საქართველომ უკრაინას გასამხნევებლად ჩურჩხელები და ფელამუში გაუგზავნა

საქართველოს მთავრობა რუსეთის აგრესიის წინ უკრაინის ჯარს ჩურჩხელები და ფელამუში გაუგზავნა

23-11-2021 1 წუთი წასაკითხად

საქართველომ უკრაინას გასამხნევებლად ჩურჩხელები და ფელამუში გაუგზავნა

აქვე გაეცანით იმ ქვეყნებს რომლებიც უკრაინას რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად დახმარება უკვე გაუგზავნეს:

 

ქვეყნები რომლებიც უკვე დაეხმარნენ უკრაინას შეიარაღებით ან უახლოეს მომავალში დაეხმარებიან:

??

აშშ - მხოლოდ ბოლო 2 თვეში აშშ-მ უკრაინის დასახმარებლად 1.2 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გამოყო, აღნიშნულიდან 500 მლნ-ის ღირებულების სასწრაფო სამხედრო დახმარება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შთხვევაში გაიგზავნება უკრიანაში. პარალელურად კი განიხილება სამხედრო დახმარების პაკეტის მოცულობის და სიტუაციისამებრ მასში შესული ლეტალური (დანამდვილებით ჯერ მხოლოდ ჯაველინები ვიცით, სავარაუდოდ სტინგერებიც) შეიარაღების რაოდენობისა და დანიშნულებისამებრ ზრდა.

??

დიდი ბრიტანეთი - დიდმა ბრიტანეთმა ბოლო ერთ კვირაში 2000 თანამედროვე ტანკსაწინაადეგო სისტემა NLAW გაგზავნა უკრაინაში, პარალელურარ კი უკრაინაში გაიგზვნა 100-მდე ბრიტანელი სამხედრო, რომლებიც სწრაფ სასწავლო კურს ჩაუტარებს უკრაინელ სამხედროებს გადაცემული თანამედროვე სისტემების ასათვისებლად. დიდი ბრიტანეთი განიხილავს შეიარაღების ახალი გაზრდილი პაკეტის დამტკიცებასა და უკრიანისთვის გადაცემას.

??

კანადა - კანადამ მიიღო უკრაინის მოთხოვნა საჭირო შეიარაღების შესახებ და უმოკლეს დროში მას გაგზავნის უკრაინაში, ამავდროულად კანადამ უკრიანაში გაგზავნა სპეციალირი ოპერაციების ძალების ჯგუფი.

??

ლიეტუვა - ლიეტუვამ უკრაიანში უკვე გაგზავნა მსუბუქი შეიარაღება და ინდივიუდუალური ეკიპირება, ამავდროულად ლიეტუვა უკრაინაში გაგზავნის ,,ჯაველინის" ტიპის ტანკსაწინააღეგო სისტემებს და ,,სტინგერის" ტიპის ჰაერსაწინააღდმეგო თავდაცვის სისტემებს.

??

ესტონეთი - ესტონეთი უკრაინაში აგზავნის ,,ჯაველინის" ტანკსაწინააღმდეგო სისტემებსა და რაკეტებს, ამავდროულად კი 122 მმ-იან ბუქსირებად არტილერიას.

??

ლატვია - ლატვიამ უკრაინაში გააგზავნა ინდივიდუალური სამხედრო ეკიპრება, ,,ჯაველინის" ტანკსაწინაადეგო სისტემები და საველე ჰოსპიტლები.

??

ჩეხეთი - ჩეხეთი ელოდება უკრაინის მოთხოვნას საჭირო სამხედრო მასალებისა და შეიარაღების შესახებ, პარალელურად კი ჩეხეთმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში გაგზავნოს დიდი რაოდენობით საარტილერიო საბრძოლო მასალები.

??

პოლონეთი - ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ცნობილი გახდა, რომ პოლონეთმა უკრაინაში გაგზავნა ათასობით ზცრს-ის 122მმ-იან რაკეტები, ამასთან კი უახლოეს დღეებში გაირკვევა დეტალები პოლონეთის მიერ უკრაინისთვის დამატებით მასშტაბური სამხედრო დახმარების მოცულობისა და ნაირსახეობის შესახებ.

გავრცელებული ინფორმაციით უკრიანას შესაძლოა სამხედრო დახმარება გაუწიოს შვედეთმა, ავსტრალიამ და სლოვაკეთმა.

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ

ბიძინა ივანიშვილმა 1 მილიონი დოლარი გადარიცხა უკრაინის დასახმარებლად

ქართველმა მილიარდერმა და დიდმა მეცენატმა, ყოფილმა პრემიერ მინისტრმა და მმართველი პარტიის თავჯდომარემ, ყოვლისშემძლემ და ბატონმა 1 მილიონი დოლარი გადარიცხა უკრაინის დასახმარებლად. უი ამაზონის ტყეებისთვის ყოფილა, სორი

27-02-2022 0 წუთი წასაკითხად