტად იმ მდგომარეობას რაშიც ისინი არიან და ჩვენ კიდე მათ ვთხოვთ აქტიურობას?

 

რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ ჩვენ მართლა ეგეთები ვართ, ჩვენი ერთადერთი შანსი ამ ქვეყანაში რომ გადავრჩეთ, არის სწავლაზე უარის თქმა და სიცოცხლისთვის საჭირო ფულის შოვნა, რომელიც სწავლაზე არ გყოფნის.  

ვინც უნივერსიტეტში დადის უკვე დამატებით პრობლემებს აწყდება, მუშაობს კიდეც, მათ დრო აღარ აქვთ უნივერსიტეტზე ან მის პრობლემებზე სასაუბროდ, შესაბამისად არავინ არაფერზე არ საუბრობს. 

სტუდენტური ცხოვრება მკდვარია, იმიტომ რომ ჩვენ ვართ მკვდარი სტუდენტები, აჩრდილები სტუდენტების, რომლებიც საბოლოოდ ვერც უნივერსტეტში ცოდნას ვიღებთ და ვერც სტუდენტური ცხოვრებით ვტკბებით. ვწვალობთ. 

ნახეთ ჩვენი სტატია: რატომ გკიდივართ სტუნდეტები ყველას **ფეხებზე?

 

აბა წარმოიდგინეთ 22 წლის ხართ და ცხოვრობთ მშობლებთან, ოჯახთან, ბებიებთან, ქართველი ახალგაზრდების უმეტესობა ზუსტად ოჯახებში ცხოვრობენ, ჩვენ ამაზეც დავცინით, მაგრამ რანაირად უნდა იცხოვროს ახალგაზრდამ მარტო, როცა მინიმუმ ბინის ქირაობა + კატასტროფულად გაზრდილი კომუნალურები, მაღაზიის ფასები და ა.შ. 1 000 ლარია საჭირო. 

რომელ ახალგაზრდას და სტუდენტს აქვს 1000 ლარი იმისთვის რომ ცალკე იცხოვროს?

აღარაფერს ვამბობთ მინი სესხებზე, რომელთა უმეტესობაში ზუსტად ახალგაზრდები არიან ყელამდე ჩაფლულები. 

ხელფასები? მაქსიმუმ 200 დოლარი თვეში. 

დიახ მეგობრებო, ჩვენ გვგგონია რომ ისინი ანძრევენ, შეიძლება მართლებიც ვართ, მაგრამ მათი მდგომარეობა იმდენად რთულია რომ უხერხულია მოსთხოვო რაიმე. 

 

ამიტომ სანამ ვიფიქრებთ რომ სტუდენტები და ახალგაზრდები ანძრევენ და გაგვიკვირდება სად არიან? უნდა დავინტერესდეთ მინიმუმ რა უნდა მათ, რა ჭირდებათ და რატომ არიან ისინი გამქრალები. 

 

 

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ

სად არის ახლგაზრდობა? ახალგაზრდობა ანძრევს

ალბათ ყველა ვხედავთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში, ახლგაზრდობა ფაქტიურად არც კი ფიგურირებს და გამქრალია, სად არიან ახალგაზრდები, რომლებიც მუდამ უნდა იყვნენ აქტიურები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე?

16-11-2021 1 წუთი წასაკითხად